როგორ იზრდებოდა ქვეყნის სახელმწიფო ვალი – „ნაციონალური მოძრაობა“ VS „ქართული ოცნება“

როგორ იზრდებოდა ქვეყნის სახელმწიფო ვალი – „ნაციონალური მოძრაობა“ VS „ქართული ოცნება“

access_time2019-10-01 13:30:56

2006-2012 წლებში მთლიანი სახელმწიფო ვალი 368%-ით გაიზარდა


სახელმწიფო ვალის საკითხი ბოლო პერიოდში ხშირად ხდება სპეკულაციის საგანი, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან. შესაბამისად სტატიის მიზანია საზოგადოებას გააცნოს რეალური ვითარება ქვეყნის საგარეო ვალთან დაკავშირებით. კერძოდ, რა კომპონენტებისგან შედგება ის, რომელმა ხელისუფლებამ აიღო უფრო მეტი ვალი, „ოცნებამ“ თუ „ნაციონალება“, რატომ შეიძლება იყოს პრობლემა სახელმწიფო ვალის ზრდა და რა არის ზღვარი, სადამდეც შეიძლება ის გაზარდოს ქვეყნის მთავრობამ, ასევე რა კავშირშია ლარის კურსთან საგარეო ვალის ზრდა? ქვემოთ წარმოდგენილი ანალიზი, სწორედ ამ საკითხების გამორკვევის მცდელობაა.


მთლიანი სახელმწიფო ვალის კომპონენტები:


მთლიანი სახელმწიფო ვალი შედგება საგარეო და საშინაო ვალისგან. საგარეო ვალში შედის მთავრობის, ეროვნული ბანკის და სახელმწიფო საწარმოების მიერ აღებული ვალდებულებები, ორმხრივი და მრავალმხრივი კრედიტორებისგან და საგარეო ვალში შედის აგრეთვე კერძო სექტორის მიერ აღებული საგარეო ვალდებულებები. მთავრობის და კერძო სექტორის მიერ აღებული საგარეო ვალი კლასიფიცირდება როგორც წმინდა საგარეო ვალი. საშინაო ვალში შედის მთავრობის მიერ გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ძირითადად სახაზინო ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.


ოცნება VS ნაციონალები


უკანასკნელი მონაცემებით, მთლიანი სახელმწიფო ვალი 17,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 90% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. როგორც გრაფიკი N1-დან ჩანს, მთლიანი სახელმწიფო ვალი ყველაზე სწრაფი ტემპით 2006-12 წლებში იზრდება. თუ 2006 წელს მთლიანი საგარეო ვალი შეადგენდა 2,8 მილიარდ დოლარს, 2012 წელს ის შეადგენს 13,4 მილიარდ დოლარს, რაც 368%-ანი ზრდაა. ხოლო 2012 წლიდან უკანასკნელ პერიოდამდე მთლიანი საგარეო ვალი მხოლოდ 33%-ით არის გაზრდილი.




რაც შეეხება მთავრობის საგარეო ვალს, რომელშიც როგორც უკვე აღვნიშნეთ არ შედის კერძო სექტორის ვალი. 2003 წელს ნაციონალებმა ხელისუფლება გადაიბარეს 1,564 მილიონი აშშ დოლარის მთავრობის საგარეო ვალით, რომელიც 2012 წელს 155%-ით გაიზარდა და 3,997 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა(გრაფიკი N2), რაც მიმდინარე ეტაპზე მთავრობის საგარეო ვალის 74%-ს შეადგენს. ხოლო 2018 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი 5,434 მილიონი აშშ დოლარია, რაც 2012 წლიდან 36%-იანი ზრდა არის. შესაბამისად კითხვაზე, ვინ უფრო მეტი ვალი აიღო, „ოცნებამ“ თუ ნაციონალებმა, სტატისტიკით ჩანს, რომ ნაციონალებმა. ხოლო „ოცნების“ პერიოდში ლარში გამოხატული საგარეო ვალი, მეტწილად ლარის დოლართან და ვეროსთან გაუფასურების გამო გაიზარდა, ამაზე ქვემოთ უფრო დეტალურად.



აყენებს თუ არა ვალის ზრდა ეკონომიკას რთულ მდგომარეობაში?



