როგორ გამოიყურება პორშეს დიზაინით აშენებული ცათაბჯენი

როგორ გამოიყურება პორშეს დიზაინით აშენებული ცათაბჯენი

access_time2019-02-24 20:00:55

მაიამისთან ახლოს,  2 წლის აშენებული, 60 სართულიანი Porsche Desing Tower-ის მთავარი სიამაყე ავტომობილებისთვის განკუთვნილი ლიფტია, რომელსაც თქვენი ავტომობილის ავტოფარეხში გადაყვანა შეუძლია, ავტოფარეხი თქვენი  საცხოვრებელი ბინიდან გამჭირვალე შუშის ტიხრითაა გამოყოფილი.

პორშეს მიერ აშენებული კოშკი 2017 წლის მარტში, ფლორიდაში გაიხსნა.


შენობას აქვს მიწისქვეშა სართული, რადგან ბევრი მაცხოვრებელი სხვადასხვა მაღალი კლასის ავტომობილს ფლობს, როგორიცაა ვერცხლისფერი პორშე Carrera GT ან უკეთესი მოდელები - მხოლოდ 1 270 ცალი  Carrera GTs გამოუშვეს, თითოს ფასი 1.5 მილიონი დოლარია. ამიტომ ავტომობილის გასაჩერებლად  მიწისქვეშა სართულზეც არის თავისუფალი ადგილები.



მაღალტექნოლოგიური პერსონალური პარკინგი


 Porsche Design Tower-ის მთავარი მახასიათებელი რობოტიზებული პარკინგის სისტემაა. მაცხოვრებლები გადიან ცილინდრის ფორმის გვირაბს,  საიდანაც სპეციალურ რობოტს მანქანა  ლიფტის კარებამდე მიჰყავს. როდესაც ავტომობილი ადგილზეა, სპეციალური მოწყობილობა მის საბურავებსა და სამუხრუჭე ხუნდებს ქვემოდან  კეტავს და ლიფტში გადააადგილებს, ისე  როგორც ავტო სამრეცხაოებშია. ინჟინრები ყოველთვის მზადყოფნაში არიან გართულებების თავიდან ასაცილებლად, რადგან ძვირადღირებული ავტომობილები 60 სართულიან შენობაში გადაადგილდებიან.



ხილული ავტოფარეხი:  გადასაყვანი მოწყობილობა თქვენს ავტომანქანას, საცხოვრებელი ფართის იმ ნაწილში გააჩერებს, რომელიც შუშებითაა გამოყოფილი.



ერთიანი თემატიკა : ავტომობილები დიდ როლს ასრულებენ საცხოვრებელ ფართში, ისინი ხილულ ავტოფარეხში არიან მოთავსებულნი და შესაბამისად, მაცხოვრებლებს  სახლის ყველა წერტილიდან შეუძლიათ მათი დანახვა. ბინის ინტერიერის მოწყობისას გამოყენებული შუშა, ტყავი და ზამშეც პორშესთანაა დაკავშირებული.



სხვა დეტალები: ცათამბჯენის ავტოფარეხების ყველა კარს შესაბამისი მაცხოვრებლის რეზიდენციის ნომერი აქვს დატანილი.

შენობას ასევე აქვს ღია საცურაო აუზი, რომელიც მხოლოდ მაცხოვრებლებისთვისაა განკუთვნილი და იქ კვებითი მომსახურების მიღებაც შუეძლიათ.


 მაცხოვრებლებსა და მათ სტუმრებს საშუალება აქვთ, შენობაშივე შეიძინონ პორშეს მაისურები და 550 აშშ დოლარის ღირებულების სათვალეები.



პერსონალური ღვინის მარანი: ლობის სართულზე არსებულ რესტორანში  თითოეულ მაცხოვრებელს აქვს შესაძლებლობა პერსონალური ღვინის შესანახი ადგილი იქონიოს, რომელსაც, საჭიროებისამებრ, საკუთარი გასაღებით ჩაკეტავს ან გააღებს.


Designs Tower-მა გათვალა მაცხოვრებლების განსხვავებული  ასაკი და შექმნა სპეციალური სივრცე, სადაც სარბოლო აპარატებია დამონტაჟებული. ეს გათვლა მათ მომავალ გაყიდვებზეც იმოქმედებს, რადგან აპარატების მეშვეობით „მრბოლელებს“ პორშეს სხვადასხვა მარკის ავტმობილის არჩევა შეუძლიათ.


შენობა სხვადასხვა გამაჯანსაღებელი დაწესებულებებითაა აღჭურვილი: ფიტნეს ცენტრი, იოგის სავარჯიშო ადგილი, სპა, ცხელი და ცივი საუნით, სერფინგის აღჭურვილობები და ა.შ


აღსაღნიშნავია, რომ მსურველებს სხვა მარკის ავტომობილების ფლობა და ამავდროულად პორშეს მიერ შექმნილ შენობაში ცხოვრებაც შეუძლით.

 


ნინი ხიმშიაშვილი

თეგები:
ცათაბჯენი



გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება
access_time2020-01-17 15:35:47
ბიზნესმენმა, „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელმა  ბეჟან წაქაძემ  ვანში, ღვინის ქარხანა „არგონავტების“ გახსნა 1 წლით გადადო. ამის შესახებ „კომერსანტს“ უკვე მის საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხანას „არგონავტებს“ 2021 წელს გახსნის,შესაბამისად, ქარხანა ყურძენს მომავალი წლის ოქტომბერში მიიღებს. მიზეზი, რის გამოც პროექტის განხორციელება დროებით გადაიდო, ადგილზე არსებული სამუშოებია.  „როდესაც ეს ქარხანა ვიყიდე, მეგონა, რომ სხვა მოცემულობა დამხვდებოდა. როგორც...

იტალიელები ქუთაისში ჩამოვიდნენ – „გვინდა, კარგი კლუბი შევქმნათ“

იტალიელები ქუთაისში ჩამოვიდნენ – „გვინდა, კარგი კლუბი შევქმნათ“
access_time2020-01-17 14:40:38
ქუთაისში ფაბიო მანინი და იტალიელი ბიზნესმენების ჯგუფი იმყოფებიან, რომლებსაც ქუთაისის „ტორპედოს“ საკუთრებაში აყვანა სურთ.ქუთაისელ გულშემატკივართა კლუბმა „ჩვენ ვართ ტორპედო“-მ იტალიელი ბიზნესმენის მიერ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარი გაავრცელა. „ქუთაისში იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო ქუთაისის „ტორპედო”. ამ საკითხს ქუთაისის მერიასთან განვიხილავ. ველოდებით, რომ ეს შეთანხმება, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. მანამდე კი სპონსორის ვალდებულებები დავაზუსტეთ, რაც ჩვენ...

„ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები“

„ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები“
access_time2020-01-17 13:59:43
„ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები”- ამ სახელწოდებით KAS EPRC ეკონომიკურმა არენამ გამოქვეყნა კვლევა, რომელიც ეძღვნება საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმას. დოკუმენტი ზოგადად მიმოიხილავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, ჰოსპიტალურ სექტორში განხორციელებულ ცვლილებს. კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის უპირატესობებს და  ნაკლოვანებებს. ყურადღება ასევე გამახვილებულია 520-ე დადგენილებაზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში...


მსგავსი სიახლეები

up