კომპანიამ New Holland Agriculture-მ, რომელიც აგრარულ ტექნიკას აწარმოებს, იტალიურ დიზაინის სტუდიასთან Pininfarina ერთობლივად ინოვაციური ტრაქტორის კონცეპტი წარმოადგინა, რომელიც პრემიუმ კლასის მეღვინეობისთვისაა განკუთვნილი. აპარატს Straddle შეარქვეს.
ტრაქტორი ვიწრორიგებიან ვენახებში სამუშაოდ შეიქმნა, როგორებიც გვხვდება ელიტური მეღვინეობის რაიონებში, მაგალითად შამპანი, მედოკი და ბურგუნდია. აქ ვენახის მწკრივებს შორის მანძილი 1,5 მეტრზე ნაკლებია და ხშირ შემთხვევაში ციცაბო ფერდობებზეა გაშენებული.
„ჩვენი ნოვატორული კონცეფცია მომავალში ჩახედვის შესაძლებლობაა, საითაც პრემიუმ კლასის ღვინის მწარმოებლები მიდიან ვიწრო, ძვირადღირებული ვენახებით“, - აღნიშნა New Holland Agriculture-ის ხელმძღვანელმა კარლო ლამბრომ.
RBK