როგორ იქცა ,,სოკარი” თხევადი აირის მონოპოლისტად წინა ხელისუფლების დახმარებით

როგორ იქცა ,,სოკარი” თხევადი აირის მონოპოლისტად წინა ხელისუფლების დახმარებით

access_time2018-04-04 18:02:45

საავტომობილო ბუნებრივ აირზე (CNG) ფასების მატების პარალელურად, ინტერესი იმატებს თხევად აირზე (LPG), რომლის ფასიც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ბუნებრივი აირის ფასს. კონკრეტულად კი თუ ერთი კუბი CNG-ის შეძენა დღეს საშუალოდ 1.55 ლარად არის შესაძლებელი, ერთი კილოგრამი LPG შეძენა კი 0.99 ლარად შიძლება. აღნიშნულ ფასთა სხვაობას, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდამ. საქმე იმაშია, რომ LPG ერთადერთი ნავთობპროდუქტია, რომელზეც აქციზის განაკვეთი არ გაზრდილა. რაც შეეხება CNG – ის, მისი ფასი აქციზის განაკვეთმა საშუალოდ 0.20 ლარით გაიზარდა.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა თხევად აირზე, თუ გასულ წელს ექსპერტები თხევადი აირის მომავალს შორეულ პერსპექტივაში ხედავდნენ დღეს უკვე დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ათეული გაზგასამართი სადგური ფუნქციონირებს. ფასის გარდა LPG-ის პოპულარობას ხელი შეუწყო მისმა ტექნიკურმა მახასიათებლებმა. ბუნებრივი აირისგან განსხვავებით, თხევადი აირი თავისი კალორაჟითა და გამწეობით პრემიუმის ტიპის (95 ოქტანი) საწვავს უტოლდება. გარდა ამისა ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილის თხევად აირზე გადაყვანა ტექნიკურადაც ძალიან მარტივია.

 

ექსპერტები LPG-ის უსაფრთხოებაზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორც ,,მომხმარებელთა დაცვის ცენტრის” დამფუძნებელი ბექა კემულარია აცხადებს, ბუნებრივ აირთან შედარებით თხევადი აირი გაცილებით უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა.

 

,,უსაფრთხოების თვალსაზრისით გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ბუნებრივი აირი. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ LGG-ის ეკოლოგიურ უპირატესობებზეც. აღნიშნული პროდუქტი ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, ვიდრე ბუნებრივი აირი. ერთადერთი პრობლემა წლების განმავლობაში იყო ფასი, იმ პერიოდისთვის თხევადი აირი ღირდა უფრო ძვირი, ვიდრე ბუნებრივი აირი. აქციზის გადასახადის ზრდამ და ნავთობპროდუქტების ბაზრის გახსნამ დღეს ეს პრობლემა მოხსნა”, – მიიჩნევს კემულარია.

 

თუმცა, ფასისა და ტექნიკური უპირატესობის მიუხედავადაც, თხევადი აირი ათწლეულების მანძილზე მივიწყებული ჰქონდა ქართველ მომხმარებელს. მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნები აქტიურად იყენებდნენ აღნიშნულ საწვავს, მისი ეკოლოგიურობიდან გამომდინარეც. საქმე იმაშია, რომ წლების წინ, წინა მთავრობის ხელშეწყობით ხელოვნურად მოხდა აღნიშნული საწვავის დაბლოკვა და მომხმარებელს მხოლოდ დაბალი ტექნიკური მონაცემებისა და მაღალი ფასის ბუნებრივი აირი დარჩა. უფრო კონკრეტულად კი წინა ხელისუფლების დახმარებით თხევადი აირის შემომტანი ყველა კომპანია დაბლოკეს, გარდა კომპანია ,,სოკარისა”, მხოლოდ ამ უკანასკნელს დაუტოვეს ქვეყანაში LGP – ის იმპორტირების უფლება რამაც, ცხადია, მნიშვნელოვნად გაზარდა თხევადი საწვავის ფასი, ბუნებრივ აირთან შედარებით. შესაბამისად, წინა ხელისუფლების მხრიდან კომპანია ,,სოკარისთვის” სასათბურე პირობების შექმნამ ეს კომპანია თხევადი აირის მონოპოლისტად აქცია ქვეყანაში, თუმცა კომპანია ,,სოკარის” პროდუქტს, სხვა იმპორტიორებისგან განსხვავებით ჰქონდა, იმდენად სპეციფიკური სუნი, რომ პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა აღნიშნული საწვავის მოხმარებას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მომხმარებელმა მალევე თქვა უარის `სოკარის” თხევად აირზე და გადავიდა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე, სადაც კონკურენცია შედარებით მაღალი იყო.

 

აღნიშნულ სქემას კარგად იცნობს აფბას – ვიცე პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი, რომელიც იმ სქემაზე საუბრობს, რომლის დახმარებითაც თხევადი აირით მხოლოდ კომპანია ,,სოკარს” უნდა მოემარაგებინა საქართველო.

 

,,თხევადი აირის ბაზრის დაბლოკვა ერთეული ქეისი იყო. ზოგადად, იმ პერიოდში სასათბურე პირობების შექმნა, სხვადასხვა კომპანიებისთვის ძალიან აპრობირებული პრაქტიკა იყო. თავად ნავთობპროდუქტების ბაზარიც ერთი ჩაკეტილი წრე იყო, რომელსაც მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა. თხევადი აირის ბაზარი იყო დამოუკიდებელი და კონკურენტუნარიანი. შესაბამისად, იქმნებოდა იმის რეალური საფრთხე, რომ ის კონკურენციაში შესულიყო, არამხოლოდ ბუნებრივ აირთან, არამედ ბენზინთანაც, რაც არანაირად არ აძლევდა ხელს მაშინდელ ხელისუფლებას. შესაბამისად, ეს რისკიც ,,დააზღვიეს” და უკლებლივ ყველა თხევადი აირის იმპორტიორი დაბლოკეს ,,სოკარის” გარდა. მათი გათვლით, ,,სოკარი” ისეთივე მონოპოლისტად უნდა ჩამოყალიბებულიყო თხევადი აირის ბაზარზე, როგორც ყველასთვის კარგად ცნობილი ხუთი ნავთობკომპანია იყო ბენზინის და დიზელის ბაზარზე. თუმცა, ვერ გათვალეს ,,სოკარის” საწვავის სპეციფიურობა, საქმე იმაშია, რომ ერთი მხრივ იმ პერიოდისთვის ,,სოკარს” ტექნიკურად არ შეეძლო, სრულად დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა ამ საწვავზე, ხოლო მეორე მხრივ ,,სოკარის” თხევადი გაზიი იყო დაბალი ხარისხის და ჰქონდა სპეციფიკური სუნი. აქედან გამომდინარე, ეს იდეა ჩაიშალა და მასთან ერთად რამდენიმე წლით დაკონსერვდა თხევადი აირის პერსპექტივაც ქართულ ბაზარზე”,- აცხადებს ბაირახტარი.


წყარო : ბანკები და ფინანსები




StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...


მსგავსი სიახლეები

up