როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

access_time2019-01-20 20:00:48

მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების ნაწილი ხშირად ჩანს მოდური ჟურნალების და გაზეთების გვერდებზე, ისინი ასევე არიან სატელევიზიო პროგრამების მუდმივი სტუმრებითუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ირჩევენ ჩრდილში ყოფნას.

 

მათ შორის უმეტესობა წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, რომლის გარეშეც დღევანდელი მსოფლიო წარმოუდგენელია.

 

Nike — ფილ ნაითი


ახალგაზრდა ფილ ნაითს და მის მწვრთნელს ბილ ბაურემანს აერთიანებდა ერთი გატაცება  - სირბილი. თუმცა, მათ არ აკმაყოფილებდა იმ დროს ამერიკაში გაყიდვაში არსებული სპორტული ფეხსაცმლის ხარისხი. ამიტომაც დაიწყებს იაპონური ფეხსაცმლის იმპორტი, შემდეგ კი - საკუთარი პროდუქციის წარმოება. 1979 წელს დაარსდა კომპანია Nike, შედეგ კი დამუშავდა საყოველთაოდ ცნობილი და უცვლელი ლოგოტიპი. დღეს ეს კომპანია არის სპორტული ტანსაცმლის დარგში ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი, ფილ ნაითი კი ცდილობს შეინარჩუნოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. თუმცა, ამავე დროს მან აღწერა თავისი კომპანიის შექმნის პროცესი წიგნში „ფეხსაცმლის გამყიდველი“.

 

Starbucks — ჰოვარდ შულცი


1971 წელს ქალაქ სიეტლში გაიხსნა მაღაზია  Starbucks, საგაც იყიდებოდა ყავის მარცვლები და ყავის მოსამზადებელი აღჭურვილობა. მხოლოდ 1987 წელს, როდესაც ის იყიდა ჰოვარდ შულცმა, მის ბაზაზე შეიქმნა პირველი ყავახანა. შულცი იყო იტალიური ესპრესო-ბარების დიდი თაყვანისმცემელი და სწორედ ის გახდა ამ ტიპის ყავის პოპულარიზატორი შტატებში.

ბრენდის შემდგომი განვითარება საყოველთაოდ ცნობილია - დღეს Starbucks-ის ყავახანები მუშაობს მთელს მსოფლიოში.

 

ZARA — ამანსიო ორტეგა


ამანსიომ დაიწყო თავისი ბიზნესი 70-ან წლებში. მეუღლე როზალიასთან ერთად ის კერავდა ხალათებს სახლში. ერთხელ გერმანელმა პარტნიორმა გააუქმა მსხვილი შეკვეთა, და მათ მოუწიათ გაყიდვების დაწყება დამოუკიდებლად. 1975 წელს მათ გახსნეს პირველი მაღაზია ქალაქ ლა კორუნიაში. დღეს ამანსიო ორტეგას კომპანია Inditex ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორც Massimo Dutti, Pull and Bear, Oysho, Zara Home, Uterqüe, Stradivarius, Lefties და  Bershka. 
თავად ბიზნესმენი კი 2017 წელს დასახელდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ჟურნალ „ფორბსის“ მიერ.

 

Pandora - ვინი და პერი ენივოლდსენები



1982 წელს მუეღლეებმა პენივილდსენება გახსნეს კოპენჰაგენში პატარა მაღაზია, სადაც ვაჭრობდნენ  ტაილანდური საოქრომჭდლო პროდუქციის. 1987 წელს  ბიზნესი გაიზარდა და მათ გადაწყვიტეს საკუთარი დიზაინის პროდუქციის წარმოება. 10 წელი დასჭირდა Pandora-ს მსოფლიოს დასაპყრობად. დღეს კომპანია განაგრძობს ზრდას, ხოლო ენივოლდსენები არიან დანიის უმდიდრესი ადამიანების სიის პირველ ხუთეულში.

Ferrero — მიკელე ფერერო


1957 წელს მიკელემ მემკვიდრეობით მიიღო შოკოლადის პასტის წარმოების ოჯახური ბიზნესი. ახალგაზრდა კაცი ენერგიულად შეუდგა საქმეს. ახალი პროდუქტების მოსაფიქრებლად მან წარმოიდგინა საშუალო სტანდარტული იტალიელი დიასახლისი, და სვამდა მარტივ კითხვებს  - რას ყიდულობს ის თავისთვის და ბავშვებისთვის? ასე მიკელემ გამოიგონა შოკოლადის კვერცხი Kinder Surprise   -  ბავშვებს უყვართ შოკოლადი, მშობლები კი აიძულებენ მათ რძის დალევას, ამიტომაც მან გააერთიანა ეს ორი პროდუქტი, ასევე შექმნა შოკოლადი Ferrero Rocher  და საყოველთაოდ ცნობილი Raffaello, გააუმჯობესა ოჯახური შოკოლადის პასტის რეცეპტი და დაარქვა მას უფრო ჯღერადი სახელი - Nutella. მიკელემ შეამჩნია, რომ ამერიკელი ქალები მუდმივად ზრუნავენ გარეგნობაზე და ბევრ დროს ატარებენ სპორტულ დარბაზებში, და სწორედ მათთვის გამოიგონა დრაჟე Tic Tac, რომელშიც სულ 2 კალორიაა. მეწარმემ იცხოვრა 89 წელი და გარდაცვალების შემდეგ დაუტოვა შვილებს ბრენდი,  რომელიც უყვართ მთელს მსოფლიოში.

