როგორ „იდუღებს“ ქართული ეკონომიკა 2022 წელს

როგორ „იდუღებს“ ქართული ეკონომიკა 2022 წელს

access_time2022-01-04 10:00:18

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა მთელ მსოფლიოში... შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს ნიჰილისტური, დეპრესიული დამოკიდებულება შეცვალა, დაიწყო დოვლათის შექმნა, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. ტურისტების მძლავრი ნაკადებიც შემოვიდა საქართველოში - მთელი ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, რომ იტყვიან, სავსეა სასტუმროები - ეს ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს“, - თქვა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.



მთავრობის, ეროვნული ბანკიის და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებით ქართული ეკონომიკის ასეთი „დუღილი“ 2022 წელსაც არის მოსალოდნელი.



პარლამენტმა 2022 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია რამდენიმე დღის წინ უკვე დაამტკიცა. 2022 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის ზრდა 6,0%-ის დონეზე, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც პრემიერის განცხადებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს. 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, უახლოეს წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5,5%-ის დონეზე იქნება, ამასთან, ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებელი 2021 წელს 10%-ია.



მთავრობასთან შედარებით ეკონომიკური ზრდის უფრო პესიმისტური პროგნოზი აქვს ეროვნულ ბანკს. სებ-მა დეკემბერში მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოქვეყნა, რომელთა მიხედვითაც საშუალოვადიან პერიოდში შეიძლება საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს. ეკონომიკურ ზრდა საბაზისო სცენარის მიხედვით 2021 წელს 10% იქნება, 2022 წელს კი 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. პოზიტიური სცენარის მიხედვით, 2021 წელს ზრდა 10.5%, 2022 წელს 6%, 2023-ში კი 5% იქნება. პესიმისტური სცენარის მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე 2021 წელს ეკონომიკის 9.5%-იანი ზრდაა გათვალისწინებული, ხოლო 2022 წლის ეკონომიკური ზრდა 2%-ის დონეზეა ნავარაუდევი. 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საბაზისო სცენარში 2021 წლის ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. 2022 წლიდან ეკონომიკა გააგძელებს საშუალოდ 5.5 პროცენტიან ზრდას, 2022-2025 წლებში. ამ სცენარით 2025 წლისათვის ნულოვან სცენართან (პანდემიის არარსებობის შემთხვევაში) შედარებით ჩამორჩენა იქნება დაახლოებით 3.3 პროცენტი.




სებ-ის შეფასებით, ეკონომიკის გაჯანსაღება ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნის ხარჯზე ხდება, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დაგროვილი მოთხოვნის რეალიზაციას, ფისკალურ სტიმულსა და გაზრდილ დაკრედიტებას შეაქვს. ასევე უკეთესი დინამიკა შეინიშნება ექსპორტის მიმართულებით, თუმცა, საგარეო მოთხოვნა კვლავ შედარებით სუსტია, რაც საერთაშორისო ტურისტული ნაკადების მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენითაა განპირობებული.



„პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირებისა და ვაქცინაციის ტემპების ზრდის კვალდაკვალ მოსალოდნელია, რომ 2022 წლიდან საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად მოიმატებს. თუმცა, საერთაშორისო საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რაც აშშ-ში FED-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინებთანაა დაკავშირებული. შედეგად, ეკონომიკური ზრდის წამყვანი ფაქტორი შიდა მოთხოვნასთან ერთად ტურიზმის მოსალოდნელი აღდგენა იქნება. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესების კვალდაკვალ დასაქმებაც გაიზრდება, თუმცა უმუშევრობა შედარებით ნელი ტემპით შემცირდება, რაც მომსახურების სექტორში სხვა სექტორებთან შედარებით დაბალი გაჯანსაღების ტენდენციით არის განპირობებული,”- აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.



საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი პროგნოზირებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 7.7%-ით, ხოლო 2022 წელს 5.8%-ით გაიზრდება. ამ მაჩვენებლებით საქართველო ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკის აღდგენის მაჩვენებლებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას დაიკავებს. შესაბამისად, აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდელ მდგომარეობას სწორედ 2022 წლის ბოლოსათვის უნდა დაუბრუნდეს.



ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 5.5%-ით გაიზრდება. EBRD-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე დაადასტურა.



საქართველოს ეკონომიკურ მიმოხილვაში EBRD აღნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოში აღდგენის დინამიკა შეიმჩნევა, რაც მეტწილად ტურიზმის გააქტიურებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო ქვეყანაში მნიშვნელოვანი რისკები კვლავ ნარჩუნდება.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up