როგორ გავზარდოთ დასაქმებულის ერთგულება კომპანიის მიმართ

როგორ გავზარდოთ დასაქმებულის ერთგულება კომპანიის მიმართ

access_time2021-12-11 18:30:40

დასაქმების სფეროს ექსპერტები სამუშაო ბაზარზე დიდ ცვლილებებს აანონსებენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, დასაქმებულ ამერიკელთა 55% მომავალი ერთი წლის განმავლობაში ახალი სამსახურის ძიებას გეგმავს. შესაბამისად, დამსაქმებლები განსაკუთრებულად უნდა გააქტიურდნენ, რათა მინიმალური დანაკარგებით გადაიტანონ პერიოდი, რომელსაც ექსპერტებმა უკვე შეარქვეს „დიდი გადადგომა“ (The Great Resignation). ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი რესურსი უნდა გაიღონ თანამშრომელთა ერთგულების მოსაპოვებლად.

Harvard Business Review-ს მიხედვით, ამისთვის მენეჯერებს აქვთ სამი ძირითადი გზა:

  • დაეხმარონ თანამშრომლებს თავიანთი ინტერესებისა და სამუშაოს ერთმანეთთან დაკავშირებაში.
  • გახადონ სამუშაო ნაკლებად სტრესული და მეტად სასიამოვნო.
  • წაახალისონ თანამშრომლები როგორც ფინანსურად, ასევე დასვენების დღეებით.

თუმცა, HBR-ის კვლევის მიხედვით, რომელშიც 302 მენეჯერი მონაწილეობდა, დამსაქმებლებმა ხშირად არ იციან, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამშრომელთა ჩართულობისთვის. უმეტეს შემთხვევაში, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხები ერთმანეთს არ ემთხვევა. 

აკადემიური ლიტერატურის მიხედვით, თანამშრომელთა ჩართულობა ოთხ ელემენტს მოიცავს:

  • თანამშრომელი თავს გრძნობს ორგანიზაციის ერთგულად
  • თანამშრომელი იდენტიფიცირდება ორგანიზაციასთან
  • თანამშრომელი კმაყოფილია სამსახურით
  • თანამშრომელი სამსახურში თავს მოტივირებულად გრძნობს

თითქმის ნახევარი საუკუნეა, მკვლევრები თანამშრომელთა ჩართულობის საკითხებზე მუშაობენ. მაგალითად, მხოლოდ 2020 წელს, ამ თემაზე 1 500 აკადემიური ნაშრომი გამოქვეყნდა. თუმცა, მთავარი მათი პრაქტიკაში გამოყენებაა. ამის უზრუნველსაყოფად საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა:

  • თანამშრომელთა საქმიანობის დაკავშირება მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებთან

ამის ერთ-ერთი გზა ორგანიზაციის მისიის განახლება და ადაპტირებაა. კვლევების მიხედვით, თანამშრომლები უპირატესობას ანიჭებენ ორგანიზაციებს, რომლებიც მიზნად ისახავენ სოციალურ ცვლილებებს და აცნობიერებენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ეს ყველაფერი მათ, შესაძლოა, ფინანსურ ბენეფიტებსაც კი ამჯობინონ. ამასთანავე, აუცილებელია თანამშრომელი ხვდებოდეს, თუ როგორ ეხმარება მისი ყოველდღიური საქმიანობა ორგანიზაციას დიდი მიზნების მიღწევაში. 

  • სამუშაო უნდა იყოს ნაკლებად სტრესული და მეტად სასიამოვნო

იმისათვის, რომ თანამშრომლისთვის მუშაობა სასიამოვნო პროცესი იყოს, საჭიროა მეტი მოქნილობა. დასაქმებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეასრულოს სხვადასხვა ტიპის დავალება და იპოვოს მისთვის ყველაზე საინტერესო. ამის ერთ-ერთი გზა ისაა, რომ თანამშრომელმა მოკლე პერიოდის განმავლობაში თავი რამდენიმე სხვადასხვა პოზიციაზე  გამოცადოს და შეარჩიოს მისთვის საუკეთესო. ცნობილია, რომ თანამშრომლებს  პოზიციებზე მსგავსი პროგრამით ანაწილებს კომპანია Heineken

თანამშრომლისთვის სამუშაო უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, მნიშვნელოვანია მისთვის თავისუფლების მინიჭებაა. ამ პრინციპით წარმატებით ოპერირებს კომპანია Netflix. მისი შიდა ორგანიზაციული კულტურის დოკუმენტი თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები ისეთი საკითხების შესახებ, რაც ძირითად, მკაცრად რეგულირდება დამსაქმებლების მიერ. 


ამასთანავე, სასიამოვნო სამუშაო პროცესისთვის აუცილებელია თანამშრომლები თავდაჯერებულები იყვნენ. ამის უზრუნველსაყოფად საინტერესო სტრატეგია აქვს კომპანია Google-ს. სანამ ახალი თანამშრომელი სამსახურში პირველად გამოცხადდება, მენეჯერებს ეგზავნებათ მეილი იმის შესახსენებლად, რომ ახალ თანამშრომლებს მოუძებნონ მენტორები, რათა სწრაფად მოხდეს მათი ინტეგრაცია. Google-ის მონაცემებით, იმ მენეჯერთა გუნდებში, რომლებიც ახალი თანამშრომლებისთვის მენტორების პროგრამას იყენებდნენ, ინტეგრაცია უფრო სწრაფად ხდებოდა და გუნდის წევრები 25%-ით უფრო ეფექტიანად მუშაობდნენ. 

  • თავისუფალი დროის მიცემა

ბოლო 30 წლის განმავლობაში სამუშაო საათები სულ უფრო და უფრო იზრდება. პანდემიის პერიოდში, ერთი სამუშაო დღის ხანგრძლივობა საშუალოდ 48.5 წუთით გაიზარდა. თავისუფალი დროის უქონლობის პრობლემა ბევრი დასაქმებული ადამიანისთვის ყველაზე მთავარ უსიამოვნებად იქცა, განსაკუთრებით კი, ქალებისთვის. შესაბამისად, ფინანსურ ბონუსებთან ერთად, აუცილებელია ორგანიზაციებმა იზრუნონ მათი თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე და გაზარდონ ანაზღაურებადი სამუშაო დღეების რაოდენობა. მაგალითად, კომპანია Bumble-მა საკუთარ თანამშრომლებს დამატებით ერთკვირიანი ანაზღაურებადი შვებულება მისცა. 

ამასთანავე, ორგანიზაციებს შეუძლიათ, დროის დაზოგვის მიზნით, საკუთარ თანამშრომლებს სხვადასხვა სერვისი შესთავაზონ. მაგალითად, ითანამშრომლონ კომპანიებთან, რომელიც მათ ჯანსაღი საკვებით მოამარაგებს ან დასუფთავების საკითხს მოუგვარებს. იმისათვის, რომ დასაქმებულები არასამუშაო საათებში არ შეწუხდნენ, კარგი სტრატეგია აქვს კომპანია Volkswagen-ს – სამუშაო დღის დასრულებამდე 30 წუთით ადრე თანამშრომლები ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებს თიშავენ და სამუშაო დღის დაწყებამდე 30 წუთით ადრე რთავენ.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up