როგორ გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა საგანგებო მდგომარეობის დროს

როგორ გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა საგანგებო მდგომარეობის დროს

access_time2020-03-26 17:30:08

COVID-19 ვირუსის პანდემიის რეალობაში, საქართველოს მთავრობამ, 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა, რომლის ფარგლებშიც შეიზღუდა სატრანსპორტო მიმოსვლა, ეკონომიკური საქმიანობა, შეკრება, მანიფესტაცია, თავშეყრა, სასწავლო დაწესებულებებში შეჩერდა სწავლის პროცესი და მრავალი სხვა. აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხო სამშენებლო სფეროს, ქვეყნის მასშტაბით არ ჩერდება ინფრასტუქტურის განვითარება.


გადავწყვიტეთ გაგვერკვია, როგორ აგრძელებენ მუშაობას სამშენებლო კომპანიები და რამდენიმე ობიექტს ვესტუმრეთ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სათაო ოფისი, უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, საჯარო რეესტრი - ეს იმ ობიექტთაგან რამდენიმეა, რომელთა მშენებლობა/რესტავრაციას სამშენებლო კომპანია „დაგი“ აქტიურად განაგრძობს. ასევე აქტიურ ფაზაშია პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოები მარნეულში, რომელიც, მოგეხსენებათ, მკაცრი საკარანტინო ზონაა, თუმცა, აქაც სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მკაცრი პროტოკოლის გათვალისწინებით მიმდინარეობს.




როგორც აღმოჩნდა, კომპანია სრულად ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, COVID-19 პანდემიის პირობებში უსაფრთხოების შესახებ. ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები ობიექტებზე. ზრუნვა საკუთარი თანამშრომლების უსაფრთოხებაზე აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ობიექტი აღჭურვილია ხელის სადეზინფექციო სითხეებით, საინფორმაციო ბროშურებითა და სამედიცინო ნიღბებით. გაიცა ასევე მკაცრი რეკომენდაციები მუშაობის პროცესში დისტანცირების შესახებ. გარდა ამისა, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, ყოველდღიურად მოწმდებიან თანამშრომლები მაღალ ტემპერატურაზე. ამ გზით, სამშენებლო კომპანია „დაგი“ ზრუნავს როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და მთელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.





კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ თანამშრომლებზე ზრუნვით არ შემოიფარგლება, StopGov.ge-ს მონაცემებით, კორონა ვირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ფონდში მათ მიერ გადარიცხული თანხა 30 000 ლარს შეადგენს.


შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 21 აპრილამდე გაგრძელდება. ამ ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით მშენებლობა, რომ სწრაფად მოხდეს ეკონომიკის გაძლიერება და პანდემიისგან მიყენებული ზარალის მინიმალიზება.


კომპანიის შესახებ:


შპს “დაგი” 2003 წელს დაარსდა და ამ დრომდე, ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების ავტორია, როგორებიცაა ამბროლაურის აეროპორტი, განახლებული აღმაშენებელის გამზირი, ვანის მუზეუმი, მესტიის თეატრის რეაბილიტაცია და მრავალი სხვა. კომპანიას ეკუთვნის ასევე რეაბილიტირებული „დედაენის ბაღისა“ და ბათუმის მეგასკოლის პროექტებიც.




თეგები:
დაგი COVID-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up