ავიაბილეთების ფასები 2006 – 2007 წლების ნიშნულზე - რა მოხდება 2021 წელს?

ავიაბილეთების ფასები 2006 – 2007 წლების ნიშნულზე - რა მოხდება 2021 წელს?

access_time2020-07-22 14:00:22

 „ვხედავთ, რომ მთავრობა გვპირდება, მაგრამ მაინც არ ხსნის საზღვრებს; უარს ეუბნება ავიაკომპანიებს მოთხოვნილ სიხშირეებზე; სელექციურად ნიშნავს რაღაც ფრენებს რომელთა მგზავრთნაკადი ემიგრანტების სეზონურად დაბრუნებასაც არ ყოფნის“, ამის შესახებ „ჰელისკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ვატო ასათაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ტურიზმის ექსპერტს ცის გახსნასთან და ზოგადად ავიაციის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე ბევრი კითხვაა და იმედი აქვს, რომ პასუხებს მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიისგან მაინც მიიღებს.

 

“ერთი კითხვა მაქვს ავიაციის სპეციალისტებთან:

როგორ გგონიათ 2021 წელს საერთაშორისო ფრენების საშუალო ფასები ევროპის ძირითად მიმართულებებზე რა იქნება?

 

მე ამ შემთხვევაში ტურიზმის პრობლემაზე არ ვლაპარაკობ, საშუალო სტატისტიკური ქართველის მგზავრობის ხარჯები მინდა დავთვალო.

როგორც გვახსოვს, წლების წინ სამოგზაუროდ წასასვლელად ევროპულ მიმართულებებზე ფრენის ღირებულება 1 ადამიანზე ორი გზა დაახლოებით 500-700$ გვიჯდებოდა.

ვბრაზობდით და ნერვები გვეშლებოდა, აღმოსავლეთ ევროპელი მეზობლები 30-50 ევროდ დაფრინავენ, ჩვენ კი ასე ვიწეწებით. ვბრაზობდით Georgian Airways-ზე, Turkish Airlines-ზე, Lufthansa-ზე და ყველას კარტელურ გარიგებებში ვადანაშაულებდით.

 

გავიდა დრო, მგზავრთნკადი გაიზარდა, ამუშავდა ბათუმის აეროპორტი, აშენდა ქუთაისი, შემოვიდნენ “ლოუ ქოსტები” და ნელა-ნელა 30 ევროიანი ბილეთებიც გამოჩნდა ონლაინ.

 

2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის საქართველოდან სამოგზაუროდ ნაყიდი ბილეთის ფასი საშუალოდ 250-300$ ის ფარგლებში მერყეობდა (აქ გასათვალისწინებელია საკვანძო ფრენების კომბინაციები, პიკური სეზონები, აეროპორტების არჩევანი და ა.შ.). მოკლედ თუ თადარიგს ადრე დავიჭერდით შეიძლებოდა 50$-დან გვეფრინა დასასვენებლად ევროპული მიმართულებით.


 

მერე მოვიდა კოვიდი!

 

რა მოხდება 2021 წელში?

ვხედავთ, რომ მთავრობა გვპირდება, მაგრამ მაინც არ ხსნის საზღვრებს; უარს ეუბნება ავიაკომპანიებს მოთხოვნილ სიხშირეებზე; სელექციურად ნიშნავს რაღაც ფრენებს რომელთა მგზავრთნაკადი ემიგრანტების სეზონურად დაბრუნებასაც არ ყოფნის; ფასები (სუფსიდირებული რეისების გარდა) ძალიან ძვირია, დაახლოებით 2006 – 2007 წლების ნიშნულზე მივიდა.

 

ტურიზმზე ისევ არ ვსაუბრობ.

 

გავიგეთ, რომ არჩევნებამდე მთავრობის ეს პოლიტიკა არ შეიცვლება. ახლა, როგორც არ უნდა ჩაიაროს არჩევნებმა, პირველი ტურით თუ მეორე ტურით, გაყალბებით თუ დესტაბილიზაციით, 2021 წელი ხომ მაინც მოვა?!

 

როგორ გგონიათ მგზავთნაკადი უცებ ძველ ნიშნულზე ავა და ფასებიც 2018-2019 წლის ანალოგი გახდება?

 

თუ მინიმუმ 2023-2024 წლამდე მოგვიწევს 10 წლის წინანდელი ფასებით ფრენა?

 

ვინმემ კითხეთ თურნავას, როგორც ჩანს ჯიგრებს მთავრობის ხელმძღვნელობის სურვილი ისევ აქვთ და რა სტრატეგიული გათვლას აკეთებენ, რამეს მაინც არ დაგვპირდებიან, მაგალითად ყველას უფასო ბილეთი, ან ყველა 2021 წელს დაბადებულს ბიძინა მონათლავს, ან რამე კიდე უფრო კრეატიული.

 

ველოდები საარჩევნო კამპანიას და ახალ დაპირებებს”, წერს ვატო ასათაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up