როგორ იმოქმედებს COVID-19-ის პანდემია მსოფლიოს სურსათით მომარაგებაზე

როგორ იმოქმედებს COVID-19-ის პანდემია მსოფლიოს სურსათით მომარაგებაზე

access_time2020-04-13 18:00:19

ახალი კორონავირუსისგან ჯანსაღი კვებაც დაგვიცავსო, ბევრი ხილი და ბოსტნეული, - გვეუბნებიან ექსპერტები.


აი, ის მარწყვი, რომელსაც მიირთმევთ თვითიზოლირებულნი, დიდი შანსია ადგილობრივი ფერმერის ბაღიდან იყოს. თუმცა უფრო ხშირად თქვენი სახლიდან მრავალი კილომეტრით დაშორებული დიდი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნაწილია; ხელითაა დაკრეფილი, შესაძლოა, სხვა ქალაქებიდან, თუნდაც სხვა ქვეყნებიდან ჩაყვანილი მიგრანტების მიერ.


მაგრამ, გლობალური პანდემიის კვალდაკვალ განა შეძლებს სისტემა კვლავ მოიტანოს მარწყვი თქვენს სახლამდე? ან პური? მაკარონი? ზეთი?


კორონავირუსმა უკვე ჩაითრია გლობალური ეკონომიკა სპირალში: ათობით მილიონმა ადამიანმა მსფლიოში დაკარგა სამსახური მას შემდეგ, რაც საწარმოებმა უჰანიდან ბავარიამდე თუ მიჩიგანამდე მუშაობა შეაჩერეს.


რას ნიშნავს ეს ყოველდღიური საკვებისთვის ჩვენს სუფრაზე?


თუ თქვენ კორონავირუსს თავი განარიდეთ სოფლად ან აგარაკზე, სადაც მცირე ბაღ-ბოსტანი გაქვთ და ცხოველთა მცირე ფერმაც, შესაძლოა, უკვე ემზადებოდეთ თავი თქვენი ეზოს მოსავლით გამოიკვებოთ.


მაგრამ, თუ ქალაქში ცხოვრობთ და მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტივით არ მიგიწვდებათ ხელი საკუთარ მოსავალზე, დიდი შანსია, რომ საკვები პროდუქტების გლობალური ქსელის გამართულად მუშაობაზე იყოთ დამოკიდებული და იმის იმედად დარჩენილი, რომ პურისა და რძის ან წიწიბურისა და ბანანის მარაგი არ გამოილევა სასურსათო მაღაზიებში.


რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები, ვისაც ჩვენი ხილი და ბოსტნეული მოჰყავს, ავად ხდებიან ან კარანტინში უწევთ ყოფნა? რა ხდება, როდესაც ისინი, ვინც კარტოფილს ან ხახვს ფუთავს და სატვირთო მანქანებზე აწყობს, რომ თქვენი ქალაქის დახლებზე მოხვდეს, ვეღარ მუშაობენ? რა ხდება მაშინ, როდესაც ხორბლის დაფქვა და საცხობამდე მიტანა ვერ ხერხდება, რომ პური გამოცხვეს?


შეიძლება თუ არა უახლოეს თვეებში საკვების გლობალური დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდეთ?


„პანდემია გამოიწვევს მასობრივ შეფერხებას სურსათის მიწოდების გლობალურ სისტემაში", - დაწერა კრის ელიოტმა, ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტის პროფესორმა, თავის ტვიტერზე.


აი, რა ვიცით, რა გავლენას ახდენს კორონავირუსი საკვებით მომარაგებაზე.


რა ხდება?


ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში, როცა პანდემია ძალას იკრეფდა მთელ მსოფლიოში და მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელმა ქვეყნებმა მოახერხეს „მრუდის გაბრტყელება“ (ამ ტერმინს იყენებენ, როდესაც ინფიცირების სიჩქარის დამუხრუჭება უნდათ აღნიშნონ), საკვები პროდუქტების გლობალური მომარაგების სისტემის პრობლემები უკვე აშკარა იყო.


”გახანგრძლივებული პანდემიური კრიზისი შეიძლება სწრაფად და მძიმედ დააწვეს სურსათის მიწოდების ჯაჭვს, ურთიერთქმედების კომპლექსურ ქსელს, რომელშიც შედიან ფერმერები, სოფლის მეურნეობის ტექნიკა, გადამამუშავებელი საწარმოები, გადაზიდვები, საცალო ვაჭრობა და სხვა მრავალი”, - გააფრთხილა მსოფლიო მაქსიმო კალენმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა, ამას წინათ ​გამოქვეყნებულ ნაშრომში.


ზოგიერთ ადგილებში პროდუქტის პანიკურმა შეძენამ და მომარაგებამ შეშფოთება კიდევ უფრო გააღრმავა; შეიქმნა საშიშროება, რომ საცალო და საბითუმო ვაჭრობა ვერ გაუძლებდა დატვირთვას და მარაგები ამოიწურებოდა.


