როგორ იქნება თვითმფრინავის ბიზნეს-კლასის სავარძლები 2025 წელს

როგორ იქნება თვითმფრინავის ბიზნეს-კლასის სავარძლები 2025 წელს

access_time2021-11-20 19:30:50

კორონავირუსის პანდემია ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა აღმოჩნდა. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაციის პროცესმა და „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებამ იმის იმედი გააჩინა, რომ თვითმფრინავით გადაადგილება ისეთი რისკების შემცველი აღარ არის, როგორც ეს თუნდაც პანდემიის საწყის ეტაპზე იყო.

ავიაკომპანიების დიდმა ნაწილმა სცადა ფეხი აეწყო გამოწვევებისთვის და თვითმფრინავების სალონები „კოვიდ-ადაპტირებული“ გაეხადა.

გამოცემა CNN გთავაზობთ ბიზნეს-კლასის სავარძლების დიზაინს, რომელთა ხილვაც თვითმფრინავებში 2025 წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

CNN წერს, რომ წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით, ყველაზე დიდი ყურადღება პანდემიისგან დაცულობას, კომფორტულ სავარძლებსა და ეკოლოგიას ეთმობა.

დაცულობა

სტატიის მიხედვით, 2025 წლისთვის ბიზნეს-კლასის სავარძლები ერთმანეთისგან კიდევ უფრო გამოყოფილი და იზოლირებული იქნება, რათა მგზავრებმა თავი უფრო დაცულად იგრძნონ. იმის მიუხედავად, რომ 2025 წლისთვის კორონავირუსის პანდემია დიდი ალბათობით, დასრულებული იქნება, ადამიანების ფსიქოლოგიაში იზოლირებული სივრცის მოთხოვნა მაინც დარჩება.


ზოგიერთი კომპანია განიხილავს დიზაინს, რომლის მიხედვითაც, თითოეულ სავარძელს გასასვლელთან საკუთარი კარი ექნება.

ეკოლოგია

გამოცემა წერს, რომ ბიზნეს-კლასის სავარძლები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო კომფორტული და ეკო-მეგობრულები გახდებიან. ავიაკომოპანიები მაქსიმალურად შეეცდებიან სავარძლები და ყველა საჭირო აღჭურვილობა ეკოლოგიური მასალებისგან დაამზადონ, რათა მგზავრებსა და გარემოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეთ.

ტექნოლოგიები

როგორც ცნობილია, ახალი სავარძლები უფრო დიდი ზომის მონიტორებით იქნება აღჭურვილი, რათა ხანგრძლივი მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს.

ამასთან, დიზაინი შეეცვლება ბიზნეს-კლასის მაგიდებსაც, სადაც ლეპტოპებისა თუ ტაბების განთავსება უფრო მარტივი იქნება. ამ ცვლილების მიზანია, ფრენის დროს მგზავრებმა დრო არ დაკარგონ და მუშაობა თვითმფრინავშიც შეძლონ.

წყარო "ბიზნესპრესნიუსი"




სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!

სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით!
access_time2021-12-07 09:55:26
სილქფესტი 7 დეკემბერს ულიმიტო პირობებს...

„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში

საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში
access_time2021-12-07 10:00:58
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6.2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე...


მსგავსი სიახლეები

up