როგორ იმუშავა შსს-მ და ქართულმა მედიამ - ადვოკატები ზუგდიდის ინციდენტზე

როგორ იმუშავა შსს-მ და ქართულმა მედიამ - ადვოკატები ზუგდიდის ინციდენტზე

access_time2020-10-24 11:00:58

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალიში მომხდარი დაყაჩაღების ფაქტი, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“ ადვოკატებმა გიორგი ბარდაველიძემ და სერგო მამფორიამ განიხილეს.


„ვგმობთ იმ ძალადობრივ აქტს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მიმართ განხორციელდა, ეს არ არის დადებით კონტექსტში შესაფასებელი. რაც შეეხება სამართალდამცავ სტრუქტურებს, ჩვენ სატელევიზიო ეთერში ვხედავდით მოვლენებს, რამდენად არიან ჩართულები, მაგრამ უშუალო დეტალები თუ რა ღონისძიებები ტარდებოდა მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ეს გარკვეული ტიპის საიდუმლოს შეიცავდა , რათა არ დაზიანებულიყო იმ მოქალაქეების სიცოცხლე, რომლებიც ბანკში იყვნენ. კადრები ძალიან მძიმე იყო“, - განაცხადა  სერგო მამფორიამ.

 

ადვოკატის განცხადებით, ამ შემთხვევაში, საგამოძიებო უწყება აწარმოებდა  სისხლის სამართებრივ დევნას.  იერარქიულად კონკრეტულ შემთხვევაში საკანონმდებლო დონეზე ნებისმიერი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალური ღონისძიებების წარმომადგენლებთან, ნებადართულია მხოლოდ მინისტრის და მინისტრის მოადგილის ვიზირებით.


„მინისტრის და მოადგილის გარდა, ცალკე საგამოძიებო უწყება ტერიტორიული დაქვემდებარებიდან გამომდინარე აწარმოებს ფაქტთან მიმდინარე  გამოძიებას, შესაბამისად კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე  და საქვეუწყებო ზემდგომი იერარქიული სტრუქტურები მხოლოდ და მხოლოდ კოორდინირებულად მოქმედებენ  ხელმძღვანელი პირის მხრიდან,  რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმს კონკრეტულად  კურატორობს,  რადგან მხოლოდ და მხოლოდ მას აქვს ამგვარი საფრთხისთვის ადექვატური ღონისძიების  გატარების  უფლება“, - განმარტავს სერგო მამფორია.

 


რაც შეეხება მედია გაშუქებას, ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი გამოცდილება ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით გვაქვს, რა დროსაც  ჟურნალისტები აშუქებდნენ დეტალურად მიმდინარე  მოლენებს, ამიტომ ტერორისტებისთვის  ცნობილი ხდებოდა სპეც დანიშნულების რაზმის ლოკაცია, გადაადგილების მარშრუტი და სხვა ფაქტობრივი გარემოებები, ამის შედეგად ერთი  სპეცრაზმელი გარდაიცვალა.


„აღნიშნულთან  დაკავშირებით შსს-მ უნდა გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაციები და  აღნიშნული რეგულირდება კანონმდებლობით, მას ჰყავს საზოგადოებასთან  ურთიერთობის წარმომადგენელი, რომელიც მედიასთან უშუალო კომუნიკაციას ამყარებს, აქედან გამომდინარე მედიამ თავი უნდა შეიკავოს კონკრეტული დეტალების   გაუქებისაგან, რადგან აქ  საქმე ეხება იმ ადამიანების  სიცოცხლეს,  რომელიც ბრალდებულ პიროვნებას ჰყავს  მძევლად და მათი ოჯახის  წევრებს.


ჩატაევის საქმეზე,  ერთ-ერთი  ტერორისტი გამოვიდა  გარეთ, რომელიც  ჯიჰადის  ქამრით იყო აღჭურვილი და თავი  აიფეთქა,  რასაც  შეეძლო იქ  მყოფი ადამიანები,  თუნდაც  მედიის  წარმომადგენლები  დაეზარალებინა.“, - განმარტავს გიორგი ბარდაველიძე.

 

სერგო მამფორიას განცხადებით, საქართველო არ არის იმ ქვეყნების  რიცხვში,  სადაც  მსგავსი  სახის  დანაშაულები ხშირად ხდება, შესაბამისად არც მედიას და არც საზოგადოებას არ აქვს იმის აღქმის უნარი რამდენად საფრთხის  შემცველია ეს დანაშაულებრივი  ფაქტი.


„საქართველო საბედნიეროდ  არ არის იმ ქვეყნების  რიცხვში  სადაც  მსგავსი  სახის  დანაშაულები ხშირად ხდება, შესაბამისად არც მედიას და არც საზოგადოებას არ გვაქვს იმის აღქმის უნარი რამდენად საფრთხის  შემცველია ეს დანაშაულებრივი  ფაქტი,  შესაბამისად მედიის მხრიდანაც არ არის პოზიტიური ის  ასპექტი, რომელსაც  აშუქებენ , მაგრამ მეორე  მხარეს  დგას  საპირწონედ ადამიანის  სიცოცხლე,  ჯანმრთელობა და მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედება, რასაც შეიარაღებული პირი  აიძულებს“, - ამბობს სერგო მამფორია.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up