როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა

როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა

access_time2022-09-29 16:25:50

ის, რომ აგრომეურნეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებაა და მასში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს, დავის საგანს აღარ წარმოადგენს. წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ქართველ ფერმერთა რიცხვიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან და მათ თავიან მეურნეობაში ნერგავენ. ამ გზით კი, იმარტივებენ ყოველდღიურ საქმიანობას, ზრდიან მოსავლის ოდენობასაც და საბოლოო პროდუქტის ხარისხსაც.

 

ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი „ მეღვინეობა ხარებაა“. კომპანიის წარმოება უახლეს ევროპულ ტექნოლოგიებს ემყარება, რაც მეურნეობის სწრაფად განვითარებასა და ზრდას უზრუნველყოფს. დღეს ის 30-მდე სახეობის ვაზის ჯიშისგან 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ქმნის.

 

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში „მეღვინეობა ხარებას“ წლებია პარტნიორობას „აგროსფერო“ უწევს. ის აცნობს ღვინის მწარმოებელს მოწინავე ტექნოლოგიებს, ეხმარება საჭირო ტექნიკის შერჩევა-შეძენაში, მიწოდებასა და პროდუქტის რესურსის სრულად ათვისებაში.

 

„მეღვინეობა ხარებასა“ და „აგროსფეროს“ თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, მეურნეობაში ვენახის კომბაინის დანერგვაა. სპეციალური დანადგარი ყურძნის მოსავლის აღების პროცესს ავტომატიზებულს ხდის, რაც ამცირებს მუშახელის საჭიროებას, მოსავლის აღების ხანგრძლივობას და, მეტიც, ეხმარება ყურძნის დაუზიანებლად მოკრეფასა და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში. როგორც „მეღვინეობა ხარებას“ კახეთის რეგიონის მთავარი აგრონომი, ანზორ მღებრიშვილი ამბობს, ვენახის კომბაინმა მოსავლის აღების ხარჯები 8-9-ჯერ გააიაფა.





„მეღვინეობა ხარებამ“ „აგროსფეროს“ რეკომენდაციით არჩევანი PELLENC-ის ფრანგული წარმოების ვენახის კომბაინზე შეაჩერა. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის აგროტექნიკის მწარმოებელია და ინდუსტრიაში ლიდერი პოზიცია უკავია. რადგანაც მოლოდინებმა გაამართლა, წელს „მეღვინეობა ხარებამ“ PELLENC-ის კიდევ ერთი კომბაინი შეიძინა, რომელსაც დამატებით სელექციური ხაზი აქვს, რისი საშუალებითაც ყურძნის მარცვლები კლერტისგან, ტოტებისა და ფოთლებისგან 99.87%-ით იწმინდება და ნაყოფის კლერტსაცლელ დანადგარში დამუშავება საჭირო აღარაა. კომბაინის ეს ფუნქცია შესაძლებელს ხდის, ღვინის წარმოების პროცესი ყურძნის საწარმოში ტრანსპორტირებისთანავე დაიწყოს.

 

ვიდეოში დეტალურად გაიგებთ ვენახის კომბაინის უპირატესობებზე, მისგან მიღებულ სარგებელსა და თანამედროვე აგროტექნიკის დანერგვის მნიშვნელობაზე




„აგროსფერო“ „მეღვინეობა ხარებასთან“ პარტნიორობის მსგავს წარმატების მაგალითებს უკვე თითქმის ორი ათეული წელია ქმნის. ის აგრობიზნესში 2005 წლიდან მოღვაწეობს და მალევე გახდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი დისტრიბუტორი საქართველოში. ამასთან ერთად, კომპანია პარტნიორ ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციას, ეხმარება თავიანთ მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასა და მათ ეფექტურად გამოყენებაში.


(R)


თეგები:
აგროსფერო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up