როგორ იცვლება უწყებების დაფინანსება 5.2%-იანი დეფიციციტის მქონე 2021 წლის ბიუჯეტით

როგორ იცვლება უწყებების დაფინანსება 5.2%-იანი დეფიციციტის მქონე 2021 წლის ბიუჯეტით

access_time2020-10-18 10:00:18

2020 წელს პანდემიის მიზეზით გამოცხადებული კარანტინის გამო, რასაც მწვავე ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა ბიუჯეტში გადასახდელების შემცირება და ვალის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მშპ-ს 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.


ბიუჯეტის დეფიციტი 3%-იან ზღვარს 2021 წელსაც გადასცდება და 5.2%-ს მიაღწევს. დამატებით 3.174 მლრდ ლარის ვალის აღების შედეგად სახელმწიფო ვალის მოცულობა 32 მლრდ ლარამდე იზრდება. რიცხვი განსაზღვრულია პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენის მომენტში არსებული  ლარი-დოლარის ოფიციალური კურსით 3.29 რომელიც დეკემბერში დამტკიცების მომენტში არსებული კურსით ჩანაცვლდება. ვალის მოცულობა მშპ-ს 55%-ს გადააჭარბებს. ლარის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო ვალი კანონით დადგენილ 60%-იან ზღვარს გადააჭარბებს.


ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებში პირველი ადგილი ისევ სოციალურმა პროექტებმა დაიკავა, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვამ, პენსიებმა, სოციალურმა დახმარებებმა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ. პრიორიტეტებს შორის მოხვდა ასევე თავდაცვიუნარიანობის, ინფრასტრუქტურისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება.


სახელმწიფო 2021 წელს საშემოსავლო გადასახადის სახით ფიზიკური პირებიდან 3.6 მლრდ ლარს ელის. საწარმოებიდან მოგების გადასახადს 935 მლნ ლარს, 4.347 და 1.532 მლრდ-მდე იზრდება შესაბამისად დღგ და აქციზის გადასახადი. მათ ფონზე იმპორტის გადასახადი კვლავ მოკრძალებული თანხით - 78 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც იმათაა გამოწვეული რომ საქართველოს ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს გაფორმებული. პრაქტიკულად იგივე მექანიზმი მოქმედებს თურქეთთან და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან.


ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 2020 წლის კლების შემდეგ ყველა ტიპის გადასახადისგან მეტი შემოსავლის მიღებაა დაგეგმილი.


პროექტის თანახმად, 2021 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობას დაფინანსება ეზრდება. პარლამეტის ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა 4 მლნ-ით 64.7 მლნ ლარამდე იზრდება, 6.25 და 15.5 მლნ ლარზე ნარჩუნდება შესაბამისად პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება. 0.5 მლნ-ით 12.5 მლნ-მდე ეზრდება დაფინასება უზენაეს სასამართლოს, საერთო სასამართლოებს კი 8.6 მლნ-ით 85 მლნ-მდე. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ის უცვლელად 4.25 მლნ ლარზე ნარჩუნდება.უმნიშვნელოდ 1 მლნ-ით 137.5 მლნ-მდე იზრდება სუს-ის დაფინანსება.



მკვეთრად - 466 მლნ ლარით, 356 მლნ ლარამდე მცირდება ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება, რაც ძირითადად მეწარმეობის განვითარეფინსთვის გამოყოფილი თანხების შემცირებითაა გამოწვეული. აღნიშნულ მიმართულებაზე 2020 წელს 477 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, 2021 წელს კი 72 მლნ.


ეკონომიკის სამინისტროსგან განსხვავებით 600 მლნ ლარით იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი. ყველაზე მეტად - 234 მლნ ლარით, 853 მლნ-მდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დაფინანსება იზრდება, მას 75 მლნ ლარიანი ზრდით წყალმომარაგების სისტემის დაფინანსებაზე გამოყოფილი სახსრების მოსდევს, რომელზეც 2021 წელს 281 მლნ დაიხარჯება. 23 მლნ-ით 165 მლნ ლარამდე იზრდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ბიუჯეტიც.


95 მლნ-ით 900 მლნ ლარამდე იზრდება თავდაცვის, ხოლო 30 მლნ-ით 790 მლნ ლარამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 60 მლნ-ით 415 მლნ ლარამდე მცირდება.


ზუსტად 200 მლნ ლარით 1.738 მლრდ ლარამდე იზრდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასება, საიდანაც 100 მლნ-იანი ზრდა სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე მოდის. მასზე მომავალ წელს 1 მლრდ ლარი დაიხარჯება. ამ თანხის 88% - 880 მლნ ლარი ზოგად განათლებას მოხმარდება.  მკვეთრად 41 მლნ-ით 127 მლნ-მდე იზრდება მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი სახსრებიც.


4.852 მლრდ ლარიანი ბიუჯეტით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველაზე მაღალანაზღაურებად უწყებად რჩება, თუმცა უნდა აღინისნოს რომ მას დაფინანსება 663 მლნ-ით შეუმცირდა. 260 მლნ ლარით მცირდება ჯანდაცვის ხარჯები, 243 მლნ-ით სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარჯები. ამავე დროს საპენსიო ხარჯი 370 მლ ლარით 2.6 მლრ ლარამდე იზრდება. რაც გამოწვეულია როგორც პენსიის 20 ლარით ზრდის, ასევე პენსიონერთა საერთო რაოდენობის ზრდით.


რაც შეეხება სხვა უწყებებს უმნიშვნელოდ 0.1 მლნ-ით 41.4 მლნ-მდე იზრდება პროკურატურის დაფინანსება, 13.5 მლნ-ზე ნარჩუნდება დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტი. 1.5 მლნ ლარით 8.5 მლნ-მდე ეზრდება დაფინანსება სახალხო დამცველის აპარატს. 1.3 მლნ ლარიანი ზრდის შემდეგ 70 მლნ ლარი ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი. კვლავ 25 მლნ ლარია გათვალისწინებული საპატრიარქოსთვის.


ბიუჯეტის 30 სექტემბრამდე წარდგენას ფინანსთა სამინისტროს კანონი ავალდებულებდა. იმავე კანონით პარლამენტმა ბიუჯეტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს. თავდაპირველი ვარიანტი ყოველთვის იცვლება ხოლმე, როგორც წესი სტრუქტურა უცვლელი რჩება და იზრდება მხოლოდ ცალკეული უწყებების დაფინანსება. გამონაკლისს 2012 წელი წარმოადგენდა, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ბიუჯეტი რადიკალურად წელსაც შეიცვლება, ოღონდ 2012 წლისგან განსხვავებით, როდესაც ერთი მმართველი პარტია მეორემ ჩაანაცვლა, წელს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების ალბათობა საკმაოდ მაღალია რა დროსაც გადაწყვეტილების მიღება და კონსესუსის მიღწევა გართულებული და დროში გაწელილია.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up