ბიზნესსექტორი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს იხსენებს

ბიზნესსექტორი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს იხსენებს

access_time2019-03-07 10:00:21

სამწლიანი პოლიტიკური ტაიმ-აუტის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის რანგში ბრუნდება.  2015 წელს თანამდებობიდან წასული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახლა პარტიის გასაძლიერებლად დააბრუნეს. რამდენად მომგებიანი იქნება ცვლილებები „ქართულ ოცნებაში“, ამას დრო გვიჩვენებს.


 „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ იხსენებს ბიზნესსექტორი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს.


 „ტექნო-ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ბიზნეს-კლიმატი ქვეყანაში საგრძნობლად გაუმჯობესდა და ბევრი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა.


 „2012 წლის მერე ბიზნეს-გარემო აბსოლუტურად თავისუფალია. არც ღარიბაშვილის, არც კვირიკაშვილის და არც ბახტაძის პრემიერობის დროს მე ვერ დავინახე და ვერც ახლა ვხედავ ბიზნესზე ზეწოლას. როდესაც კომპანიაში შემოდის საგადასახადო შემოწმება, ძალიან კორექტულები და ობიექტურები არიან. აქeდან გამომდინარე პრეტენზია ვერ მექნება. რა თქმა უნდა, ასეთი შემოწმებები უნდა იყოს, თუმცა, არ უნდა იყოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, სწორედ ასეთი ჯანსაღი დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მხრიდან,“ — აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.


 „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ  „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ბიზნესი წნეხისგან გათავისუფლდა.



 „ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მე ვიყავი ამ სახელმწიფო პროგრამის პირველი ბენეფიციარი და თელავში ღვინის ძალიან კარგი საწარმო გავაკეთე, რომელიც ახლაც ვითარდება და ერთ-ერთი მოწინავეა ბაზარზე. ღარიბაშვილის პერიოდში დაინერგა ეს პროგრამა და შედეგი სახეზეა. 2012 წლის მერე არ მიგრძვნია, რომ ვინმეს ჩემი ბიზნესი აინტერესებდეს,“ განაცხადა ირაკლი იაშვილმა.


 რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს „Coca-Cola bottlers Georgia“-ს დამფუძნებელს თემურ ჭყონიას, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი საერთოდ ვერ დაამახსოვრა.


 „სხვათა შორის, ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდი არ მახსოვს, არც ის რეფორმები მახსენდება, რომლებიც მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გატარდა,“ - აცხადებს თემურ ჭყონია.


 ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გატარებული რეფორმები ვერ გაიხსნა ვერც  საკონსერვო კომპანია „კულას“ დამფუძნებელმა ივანე გოგლიძემ. თუმცა, ბიზნესმენი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიზნესის მდგომარეობით დაინტერესებული იყო.


 „ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონში ჩამოდიოდა, ბიზნესმენებს ხვდებოდა და უსმენდა. მას აინტერესებდა რითი შეიძლებოდა შიდა ქართლის მდგომარეობა გამოსწორებულიყო და ბიზნესში წინსვლა გვქონოდა. მგონი, მას შემდეგ გორი არავის გახსენებია,“ - ამბობს ივანე გოგლიძე.



ბაჩო ადამია





ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი
access_time2019-09-15 12:00:44
ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ...

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...


მსგავსი სიახლეები

up