როგორ იშორებენ თავიდან საჯარო მოხელეები მოქალაქეებს – 9 მეთოდი

როგორ იშორებენ თავიდან საჯარო მოხელეები მოქალაქეებს – 9 მეთოდი

access_time2020-01-11 20:00:10

არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, საშუალო, დაბალ თუ მაღალ რგოლში, რომლებიც ბლომად გვყავს, შემდეგნაირად იცილებენ თავიდან მოქალაქეებსა და მათ ინიციატივებს, მოთხოვნებს: ჩამონათვალი არ არის სრული. გთხოვთ, კომენტარებში დაამატეთ თქვენი გამოცდილება.


-ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის: გამისამართებენ სხვაგან, ის სხვა სტრუქტურა ასევე გეუბნება, რომ რაღაც არ შედის მის კომპეტენციაში და ისევ უკან გაბრუნებს ან კიდევ სხვა სტრუქტურაში და დადიხარ შენი იდეით ერთი დაწესებულებიდან მეორეში.


-მე აქ ახალი ვარ: (ამ ვარიანტს სახეცვლილებაც აქვს: უფროსი/ხელმძღვანელი ახალი გვყავს). გეუბნებიან, რომ არ იციან ჯერ, რომ ალბათ წინა ხელმძღვანელს ან იმ თანამდებობაზე ადრე მყოფ სხვა პირს რომ მიმართე, ის დოკუმენტაცია დაიკარგა. ახლა უნდა მოძებნონ, ან დაკარგეს და ვერ პოულობენ: თავიდან უნდა მიაწოდო ყველაფერი, ისინი კი მოიფიქრებენ, მოისაზრებენ. ალტერნატიულად: ახლა რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში ვართ და რომ განვახლდებით, ჩამოვყალიბდებით, მერე მოგვმართეთ თავიდან.
უფროსის გარეშე ვერ გადავწყვეტ. საკითხი კი იმდენად მცირეა, რომ წესით იმხელა თანამდებობის პირის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. თანაც იმ ზემდგომს არასდროს სცალია „ასეთი წვრილეებისთვის“.


-ჩვენ ამას უკვე ვაპირებთ ისედაც. გეგმაში გვაქვს გათვალისწინებული. ეს პასუხი ეგრევე განგაიარაღებს. ხშირად იმდენსაც ვეღარ იაზრებ იკითხო – როდისთვის გაქვთ ეგ გეგმით გათვალისწინებული და ვისთან მოვიკითხო თუ შესრულდაო. ეგრევე იბნევი, იფუშები და კარისკენ მიდიხარ. ხანდახან იმასაც კი გეუბნებიან, ეს უკვე გაკეთებული გვაქვსო. დაზუსტება–დაზუსტებაში კი იგებ, რომ რასაც ითხოვდით, ის ნამდვილად არ გაუკეთებიათ, უხსნი კიდეც მოხელეს მოთხოვნილსა და მათ მიერ შესრულებულს შორის განსხვავებას, მაგრამ ის ჯიუტად იმეორებს, რომ ესაა, რასაც ითხოვდნენ, რაც გააკეთეს და სხვას ვეღარაფერს იღონებენ.


-რაც ამ მიმართულებით გავაკეთეთ საკმარისია: შეიძლება 10 წლის წინ დანიშნეს, მაგალითად შშმ პირებისთვის რაღაც ფინანსური შემწეობა, იმას ანახლებენ უბრალოდ ყოველწლიურად ბიუჯეტში და თვლიან, რომ „რადგანაც ეს შემოვიღეთ, აწი გასაკეთებელი აღარაფერი გვაქვს“. განვითარება რომ წინ მიდის და ახალ–ახალი გამოწვევები ჩნდება, ამას არა უშავს.
აკრიტიკებ? შემოგვთავაზე! კონკრეტული მოთხოვნით მოსულ რიგით მოქალაქეს თხოვენ, დეტალურად გაუწეროს იმ პრობლემის გადაწყვეტის გზა, როგორც პროფესიონალს. პროექტის დაწერას მოითხოვენ თავისი მიზან-ამოცანებით, ინდიკატორებით, რისკებით, ბიუჯეტით, აქტივობების განრიგით, ჩართულ მხარეთა ანალიზით, რისკების შეფასებით.
შემთხვევა იყო თბილისში. ცენტრალური უბნის ვიწრო ქუჩაზე გაიყვანეს მსხვილი საავტომობილო გზა. თან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვები დაარიგეს. ხალხს მანქანის დასაყენებელი ადგილი აღარ შერჩა. მიმართეს მერიას საჩივრით. მერიამ კი მოსთხოვა, გეგმა გაგვიწერეთ, სად უნდა გავიდეს ის გზა, თუ არა თქვენს ქუჩაზეო! ისინი რა, ურბანისტები იყვნენ, ინჟინრები, არქიტექტორები, სივრცის დამგეგმარებელი პროფესიონალები? ისიც ხშირია, რომ მოიძიებენ ადამიანები გრანტს, რესურსს, გადადებენ თავს, გაწერენ ყველაფერს, საჯარო სტრუქტურა კი შემოდებს თაროზე, აქაოდა, ჩვენ კიდევ ვნახავთ, შენი ნაშრომიდან რას მივიღებთ მხედველობაში და რას არაო.


