როგორ გეგმავს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის შექმნას ინვესტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი

როგორ გეგმავს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის შექმნას ინვესტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი

access_time2020-02-25 10:45:02

2019 წლის დეკემბერში ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე მარიამ მეღვინეთუხუცესი ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა შეცვალა.


ინვესტორთა საბჭო - კერძო სექტორსა და საქართველოს მთავრობას შორის დიალოგის წარმართვის, ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შეიქმნა. საბჭო აერთიანებს მთავრობის, საჯარო სააგენტოების, ბიზნეს ასოციაციების, ბიზნეს ომბუდსმენისა და საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლებს.


რა ძირითადი მიმართულებებით გეგმავს ინვესტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნას და კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება გამახვილებული მისი მხრიდან ყურადღება, ამ თემებზე გიორგი ჩერქეზიშვილმა  „კომერსანტთან“ ისაუბრა.


„საბჭოს საქმიანობა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად. საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს ინვესტორთა საბჭოს სამდივნო, რომელიც წევრების მიერ წამოჭრილ და ასევე მთავრობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე დაყრდნობით და მათთან მჭიდრო ჩართულობით ამუშავებს ამა თუ იმ საკითხს და შემდგომ განსახილველად წარადგენს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე“, - განმარტა გიორგი ჩერქეზიშვილმა.


ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა ბოლო სხდომაზეც ისაუბრა და ის ორი კანონპროექტი გამოყო, რომელთა შემუშავებაშიც საბჭო აქტიურად იყო ჩართული და სულ მალე განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.



„ბოლო, რიგით მე-11 ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 2020 წლის 3 თებერვალს გაიმართა, ჩვენ წარვადგინეთ 2020-2021 წლების სამუშაო გეგმა, სადაც ჩვენ წევრ ბიზნეს ასოციაციებთან ერთად განვსაზღვრეთ ის პრიორიტეტები, რომლებზეც უახლოეს პერიოდში ვიმუშავებთ. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროცესში ახალი საკითხები დაემატოს.


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორთა საბჭო და მისი სამდივნო აქტიურად მუშაობდნენ მთელ რიგ საკითხებზე და ბოლო ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობა პარლამენტს გადაუგზავნიდა 2 კანონპროექტს, რომლებშიც საბჭო აქტიურად იყო ჩართული. ესაა კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ და კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, რომელიც ჩაანაცვლებს მოქმედ კანონს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.


სამოქმედო გეგმებზე საუბრისას გიორგი ჩერქეზიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავება; შრომის კოდექსზე და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე მუშაობა; ტურიზმის ხელშეწყობა და სხვა.


„კაპიტალის ბაზრების განვითარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავების კუთხით საბჭო აქტიურად გააგრძელებს კომუნიკაციას ყველა ჩართულ მხარესთან. ასევე, ინვესტორთა საბჭო ჩართულია შრომის კოდექსზე და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე მუშაობის პროცესში. ამ კანონებში მიმდინარე ცვლილებები ემსახურება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ამ პროცესში საბჭოს მიზანია კანონმდებლობაში შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ბიზნესის და ინვესტორების ხელშეწყობა რათა მოხდეს მეტი ინვესტიციის მოზიდვა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.


ინვესტორთა საბჭო გააგრძელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერას და  შეხვედრებს სამუშაო ჯგუფის ფორმატში რათა რეგულარულად მიაწოდოს ტურიზმის ადმინისტრაციას რეკონედაციები ბიუჯეტთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით. 2019  წლის დასაწყისიდან ინვესტორთა საბჭოში მოქმედებს ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი, რომელიც პირველ რიგში ემსახურება კერძო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის დიალოგს და აქტიურად იქნება ჩართული მიმდინარე რეფორმების პროცესში, რომელიც ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით ხორციელდება“, - ამბობს გიორგი ჩერქეზიშვილი.


მისივე თქმით, 2020 წლის იანვრიდან სავალდებულო გახდა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივების რეგულირების ზეგავლის შეფასება, რასთან დაკავშირებითაც ინვესტორთა საბჭო, სხვა პარტნიორებთან ერთად, მხარს დაუჭერს პლატფორმის შექმნას სადაც მოხდება მთავრობის მიერ შემუშავებული იმ RIA დოკუმენტების თვისობრივი და რაოდენობრივი შეფასება რომლებიც საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ეხება.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up