BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

access_time2019-05-24 19:30:19

სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ.


Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.


 Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან,  მარკომ კარნისთან.


  მარკ ცუკერბერგი  აპრილში მარკომ კარნის კრიპტოვალუტის ჩაშვების რისკების განსახილველად შეხვდა.  კომპანიამ  რჩევისთვის ასევე მიმართა აშშ-ს მონეტარულ ფონდს.


ფირმა თანხების ტრანზაქციის თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა კომპანიებთანაც, მათ შორისაა Western Union.


როგორ იმუშავებს Facebook-ის კრიპტოვალუტა?


Facebook-ს სურს შექმნას ციფრული ვალუტა,  რომელიც უფრო ხელმისაწვდომ და უსაფრთხო გადარიცხვის სისტემას ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა მომხმარებელს საბანკო ანგარიშები.


სოციალური ქსელების კომპანია, რომლის მფლობელობაშიცაა Instagram  და WhatsApp  იმედოვნებს,  რომ ფინანსურ ბარიერებს გადალახავს და ბანკებთან კონკურენციით და ხარჯების შემცირებით არსებულ საფინანსო სისტემას დაანგრევს.



პროექტი მეტსახელად Libra  პირველად გასული წლის დეკემბრის თვეში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.


პროექტის ფარგლებში ტარდება ბანკებთან და ბროკერებთან მოლაპარაკებები, რომელიც  მომხმარებელს საშუალებას  დოლარი და სხვა საერთაშორისო ვალუტები Facebook-ის ციფრულ ვალუტაზე გადაიყვანონ.


რა არის კრიპტოვალუტა?


ვირტუალური ვალუტა შეიძლება გამოყენებულ იქნას რეალურ სამყაროში არსებული ნივთების საფასურის გადასახდელად, როგორებიცაა სასტუმროს ნომერი, საკვები და ა.შ.


ციფრული მონეტები ონლაინ საფულეებში ინახება და შეიძლება ანონიმურად იგზავნებოდეს მომხმარებლებს შორის. კრიპტოვალუტები ბლოკჩეინის ტექნოლოგიით მუშაობს. ბლოკჩეინი - ესაა ინფორმაციის ბლოკირების სისტემა, როგორებიცაა ტრანზაქციები ან შეთანხმებები, რომლებიც კომპიუტერების ქსელში ინახება.


ეს ინფორმაცია  ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ინახება და როგორც წესი  ცენტრალური ორგანოების მიერ არ იმართება, როგორებიცაა ბანკები და ხელისუფლება.


რა რისკები არსებობს კრიპტოვალუტის გამოყენების?


ბოლო წლებია Facebook-ი კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა პირადი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.


მაისის დასაწყისში აშშ-ს სენატმა და საბანკო კომისიამ მარკ ცუკერბერგს მისწერა ღია წერილი შეკითხვით, როგორ იმუშავებს კრიპტოვალუტა და  როგორ იქნებიან დაცულები მომხმარებლები და მათი პირადი მონაცემები.


Facebook-მა დოკუმენტების შემოწმების პროცესი  და რისკების შემცირების საკითხი აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსთანაც განიხილა.


მიიჩნევა, რომ კომპანია და მისი პარტრნიორები ცდილობენ მონეტების მერყევი ღირებულება თავიდან აიცილონ და არსებული ვალუტების კალათას მიაბან, როგორიცაა აშშ დოლარი, ევრო და იაპონური იენი.


BBC.com


მარიამ მორგოშია





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up