აპრილის დასაწყისში მსოფლიო სასურსათო პროგრამა, გაეროს კიდევ ერთი სააგენტო, შეეცადა ანერვიულებული მომხმარებლების დამშვიდებას:”ძირითადი მარცვლეულის გლობალური ბაზრები კარგად არის მომარაგებული და ფასები, ზოგადად, დაბალია”, - განახცადა გაერომ 3 აპრილს.



”შეფერხებები ჯერჯერობით მინიმალურია, სურსათის მიწოდება - ადეკვატური, ხოლო ბაზრები - შედარებით სტაბილური”, - განაცხადა სურსათის პროგრამის პრესსპიკერმა, ელიზაბეტ ბირსმა.


”მაგრამ ჩვენ შეიძლება მალე ველოდოთ შეფერხებებს სურსათის მომარაგების ქსელში, თუ დიდი იმპორტიორები დაკარგავენ ნდობას ძირითადი სასურსათო საქონლის საიმედო გავრცელების მიმართ“, - თქვა მან.


ინდუსტრიული ქვეყნებისთვის, რომელთა საკვები პროდუქტებით მომარაგების სისტემა უკვე განიცდიდა ცვლილებებს, სამომხმარებლო ჩვევებისა და გემოვნების შეცვლის გამო, ეს პერსპექტივა დამატებითი გაურკვევლობის მომტანია.


”ჩვენ ვლაპარაკობთ რადიკალურ ცვლილებებზე სასურსათო ჯაჭვში, სადაც უკვე ისედაც დაწყებული იყო რადიკალური ძვრები”, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ჯეიმს ტილოტსონმა, სურსათის პოლიტიკისა და საერთაშორისო ბიზნესის ყოფილმა პროფესორმა, აშშ-ის ტაფტის უნივერსიტეტის ფრიდმანის სკოლიდან.


ვინ არის ყველაზე მეტი რისკის ქვეშ


მსხვილი ინდუსტრიული სახელმწიფოებისთვის, რომელთა მოსახლეობა განსაკუთრებითაა კონცენტრირებული ქალაქებსა და გარეუბნებში, სურსათის მიწოდების ჯაჭვი უფრო გრძელი, რთული და, შესაძლოა, უფრო დაუცველიცაა.


ნაკლებად ინდუსტრიული, უფრო სოფლის მეურნეობაზე დაყრდნობილი ეკონომიკებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების ქსელები უფრო მოკლეა და მარტივი. მაგალითად, თუ თქვენ თავად არ იღებთ კვერცხსა და რძეს საკუთარი ქათმებიდან, ძროხებიდან თუ თხებიდან, შეიძლება მეზობელი ფერმიდან ან მეზობელი სოფლიდან შეიძინოთ.


სხვა სასურსათო საქონელი - მაგალითად, ხორბალი, სიმინდი ან სოიო - იყიდება ბითუმად და ხშირად გრძელ დისტანციებზე გადაიტანება. ეს ნიშნავს, რომ არსებობს უფრო მეტი წერტილი, სადაც შესაძლებელია მიწოდების ქსელის მოშლა.


ამას ემატება შიშის ფაქტორი: მომხმარებლები, რომლებსაც დეფიციტი აშინებთ, იმაზე მეტს იმარაგებენ, ვიდრე სჭირდებათ, რაც სწორედ იმ დეფიციტს იწვევს, რისიც ეშინიათ. მაგალითად, მოსკოვის ზოგიერთ სასურსათო ბაზარზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თაროები დაცარიელებულია წიწიბურისგან.ამან აიძულა ზოგიერთი ქვეყანა შეემცირებინა ექსპორტი, საკუთარი მოქალაქეების საკმარისი სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის.


ვიეტნამმა, რომელიც ბრინჯის მსხვილი ექსპორტიორია, შეაჩერა ამ პროდუქტისა და სხვა ​საქონლის ექსპორტი.


ინდოეთმა, ბრინჯის კიდევ ერთმა მთავარმა მწარმოებელმა, ასევე შეაჩერა ექსპორტი.


ყაზახეთში, რომელიც ბაზარზე ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, მთავრობამ შეზღუდა ამ საქონლის ექსპორტი. ყაზახეთის მთავრობამ ასევე შეაჩერა ხახვის, შაქრის, მზესუმზირისა და წიწიბურის ქვეყნიდან გატანა. ამ მარცვლეულს, განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს მრავალი ასაკოვანი ყაზახისა და რუსისთვის, ვინც ადრე ხშირად შიმშილისგან წიწიბურას გადაურჩენია.


რუსეთმა, მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესმა მწარმოებელმა, გასულ თვეს შეაჩერა გადამუშავებული მარცვლეულის ექსპორტი (წიწიბურა, ბრინჯი და შვრიის ფანტელები).


