როგორ გამოიყენებს “ოცნება” ოპოზიციის “არაორგანიზებულობას” - ნაცმოძრაობამ დათმო, რათა მოიგოს პატარა პარტიების გული”

როგორ გამოიყენებს “ოცნება” ოპოზიციის “არაორგანიზებულობას” - ნაცმოძრაობამ დათმო, რათა მოიგოს პატარა პარტიების გული”

access_time2020-06-08 20:20:45

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, რომ თბილისში 8 ოლქიდან 6 თმობს, მხოლოდ განცხადების დონეზეა და რეალურად მოხდება თუ არა, პარტიის სხვა ხელმძღვანელობას განცხადებები არ გაუკეთებია. დღეს ოპოზიციაში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ბოლომდე გაურკვეველია რაზე შეთანხმდებიან.- ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში კონსულტაციების დაწყებას.

 

როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად ერთიანობა მნიშვნელოვანია.

 

ამ ერთობისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად კი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მიიჩნევენ, რომელიც გაერთიანებაში ყველაზე დიდი პარტიაა და თბილისში ექვს ოლქს დანარჩენ ოპოზიციას უთმობს. ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ გადაწყვეტილების მიღებას, რათა ადეკვატურად გადაანაწილონ ეს ექვსი ოლქი.

 

რაიმე სერიოზულად ორგანიზებული სახე არ აქვს ოპოზიციის მოქმედებებს, ამიტომ, ჩემთვის გაუგებრია, რატომ გააკეთეს და ვის სასარგებლოდ თმობენ.

 

ჩემი აზრით, როგორც ჩანს, ოპოზიცია ხისტ ურთიერთობაში არ არის ხელისუფლებასთან და ფარულად რაღაც გარანტიებს ელის, თუმცა, არა მგონია, რომ ოპოზიციას ამან რაიმე შემატოს.

 

მაჟორიტარული სისტემა სულ სხვა სისტემაა და ვერ გეტყვით, რას შეძლებენ პატარა პარტიები. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად, მაშინ კი გვეცოდინება თითოეული პარტიის წონა.

 

ოცნება კი რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, თუ რაიმე შეცდომას არ დაუშვებს, ხმებს აკრიფავს ოპოზიციის სისუსტის ხარჯზე - აცხადებს რეზონანსთან ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.

 


დათმობს თუ არა ნაციონალური მოძრაობამ ეს ჯერ მხოლოდ განცხადების დონეზეა, რეალურად ამის შესახებ პარტიის სხვა ხელმძღვანელებს განცხადება არ გაუკეთებიათ.

 

დღეს ოპოზიციაში ისეთი სიტუაციაა, რომ გაუკრკვეველია რაზე შეთანხმდებიან. რაც შეეხება იმას, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ვფიქრობ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ, გამოდის რომ უკან დაიხიეს, მაგათ კი არ უყვართ უკან დახევის დემონსტრირება- აცხადებს რეზონანსთან ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

 

რატომღაც ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი შავ-თეთრ ფერებშია, ან კარგია ან ცუდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპოზიცია პოლიტიკურად უფრო კარგად მოიქცა. შეიძლება შიგნით იდეალური სიტუაცია არ არის, მაგრამ ცდილობენ გამოსავალი იპოვონ.

 

მცდელობა მაინც არ არის, რომ ჩაკეტილი ციხე-სიმაგრეა და აშკარად ჩანს რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დათმო იმიტომ, რომ შეინარჩუნოს ერთობა და მოიგოს პატარა პარტიების გული.

 

ალბათ, იმსჯელეს და იკამათეს ამაზე, რაღაც დაეთმოთ დანარჩენი ოპოზიციისთვის. ახლა რომ ხისტი იყოს და არ დაეთმო, შეიძლება მერე მარტო იყოს პარლამენტში, ამიტომ ურჩევნია თავის პირობა შეასრულოს.

 

ოცნება ამას არ კეთებს, არ იგებს პატრა პარტიების გულს, არ არის გამორიცხული, რომ ოცნება პირველ ადგილზე გავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაიმარჯვა. გამარჯვებული იქნება ის, ვინც მთავრობას ჩამოაყალიბებს.

 

შეიძლება მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიები ისე შეიკრნენ, იმდენი ძალა მოიკრიბონ, რომ შექმნან მთავრობა. ანუ, ვაჭრობა წავა პარლამენტში, პარლამენტში ვაჭრობა კარგია, ცუდია გარეთ ვაჭრობა. ამ შემთხვევაში პატარა პარტიების მნიშვნელობა ძლიერდება.

 

რაც შეეხება ლელოს საქართველოსთვის მათ აქვთ პარლამენტში მოხვედრის შანსი. თუცმა, ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ, რომ მესამე ძალაა, რომელსაც ასე ელის საზოგადოება და მათ შორის მეც.

 

თუ მესამე ძალაა, ის ამ ორთაბრძოლაში ოპოზიციას ადა ხელისუფლებას შორის არ უნდა ჩაერთოს. უნდა თქვას, რომ რა დროს დაპირისპირებაა ქვეყანა გვაქვს ასაშენებელიო და აქცენტი გააკეთოს ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებზე და რეფორმებზე.

 

რაც შეეხება ოცნებას, იმდენჯერ დაარღვია შეთანხმება, რომ იმედი აღარ მაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ გავა. ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში, რათა მათ არ დაბრალდეთ ამ ცვლილელებების ჩავარადნა. ბურთი ახლა ოპოზიციის მხარეზეა- აცხადებს რეზონანსთან პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

 

წყარო: რეზონანსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up