რაც უფრო პოპულარულია ესა თუ ის გაჯეტი, მით მეტია ბაზარზე მისი ყალბი ანალოგი. ყალბი AirPods-ები გარეგნულად ძალიან ჰგავს ორიგინალს, რაც ძალიან ართულებს მათ ამოცნობას.
თუ AirPods-ის კორპუსს გახსნით და ქვემოდან მიანათებთ, შეამჩნევთ ზოლებს და მუქ ლაქებს. ეს ნიშნავს, რომ ის 100%-ით Apple-ის ორიგინალური ყურსასმენია. ამას გარდა ყურადღება მიაქციეთ ფასს, იაფფასიანი AirPods-ი ვერ იქნება ორიგინალი. ამას გარდა, მისი შეფუთვა მთლიანად თეთრია და ყურსასმენები მყისიერად არ უკავშირდება iPhone-ს.
ასევე AirPods-ის პარამეტრებში (იხილეთ iPhone-ის პარამეტრები Bluetooth განყოფილებაში) შეგიძლიათ იპოვოთ სერიული ნომერი, დააკოპიროთ და ის Apple-ის ვებსაიტზე შეამოწმოთ.