შეზღუდულმა მიწოდებამ ზოგიერთ შემთხვევაში მკვეთრად იმოქმედა ფასებზე. ფასები არა მარტო ლოკალურად, არამედ გლობალურ დონეზეც შეიცვალა. მაგალითად, ბოსტონში კვერცხის ფასი გასამმაგდა, ამბობს ტილოტსონი.


აწეულმა ფასებმა და მიწოდების შეზღუდვებმა გამოაცოცხლა შავი ბაზარი. გასულ კვირას ყირგიზეთის პოლიციამ დააპატიმრა ხორბლის ფქვილი, რომელიც ტომრებით კონტრაბანდულად გაჰქონდათ ქვეყნიდან, როგორც "ცემენტი".


9 აპრილს აქტივისტებმა, აკადემიკოსებმა და მსოფლიოს უმსხვილესი კვების გადამამუშავებელი კომპანიების აღმასრულებელთა ჯგუფმა, საერთო მიმართვაში - და ეს ხალხი საერთო მიმართვებს იშვიათად აწერს ხელს - გააფრთხილეს მსოფლიო, რომ მშიერი ადამიანების რიცხვი შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს უახლოეს თვეებში.


„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი და ღია ვაჭრობის შენარჩუნება“, - ნათქვამია მსოფლიო ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში.


წერილში სურსათის ექსპორტიორებს მოუწოდებენ არ შეაფერხონ საერთაშორისო ბაზრების მომარაგება, მხარი დაუჭირონ შიმშილის განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობას და ინვესტიციებით დაეხმარონ ადგილობრივ წარმოებას.​


ვის მოჰყავს მოსავალი?


მოსავლის კრეფისა და მიწოდების პროცესიც რისკის ქვეშაა, როგორც ექსპერტები გვაფრთხილებენ. ხშირად საველე მუშებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, კორონავირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად და ასევე შეზღუდულია გადაადგილება ქალაქებსა და ქვეყნებს შორის, რაც სეზონური სამუშაოებისთვის გადამწყვეტი იყო.


”სასოფლო მეურნეობებში მშრომელთა ჯანმრთელობის, ასევე სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობის საკითხი კვების პროდუქტების წარმოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა”, - წერია რისკების ანალიზის ჯგუფის Fitch Solutions 25 მარტის მოხსენებაში.


შეერთებულ შტატებში მიგრანტი მუშები სოფლის მეურნეობისა და ფერმების მთავარი საყრდენია.


კალიფორნიაში, აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან შტატში სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო საქონლის წარმოებისთვის, შტატის ხელიშუფლებამ გამოსცა სავალდებულო „დარჩი სახლში“ განკარგულება, რათა შეამციროს ვირუსის გავრცელება. ამან გავლენა მოახდინა ფერმების მუშაობაზე.


იგივე ითქმის მთელ ევროპაზე, სადაც სასოფლო მეურნეობებში საგაზაფხულო სამუშაოებია დაწყებული და საზღვრების დაკეტვის შემდეგ თითქმის შეუძლებელია სეზონური მუშების პოვნა მარწყვისა თუ სალათის მოსავლის ასაღებად.


”ამ ეტაპზე ეს ეხება ბოსტნეულის მწარმოებლებს, რომლებსაც სჭირდებათ მუშახელი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის როგორც ველზე, ასევე მეურნეობებში”, - განუცხადა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს სტოიან მარინკოვიჩმა, სერბეთის ფერმერთა ​ასოციაციის პრეზიდენტმა.


ადრე თუ გვიან, კორონავირუსული ინფექციის გადაცემა შემცირდება და მთავრობებიც შეამსუბუქებენ მოგზაურობისა თუ საცალო ვაჭრობის შეზღუდვებს და სასურსათო პროდუქტების მიწოდებაც ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება, ამბობენ ექსპერტები.


და, აი, იმ ეტაპზე, შესაძლოა, ადამიანი სხვაგვარი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს: რა უყოს კარადებსა თუ საყინულეებში მომარაგებულ პროდუქტს.


”თუ ახლა ადამიანები უფრო მეტ პროდუქტს ყიდულობენ, სულაც არ ნიშნავს, რომ მეტს იყენებენ - ისინი შავი დღისთვის იმარაგებენ. როდესაც ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, მომხმარებელს შინ ბევრი კონსერვი და ტუალეტის ქაღალდი შერჩება და აღარ მოუწევს მეტის ყიდვა”, ამბობს გოკერ აიდინი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის Carey Business School-ის ექსპერტი.


რადიო თავისუფლება 




გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

EMC - „ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ“

EMC - „ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ“
access_time2020-07-14 11:00:46
საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...


მსგავსი სიახლეები

up