როგორ ითვლის საქსტატი საარსებო მინიმუმს - თვეში  - პური - 7.5 კილოგრამი; მაწონი - 750 გრამი; ლობიო - 600 გრამი ...

როგორ ითვლის საქსტატი საარსებო მინიმუმს - თვეში - პური - 7.5 კილოგრამი; მაწონი - 750 გრამი; ლობიო - 600 გრამი ...

access_time2019-04-16 10:24:13

361 ლარი და 20 თეთრი - სწორედ ეს თანხაა  საქსტატის უახლესი კალკულაციის მიხედვით, ხუთსულიანი ოჯახის ოფიციალური თვიური საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი.


საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, სწორედ ეს თანხა უნდა იყოს საკმარისი, იმისთვის რომ ოჯახის თითოეულ წევრს 30 დღის განმავლობაში   დაბალანსებული კვება ჰქონდეს ანუ ყველა ის საჭირო მინერალი და ნუტრიენტი მიიღოს , რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი.


ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 321 ლარს, სამსულიანის - 288 ლარს, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 256 ლარს შეადგენს.


როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?


საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხევდით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალური ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.


საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.


არსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.


მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯო გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2018 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 348 ლარს შეადგენდა, აგვისტოში კი, ის 348 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის დანახარჯების სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო.



საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება, დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება:


  • პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი)
  • ლობიო - თვეში 600 გრამი;
  • ბრინჯი - თვეში 300 გრამი;
  • მაკარონი - თვეში 450 გრამი;
  • ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი;
  • ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი;
  • ძეხვი - თვეში 300 გრამი;
  • კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი;
  • კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი;
  • მაწონი - თვეში 750 გრამი
  • სრული რაციონი იხილეთ ბმულზე.

საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგი საფეხური ამ მიღებული თანხის “შევაჭრების კოეფიციენტზე” გაყოფაა.


რა არის ე.წ. “შევაჭრების კოეფიციენტი”?


დავუშვათ, რომ საკვები რაციონის საერთო ღირებულება გამოვიდა 200 ლარი. საქსტატი ამ მიღებულ რიცხვს ყოფს 0.86-ზე, ანუ მას 14%-ით ამცირებს. ამას “შევაჭრების კოეფიციენტის” შეწონვა ეწოდება. მთავრობის შეფასებით, ადამიანი, რომელიც ამ სასურსათო კალათას ყიდულობს თითოეულ შენაძენზე პროდუქტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 14%-იან ფასდაკლებას იღებს.


2003 წელს ამ მეთოდოლოგიის დაწერის დროს მაღაზიებში პროდუქტების ფასზე ვაჭრობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, დღეს კი, სუპერმარკეტებში ფასზე ვაჭრობის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს.


რა ხდება მას შემდეგ, რაც სასურსათო ხარჯებს დაითვლიან?


სასურსათო კალათის ღირებულებას საქსტატი ყოფს 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება.


საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 58%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი, გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები.


საარსებო მინიმუმის დათვლის საერთაშორისო გამოცდილება


მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი საარსებო მინიმუმს საერთოდ არ ითვლის. არ არსებობს ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა აღირიცხოს საარსებო მინიმუმი.


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში საარსებო მინიმუმს აღრიცხავენ თითქმის ანალოგიური სისტემით, რაც 2005 წლამდე ყაზახეთში გამოიყენებოდა. საუბარია, 70%/30%-ის პროპორციულ განაწილებაზე. ყაზახეთში დღეს მოქმედი სისტემით, საარსებო მინიმუმში საკვების წილი არის 60%, ხოლო სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების წილია 40%.


რუსეთში საარსებო მინიმუმის სტატისტიკაში არასაყოფაცხოვრებო ხარჯები სასურსათო ხარჯების მექანიკურ დანამატს არ წარმოადგენს და ეს ის ტანსაცმლისგან, საყოფაცხოვრებო ხარჯებისგან, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფისგან,  ჯანდაცვისა და სატრანსპორტო ხარჯებისგან შედგება. მსგავსი მეთოდოლოგია მოქმედებს ტაჯიკეთშიც.



BMG





ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
access_time2020-07-06 14:30:48
დღეიდან ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს. იპოთეკური სესხების პროგრამაში მონაწილეობის ერთერთი მთავარი პირობაა, რომ მომხმარებელმა სუბსიდირებული იპოთეკური სესხით უნდა ისარგებლოს 2020 წლის ბოლომდე და...


მსგავსი სიახლეები

up