ვალის ზრდა ეკონომიკას არ აყენებს რთულ მდგომარეობაში. ამ უკანასკნელს იწვევს ვალის არაყაირათიანად და არაეფექტურად ხარჯვა. როგორც წესი, მთავრობის მიერ აღებული საგარეო ან საშინაო ვალი ხმარდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ან ქვეყნის საფინანსო მდგრადობას, ან სხვა მიზნობრივ პროექტებს. ანუ ამ თანხებით ეკონომიკა უფრო სიცოცხლისუნარიანი უნდა გახდეს, რომ ვალდებულებებსაც მოემსახუროს და მოქალქესაც დაეტყოს ცხოვრების დონეზე. თუმცა ხშირად ასე არ ხდება და აღებული ვალი გაურკვეველი მიმართულებით იკარგება. მაგალითად 2008 წელს მთავრობამ გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რომლიდან მიღებული თანხაც გაურკვეველი მიზნობრიობით დაიხარჯა. ხოლო 2011 წელს ვალის დროულად ვერ გასტუმრების საშიშროებით მთავრობამ ძველი ვალის გადასაფარად დამატებით 500 მილიონის ევროობლიგაციების ემისია განახორციელა. მოცემული ევროობლიგაციების მხოლოდ საპროცენტო მომსახურებას გასული 7 წლის განმავლობაში დაახლოებით 250 მილიონი დოლარი დასჭირდა. ვალის აღებიდან დღემდე კი 11 წლის განამავლობაში აღნიშნულმა გაურკვეველმა ვალმა სახელმწიფო თითქმის 400 მილიონი აშშ დოლარით აზარალა.



ამასთან, როცა ვალის სიდიდეზე ვსაუბრობთ, როგორც წესი ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელს ვიყენებთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით, განვითარებადი ქვეყნების საგარეო ვალის ფარდობა ნომინალურ მშპ-სთან 40-50%-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ამ მიმართულებით ჩვენთან რაიმე საგანგაშო ვითარება არ არის, როგორც ამის წარმოჩენას პოლიტიკოსები ცდილობენ ხოლმე, განსაკუთრებით ისინი, ვის პერიოდშიც მოხდა ყველაზე მეტი ვალის აღება. 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალის პროცენტულმა ფარდობამ მშპ-თან მიმართებაში შეადგინა 42.1%, მათ შორის 34.2% იყო საგარეო ვალი. წმინდა საგარეო ვალი მშპ-სთან 2018 წლის მონაცემებით 64,4%, ხოლო მთლიანი სახელმწიფო ვალი ნომინალური მშპ-ს 108%-ს შეადგენს. ამ უკანასკნელში როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედის კერძო სექტორის ვალდებულებებიც, რომელსაც მთავრობა ვერ აკრძალავს ან ჭერს ვერ დაუწესებს კომპანიებს ვალის აღებაზე.



გარდა ამისა, როდესაც ლარის კურსზე და საგარეო ვალზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მთავრობის საგარეო ვალის 35% დენომინირებულია SDR-ში, 34% აშშ დოლარში, 27% ევროში ხოლო 4% სხვა ვალუტებში. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ის მაინც მოწყვლადია გაცვლითი კურსის შოკების მიმართ. შესაბამისად, როდესაც ლარი ეცემა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, იზრდება მთავრობის ვალიც, რაც ცხადია იმას არ ნიშნავს რომ მთავრობამ დამატებით აიღო ვალი. ამ რისკის შემცირების მიზნით რეკომენდირებულია მთავრობის ვალის დაბალანსება ეროვნულ ვალუტაში სესხების წილის ზრდის მეშვეობით. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ არარელევანტურია შედარება თითქოს 2012 წელს ვალის ფარდობა მშპ-სთან გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე დღეს, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ 2012-ში კურსი 1,66 იყო, ხოლო დღეს 2,94. ამ ფაქტორს თან ერთვის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რის გამოც მთლიანი სახელმწიფო ვალი კიდევ უფრო იზრდება ნომინალურ მშპ-სთან მიმართებით.


შოთა გულბანი






გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას
access_time2020-07-13 18:00:24
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს. „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე...


მსგავსი სიახლეები

up