როგორ გაუმკლავდა ქართული წარმოება „ჩირინა“ COVID-19 კარანტინის პერიოდს

როგორ გაუმკლავდა ქართული წარმოება „ჩირინა“ COVID-19 კარანტინის პერიოდს

access_time2020-06-19 15:25:13

დღესდღეობით COVID-19 მსოფლიო მასშტაბის გამოწვევაა და უარყოფით გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა სფეროზე, მსოფლიო ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საქართველოს ეკონომიკაც არ არის, ამ მხრივ, გამონაკლისი.


პანდემიამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა ქართული წარმოებაც.



კომპანია „ჩირინა“ ქათმის ხორცის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომლის მეფრინველეობის კომპლექსი საქართველოში, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში, სართიჭალასა და გამარჯვებაში მდებარეობს. „ჩირინას“ წარმოების პროდუქცია წარმოდგენილია ბაზარზე როგორც ნედლი, ისე გაყინული ქათმის ხორცპროდუქტებით. აღსანიშნავია, რომ ქართული წარმოების პროდუქტი წარმატებით გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში, სადაც დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ეს პროცესი არც კარანტინის პერიოდში შეფერხებულა.


პანდემიის გამოცხადებისას „ბიუ ბიუს“ ნედლი ქათმის ხორცპროდუქტების ყველა ფილიალმა საქართველოს მასშტაბით უცვლელი ფასებით განაგრძო მუშაობა (თუმცა შემცირებული სამუშაო საათებით), როგორც პირველადი მოხმარების პროდუქციის სავაჭრო ობიექტებმა.



გათვალისწინებული იქნა მსოფლიოს და საქართველოს ჯანდაცვის რეკომენდაციები (პირბადეების, ხელთათმანების, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება და დისტანციის დაცვა). ხორცის დამამუშავებელი საწარმოსთვის ცვლილებები უმნიშვნელო აღმოჩნდა, რადგან აქ ყოველთვის მკაცრად იყო დაცული უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების მაღალი სტანდარტები.


COVID-19-ის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, დიდი გმირობა, ერთიანობა და შრომისმოყვარეობა გამოავლინეს საწარმოს, დისტრიბუციისა და გაყიდვების თანამშრომლებმა - ყველამ, ვისი დაუღალავი შრომის მეშვეობითაც პროდუქცია ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდა ერთგულ მომხმარებლებს.


უდიდესი გამოწვევა იყო ლოგისტიკაც: ტრანსპორტირების შეფერხება, იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოდან ყოველდღიურად ხორციელდება ნედლი და ახალი ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუცია „ბიუ ბიუს“ საფირმო მაღაზიებსა და ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით. ახალი და ნედლი ქათმის პროდუქცია შედარებით მოკლე ვადიანობით გამოირჩევა, აქედან გამომდინარე, დროის ფაქტორი გადამწყვეტი და გასათვალისწინებელი იყო.


„გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქართულ წარმოებასთან დროული, მოქნილი და ეფექტიანად კოორდინირებული მუშაობისთვის, რის შედეგადაც არცერთი დღით არ შეფერხებულა ტრანსპორტირება, დისტრიბუცია და ობიექტების ფუნქციონირება მკაცრი კარანტინის პერიოდში“ - აცხადებს კომპანიის დირექტორის მოადგილე ქეთევან ვაშაკიძე.


კორონავირუსი დღემდე მსოფლიო მასშტაბის გამოწვევად რჩება. ახლა მეტი კონსოლიდაციისა და სოლიდარობის დროა იმისთვის, რომ მომავალში უფრო მომზადებულები შევხვდეთ იმ სავარაუდო გამოწვევებს, რომლებიც შესაძლოა, კიდევ წინ გვაქვს და მათ ერთობლივად გავუმკლავდეთ.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up