როგორ გავხდე ინფლუენსერი, ინფლუენსერ მარკეტინგი  დღეს – influencer.ge

როგორ გავხდე ინფლუენსერი, ინფლუენსერ მარკეტინგი დღეს – influencer.ge

access_time2020-05-27 15:43:10

დღევანდელ ტექნოლოგიურ ერაში, როცა სოციალური მედია სულ უფრო და უფრო ვითარდება და კომუნიკაციის უახლეს ტენდენციებს შორის მსოფლიო ლიდერის როლს იკავებს, მისი სწორად გამოყენება კომპანიებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.


სოციალური მედიის საშუალებით მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესში, ბიზნესისთვის  არა მხოლოდ მათთან ინფორმაციის დროული მიტანაა მნიშვნელოვანი, არამედ უკუკავშირი და მათი ლოიალობის მოპოვებაც გადამწყვეტი გახდა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მსოფლიოში ბიზნესისთვის სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ინფლუენსერ მარკეტინგის როლი. ამ მხრივ, გარკვეული ტენდენციები ქართულ ბაზარზეც გამოიკვეთა.


ინფლუენსერ მარკეტინგის ქართული ბაზრის კვლევა:


2020 წელს წამყვანი ინფლუენსერ მარკეტინგის სააგენტო influencer.ge–ს ჩატარებული კვლევების მიხედვით: ინფლუენსერ მარკეტინგის წამყვანი ხელსაწყო სოციალური ქსელი- ფეისბუქი და ინსტაგრამია. კომპანიები ინფლუენსერებს ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის მიმართავენ, მარკეტერებისა და კომუნიკატორების 44 % გამოუყენებია ინფლუენსერ მარკეტინგი და მიღებული შედეგებით კმაყოფილია, ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ გამოუყენებია, ინფლუენსერ მარკეტინგის სერვისით სარგებლობას მომავალში გეგმავს.


სოციალური ქსელები და მსოფლიო ტენდენციები:


სოციალურ ქსელებში  ჩართული ადამიანების საგრძნობ მატებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გახდა, გავლენიანი ადამიანების რჩევის და რეკომენდაციის გზით, პროდუქტების ან მომსახურების სოციალური ქსელის მომხმარებლებში პოპულარიზაცია, მათი ცნობადობის შექმნა და გაყიდვების სტიმულირება.


მსოფლიოს მოსახლეობის 45% სხვადასხვა სოციალურ ქსელში არის ჩართული, რაც სამ მილიარდზე მეტ აქტიურ მომხმარებლებს მოიცავს. ყველაზე აქტიური მომხმარებლები სოციალურ ქსელ ფეისბუქს, იუთუბს და ინსტაგრამს ჰყავს, ხოლო  ბოლო დროს ყველაზე მზარდი სოციალური ქსელი ტიკ-ტოკია.


წამყვანი ტენდენცია ინფლუენსერ მარკეტინგი:



ბოლო პერიოდში მსოფლიოში წამყვანი მარკეტინგისა და კომუნიკაციის ექსპერტები მთავარ ტენდენციაზე – ინფლუენსერებზე და ინფლუენსერ მარკეტინგზე საუბრობენ. მარკეტერების და კომუნიკატორების 78% აქტიურად იყენებს ინფლუენსერ მარკეტინგს, ხოლო მათი 73%  მას ბრენდისთვის შედეგიან და მნიშვნელოვან მეთოდად ასახელებს.


კვლევების მიხედვით, სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანების 74% პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით იღებს და შეძენასაც იქვე ახდენს.


ინფლუენსერ მარკეტინგი:


ინფლუენსერ მარკეტინგი არის ბრენდების და გავლენიანი ადამინების ღირებულებითი საერთო კავშირების მოძებნა და თანხვედრის მიღწევა, რომლის მიზანი ინფლუენსერის სოციალურ ქსელში შექმნილი აუდიტორიისთვის ბრენდის გზავნილის მიტანა და უკუკავშირის მიღებაა.


ვინ არის ინფლუენსერი:


ინფლუენსერები სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანები არიან, ისინი აქტიურად ქმნიან საინტერესო და განსხვავებულ კონტენტს და ჰყავთ მნიშვნელოვანი მიმდევრები, რომელთათვისაც ინფლუენსერის აზრი და რჩევა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ახდენენ იდეების, პროდუქტების და მომსახურების თავიანთი არხის მეშვეობით გავრცელებას. ინფლუენსერები მიმდევრებში გამოირჩევიან ცოდნით, კომპეტენციითა და ნდობის მაღალი ხარისხით.


ინფლუენსერი აქტიურად იყენებს ახალი მედიის და სოციალური ქსელების პლატფორმებს ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად, დემონსტრირებას უკეთებს მისი ცხოვრების სტილს, ქმნის ვიზუალურ და ტექსტუალურ კონტენტს და უწევს ბრენდებს პოპულარიზაციას.


ინფლუენსერებს უნდა ჰქონდეთ სამი ძირითადი ფაქტორის კომბინაციის უნარი: ბრენდის კარგად ცოდნა და მიწოდება, სანდოობა  და გაყიდვის უნარ-ჩვევები. რაც უფრო მაღალია ეს ფაქტორები, მით უფრო მაღალია ამ პიროვნების ზეგავლენის პოტენციალი.

 

რჩევები, როგორ გავხდე ინფლუენსერი:


  1. გააანალიზე  სოციალურ ქსელებში მიმდინარე ტენდენციები, იფიქრე რამდენად საინტერესო პიროვნება ხარ,  რამდენად საინტერესოა შენი ცხოვრების სტილი და ხედვა სოციალურ ქსელში ჩართული ადამიანებისთვის/მიმდევრებისთვის;
  2. განსაზღვრე, რა იქნება შენი მთავარი ნიშა, რითი ხარ დაინტერესებული და რა გაძლევს ცხოვრებაში მოტივაციას;
  3. გაზარდე სოციალური ქსელების აუდიტორია, მათი ჩართულობის ხარისხი საინტერესო და მრავალფეროვანი კონტენტის შექმნის გზით;
  4. იყავი თანმიმდევრული და რეგულარული;
  5. იყავი შემოქმედებითი, გაიღრმავე ცოდნა შენს ნიშაში და გააუმჯობესე მულტიმედია უნარები ეფექტური კონტეტნის შესაქმნელად;
  6. იმუშავე ბრენდებთან და ინფლუენსერ სააგენტოსთან, დააინტერესე ისინი უნიკალური კონტენტისა და აუდიტორიის/მიმდევრების ჩართულობის შექმნით;
  7. შექმენი სტაბილური და სანდო რეპუტაცია, გამოიმუშავე შესაბამისი თანხა.

 

 https://influencer.ge/ წამყვანი ინფლუენსერ სააგენტო საქართველოში


 

 

 


თეგები:
influencer.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up