არცერთი თვითმფრინავი საქართველოს თავზე - ასე გამოიყურება Flightradar-ის სატელიტიდან საქართველო, რომელმაც რეგულარული ფრენების აღდგენა 1 ოქტომბრამდე გადაავადა. სხვა ქვეყნების აქტიური საავიაციო დინამიკის ფონზე, საქართველოში არსებულმა სიტუაციამ სოციალური ქსელის მომხმარებლებში აღშფოთება გამოიწვია.
Flightradar-ი ესაა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პლატფრმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თვითმფრინავების გადაადგილების დაფიქსირება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ ოქტომბრამდე დახურულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 30 სექტემბრის ჩათვლით.