-ეს ხომ სრულგანაკვეთიანი კონსულტანტის საქმეა, შეიძლება პროფესიონალთა მულტიდისციპლინური გუნდისაც. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რესურსებით, პროფესიონალებით, რომლებისთვისაც ეს სამსახური იქნება, იდეა პროექტის სახით რომ ჩამოაყალიბონ. მაგრამ რიგით მოქალაქეს, რომელიც შეიძლება კვირაში 80 საათს მუშაობდეს თავის სარჩენად, იყოს ერთი, არ ჰქონდეს შესაბამისი განათლება, სახელმწიფო არ უნდა თხოვდეს, ის ჩაანაცვლოს და სახელმწიფოს გასაწევი სამუშაო ჩაატაროს.



აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ვალია, მიმართოს სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, მიაწოდოს პრობლემა, მრჩევლები, ექსპერტები კი სახელმწიფოს ჰყავს და მისი მოვალეობაა, იმუშავოს მოქალაქის მიერ დასმული პრობლემის გადაჭრაზე, დაინტერესებული მოქალაქე კი დროდადრო ჩააყენოს საქმის კურსში.


მოსმენით კი მოგისმინეთ, მაგრამ… ხვდებიან კიდეც მოქალაქეებს, ისმენენ მათ აზრს, მადლობას უხდიან მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისთვის, შეიძლება, დააოქმონ კიდეც შეხვედრა. რაც მთავარია, აპიარებენ, რომ შეხვედრა ჩატარდა, მოქალაქეებს მოვუსმინეთ. მაგრამ ძაღლი ყეფს, ქარავანი – მიდის! აკეთებენ მაინც ისე, თვითონ როგორც ჰქონდათ გადაწყვეტილი. მოქალაქეთა მოსაზრებებს არ ასახავენ საქმეში. არც უსაბუთებენ, თუ რატომ არ/ვერ ითვალისწინებენ იმ შეხვედრებზე ნათქვამს და მოთხოვნილს, არც ხსნიან/არ განმარტავენ რას და რატომ მიანიჭეს პრიორიტეტი.


დაინტერესებული თემის წარმომადგენლებს იბარებენ/ხვდებიან/პატიჟებენ ცალ-ცალკე, ან ძალიან ვიწრო ჯგუფებში, დახურულ ფორმატში. აქტივისტი იქ გამოთქვამს რამის საწინააღმდეგო აზრს, საჯარო სტრუქტურა კი ისე წარმოაჩენს ფოტოებში, პრესრელიზებში, თითქოსდა „ყველა შეკრებილმა მათ მიერ შემოთავაზებული ხედვა გაიზიარა, მიესალმა და მოიწონა“. გამოაქვეყნებენ ბედნიერ ფოტოებს და… მერე მიდი და ამტკიცე, რომ სულ სხვა რამ თქვი იქ. თემის თვალშიც კარგავს მერე აქტივისტი ნდობას და საჯარო სტრუქტურისთვისაც უვნებელი ხდება. ეს პრაქტიკა ბევრ აქტივისტს აშინებს მოხელეებთან პირდაპირ მოლაპარაკებას.


სხვა მეთოდებიცაა ბლომად. უბრალოდ ესენია პრაქტიკაში რაც შემხვედრია ყველაზე ხშირად. ყველა ამ მეთოდის გამოყენება ადამიანებში აპათიას, ნიჰილიზმსა და დემოტივაციას იწვევს. იქმნება განცდა, რომ ძალისხმევა უშედეგოდ ჩაივლის, ასეთი პესიმიზმის გამეფება საზოგადოებაში კი ძალიან მავნებელი და საზიანოა.


წყარო: ბათუმელები 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up