 

 Hard Rock Cafe — აიზეკ ტიგრეტი და პიტერ მორტონი


1969 წელს ჯგუფი The Doors წერდა სტუდიაში ალბომს   Morrison Hotel, რა დროსაც მუსიკოსებმა შემთხვევით აღმოაჩინეს კაფე სახელად Hard Rock Cafe - ეს კი იყო პერიოდი, როდესაც მძიმე როკი იყო ახალი ხილი და სარგებლობდა დიდი პოპულარობით. ჯგუფმა გადაიღო კაფეში რამდენიმე სურათი, და ერთ-ერთი განთავსდა ალბომის ყდაზე.

1 წლის შემდეგ ორმა ინგლისელმა  - აიზეკ ტიგრეტმა და პიტერ მორტონმა- სთხოვეს მათ ამ სახელის კაფეს გახსნის ნებართვა. მუსიკოსები დათანხმდნენ, და მალევე თავისუფალი ატმოსფეროთი გამორჩეული კაფეების ახალმა ქსელმა დაიწყო სამყაროს დაპყრობა.

 

Laсoste — რენე ლაკოსტი


მსოფლიოში ცნობილი ტანსაცმლის ბრენდი გამოიგონა არა დიზაინერმა, არამედ ჩოგბურთელმა. 20-იან წლებში ჩოგბურთს თამაშობდნენ მაისურებით გრძელი სახელოებით, 1926 წელს რენე ლაკოსტმა შეკერა ერთ-ერთი ტურნირისთვის მოკლესახელოებიანი მაისური.

რენე ლაკოსტის მეტსახელი იყო ალიგატორი - ის არ პატიობდა მეტოქეებს შეცდომებს, სწორედ ამიტომაც ახალ მაისურზე იყო ნიანგის გამოსახულება. ეს ნიანგი გახდა მოგვიანებით ბრენდის უცვლელი ლოგოტიპი. 1933 წელს რენე ლაკოსტმა დატოვა დიდი სპორტი და დააარსა ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია.

 

Lego — ოლე კირკ კრისტენსენი

 

1930-ან წლებში დანიელმა ოლე კრისტენსემბა გახსნა საუთავებელი დაფების და კიბეების მწარმოებელი კომპანია, თუმცა მოგვიანებით ის გადაერთო ხის სათამაშოეზე. კომპანიის სახელი - Lego - არის ორი დანიური სიტყვის შერწყმა -  leg (თამაში) და godt (კარგი).

1947 წლიდან ხის სათამაშოები ჩაანაცვლა პლასტიკურმა - ასე გაჩნდა კონსტრუქტორი

Lego. საგულისხმოა, რომ ყველა დროის და ნაირსახეობის Lego-ს სათამაშოები შეთავსებადია ერთმანეთთან - იცვლება ფორმა და დიზაინი, თუმცა შემაერთებელი რგოლები  - არა. ამიტომაც, ახალი სათამაშოები ადვილად უერთება პირველ პლასტიკურ კონსტრუქტორებს.

კრისტენსენი გარდაიცვალა 66 წლის ასაკში, მის მიერ დაარსებული წარმატებული ბიზნესი კი დარჩა 4 შვილს.

 

Google — ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი


მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა შექმნეს სტენფორდის სტუდენტებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მათ დაწერეს კვლევა ინტერნეტ-ძიების თაობაზე, შემდეგ კი 1998 წელს,  თავისივე ნამუშევრის საფუძველზე შექმნეს კომპანია. მისი სახელი - Google - არის არასწორად დაწერილი ინგლისური სიტყვა  googol, რომელიც ნიშნავს ერთიანს 100 ნულით.

 

Instagram — კევინ სისტრომი


პოპულარული სერვისი შექმნა სტენფორდის კიდევ ერთმა სტუდენტმა  - კევინ სისტრომმა.

ის იყო გატაცებული ფოტოხელოვნებით, და ერთხელაც, კევინმა თავის მეგობარ მაიკ კრიგერთან ერთად, დააპირა საკუთარი ფოტოსერვისის შექმნა. უდიდესი კონკურენციის პირობებში, მოსაფიქრებელი იყო რაღაცა ძალიან მარტივი, და ამავე დროს, უნიკალური.

ასე გაჩნდა Instagram, რომელიც დაარსებიდან სულ რაღაც 2 წელიწადში 2 მლრდ. დოლარად შეისყიდა თავად Facebook-მა.

 

adme.ru






ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up