როგორ ჰყიდის ყოფილი ბანკირი სახელმწიფოს პრეპარატს მილიარდებად და როგორ მუშაობს COVID-19-ის ვაქცინაზე

როგორ ჰყიდის ყოფილი ბანკირი სახელმწიფოს პრეპარატს მილიარდებად და როგორ მუშაობს COVID-19-ის ვაქცინაზე

access_time2020-09-09 20:00:52

დიმიტრი მოროზოვმა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია „ბიოკადი“ დააფუძნა, სახელმწიფო შესყიდვების ლიდერ კომპანიად აქცია და ახლა ფულის შოვნას COVID-19-ის მკურნალობით აპირებს.


კომპანია „ბიოკადის“ დამფუძნებლის დიმიტრი მოროზოვის კორონავირუსული ისტორია 2020 წლის იანვარში ჯანდაცვის მინისტრის მიხაილ მურაშკოს ზარით დაიწყო. იმ დროს უხანში უკვე ათასობით დაინფიცირებული იყო, ხოლო მსოფლიოში ჩინეთიდან ჩასულ პირებზე პირველი შეზღუდვები წესდებოდა. მინისტრს COVID-19-ის მკურნალობისა და პრეპარატების შესახებ  მოროზოვთან კონსულტაცია სურდა და აინტერესებდა ახალი კორონავირუსის დამბლოკავი ანტისხეულის შექმნა თუ შეეძლო.


„საკითხის შესწავლისთვის ნახევარი დღე დაგვჭირდა, რის შემდეგაც დავურეკე მინისტრს და ვუთხარი, რომ შეგვეძლო ანტისხეულის შექმნა, თუმცა უმჯობესი იყო დავხმარებოდით კოლეგებს რათა უფრო მალე შეგვექმნა ვაქცინა“, - აცხადებს მოროზოვი.


ამჟამად „ბიოკადი“ კორონავირუსის სამ ვაქცინაზე მუშაობს.


რუსეთში ვირუსი ოფიციალურად მარტის დასაწყისში დადასტურდა. მაშინ, ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური პრეპარატი ყველასთვის ცნობილი მალარიის საწინააღმდეგო ჰიდროქსიქლოროქინი იყო. რუსეთში მას მხოლოდ კომპანია „ბიოკომი“ წელიწადში 4 000 შეფუთვას უშვებდა. საჭირო იყო უფრო მეტი.


2020 წლის აპრილში დიმიტრი მოროზოვი ჩინურ კომპანიას  Shanghai Pharmaceuticals Holding-ს თხოვნით დაუკავშირდა. პარტნიორები რუსეთში 68 600 ჰიდროქსიქლოროქინის შეფუთვის უფასოდ ჩატანაში დაეხმარნენ. 16 აპრილს კი რუსეთის პრემიერ მიინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალო დაწესებულებებისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მედიკამენტების გადაცემა ბრძანა.



მას შემდეგ რაც ხსენებული პრეპარატი უკუჩვენებების მიზეზით ამერიკაში აკრძალეს, ივლისის ბოლოს კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლიდან ჰიდროქსიქლოროქინი რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმაც ამოიღო.


„ახლა უკვე საკმარისი ცოდნა დავაგროვეთ თუ როგორ ვებრძოლოთ ვირუსს, რამდენად საშიშია და როგორ მოქმედებს. ყველაზე რთულია, როცა ინფორმაციის დეფიციტის ფონზე მუშაობ“, - აცხადებს მოროზოვი.


ამჟამად მოროზოვი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, სადაც მისი მოწინავე საწარმოა განთავსებული. იგი  27 560 კვ.მ-ს იკავებს და როგორც მზა პრეპარატის, ასევე 1 500 კგ. მონოკლონური ანტისხეულის სუბსტანციის გამოშვება შეუძლია.


მისი პირველი ფარმაცევტული კომპანიის აშენება დიმიტრი მოროზოვმა 2001წელს დაიწყო, რომელშიც 8 მლნ აშშ. დოლარის ინვესტიცია განახორციელა.


ამჟამად მისი მოწინავე საწარმო სანკტ-პეტერბურგში, 27 560 კვ.მ-ზეა განთავსებული და როგორც მზა პრეპარატის, ასევე 1 500 კგ. მონოკლონური ანტისხეულის სუბსტანციის გამოშვება შეუძლია.


მოროზოვის ახალი გამოწვევა -  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაა. 2020 წლის აპრილში „ბიოკადმა“ ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრ „ვექტორთან“ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. „ბიოკადი“ „ვექტორის“ ინდუსტრიული პარტნიორი გახდა, რომელიც  COVID-19-ის გამოსავლენი ტესტირების სისტემით არის ცნობილი. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „ბიოკადი“ ვაქცინის პრეკლინიკური და კლინიკური კვლევების ჩატარების, პრეპარატის შექმნის ტექნოლოგიისა და გამოშვების, ასევე მის მასობრივ წარმოებაში ჩაშვების ხარჯებისა და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება ევალება.


„ჩვენ ვადა ნოემბრის ბოლოს, დეკემრის შუა რიცხვებამდე გვაქვს. თუ ვაქცინა საჭირო გამოკვლევებს ვერ გაივლის, ყველაფერი სამწუხარო შედეგით დასრულდება. აქ სიჩქარე კარგი  არაა. 1-2 წელი მაინც უნდა ყველა გამოკვლევის ჩატარებას. თუმცა ბიუჯეტი საკმაოდ კარგი გვაქვს - 1 მლრდ. აშშ. დოლარის ოდენობით, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე ვაქცინის დამუშავება არც ისეთი ძვირი ღირს.“ - აღნიშნავს ქალაქ მოსკოვის თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელი, სამედიცინო დოქტორი პაველ ვორობევი.

 

forbes.ru


ანი ცარციძე

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up