როგორ იმოქმედა პანდემიამ TOP კომპანიებზე

როგორ იმოქმედა პანდემიამ TOP კომპანიებზე

access_time2021-12-25 13:00:01

COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და არაერთმა ცნობილმა კომპანიამ განიცადა ფინანსური ზარალი. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც პანდემიამ დადებითად იმოქმედა. 


Financial Times-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს,  TOP 5 ამერიკული კომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურებოდა:

  • Walmart
  • Exxon Mobil
  • Apple
  • Berkshire Hathaway
  • Amazon.com


2020 წელს კი რეიტინგი ასე შეიცვალა:

  • Walmart
  • Amazon
  • Exxon Mobil
  • Apple 
  • CVS Health


რაც შეეხება უახლეს მონაცემებს, 2021 წლის TOP 5 კომპანიის სიაში შედიან:

  • Walmart
  • Amazon
  • Apple
  • CVS Health
  • United Health Group


სამი წლის განმავლობაში პირველობა არ დათმო სავაჭრო ქსელმა Walmart-მა. 2020 წელი, რომელიც არაერთი კომპანიისათვის საბედისწერო აღმოჩნდა, Walmart-მა 21.3%-იანი ზრდით დაასრულა. რა თქმა უნდა, ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ როგორც სავაჭრო ქსელმა, ბევრი სხვა კომპანიისგან განსხვავებით, ყველაზე მკაცრი „ლოკდაუნის“ დროსაც კი შეძლო გაეგრძელებინა საქმიანობა. მეტიც, Walmart-მა დიდი ფინანსური სარგებელი მიიღო შეშინებული და დაბნეული ხალხისგან, რომელთაც მარტში მომავალი რამდენიმე თვის სამყოფი საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიმარაგეს. 2020 წლის აპრილში კომპანიას 235 000 ახალი თანამშრომლის დაქირავება დასჭირდა, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. 


ნავთობკომპანია Exxon Mobil, რომელიც 2019-20 წლებში რეიტინგის მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებდა, წელს ხუთეულში აღარ არის. აშშ-ის უდიდესმა ნავთობის მწარმოებელმა კომპანიამ 2020 წელს $22.4 მილიარდი დაკარგა და მისი შემოსავალი 30%-ით შემცირდა. ეს ფინანსური ზარალი Exxon Mobil-ისთვის პირველი იყო ათწლეულების განმავლობაში. პანდემიამ ასევე შეცვალა კომპანიის საინვესტიციო გეგმები, რითაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში $3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავდა (ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების მიმართულებით). 



მიუხედავად იმისა, რომ Apple-მა 2020 წელს მე-2 დან მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, 2021 წელს მე-3 ადგილზე ასრულებს. 2020 წლის იანვარ-მარტში კომპანიის შემოსავლები ზრდადი იყო, თუმცა, დაწესებულმა შეზღუდვებმა, რომლის გამოც იძულებული გახდა საწარმოები და მაღაზიები დაეკეტა, Apple-ის მოგებაზე გავლენა იქონია. წინა წელთან შედარებით, iPhone-ის გაყიდვები 7%-ით დაეცა, მთლიანად კომპანიის შემოსავალი კი 2%-ით შემცირდა და $11.2 მილიარდი შეადგინა. 


პანდემიამ დადებითი ეკონომიკური გავლენა იქონია კომპანია Amazon-ზე. თუ 2019 წელს რეიტინგში ის მე-5 ადგილს იკავებდა, მიმდინარე წელს მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. FDI-ის 2021 წლის იანვრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან Amazon-ის მოგება თითქმის 200%-ით გაიზარდა. მიზეზი მარტივია – როდესაც ყველაფერი დაიკეტა, ონლაინშოპინგი საჭირო ნივთების ყიდვის ერთადერთ გზად იქცა. 


სააფთიაქო ქსელი CVS Health 2019 წლის ხუთეულში არ გვხვდება, თუმცა, 2020 წელს მან მე-5 ადგილი დაიკავა, მიმდინარე წელს კი მე-4-ზე გადმოინაცვლა. გლობალური პანდემიის ფონზე არც ამ კომპანიასა და მის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდაა გასაკვირი. გარდა მედიკამენტებისა, CVS მომხმარებლებს სთავაზობს ჯანმრთელობის დაზღვევასა და ვაქცინაციას. მიუხედავად ამისა, ერთი თვის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში 900 მაღაზიას დახურავს, რაც  ქსელის დაახლოებით 10%-ია. მთავარი მიზეზი ის არის, რომ კომპანიის აზრით, მათი მომავალი ჯანდაცვის სფეროშია და სამომავლოდ CVS უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს ჯანმრთელობის დაზღვევაზე. ამის კიდევ ერთ მიზეზად სახელდება მომხმარებლის შეცვლილი ქცევა პანდემიის გამო. მათი დიდი ნაწილი აფთიაქში ვიზიტს ონლაინშეკვეთას ამჯობინებს.  


Berkshire Hathaway, რომელიც 2019 წელს მე-4 ადგილს იკავებდა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ხუთეულიდან გაქრა. კომპანიამ, რომელიც 1965 წლიდან მილიარდერი უორენ ბაფეტის მფლობელობაშია, 2020 წელს რეკორდული – $50 მილიარდის ოდენობის ზარალი განიცადაBerkshire Hathaway აერთიანებს და ფლობს ისეთი კომპანიების 100%-ს, როგორებიცაა DuracellDairy Queen და  სხვები. ასევე, მის საკუთრებაშია Coca Cola-ს, American Express-ის, Bank of America-ს, Apple-ის და სხვა კომპანიების წილები. 


2016 წელს Berkshire Hathaway-მ შეიძინა ავიაკომპანიების – United Airlines-ისDelta Airlines-ისSouthwest Airlines-ისა და American Airlines-ის წილები. ბაფეტის განცხადებით, 2020 წელს რეკორდული ზარალის მიზეზი სწორედ ამ ავიაკომპანიებში ინვესტირება გახდა, რადგანაც პანდემიამ ავიაციის სფეროს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. შესაბამისად, მილიარდერმა მათი დაუყოვნებლივ გაყიდვა გადაწყვიტა.  


businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up