როგორ გამდიდრდა სალვადორ დალი?

როგორ გამდიდრდა სალვადორ დალი?

access_time2020-02-01 16:00:12

 

სალვადორ დალიმ მოახდინა ძალიან დიდი გავლენა თანამედროვე კულტურაზე - მოდა, დიზაინი, კინემატოგრაფი, რეკლამა - დალის განთქმული ულვაშები ჩანს თითქმის ყველგან. მხატვარს სურდა დიდება და მან ის მიიღო.

 

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ერთხელ მან გააცნობიერა, რომ 20-იანი წლების ხელოვნების ცენტრი იყო პარიზი, და ის, ნაკლებად ცნობილი ესპანელი ხელოვანი, გადადის საფრანგეთში.

 

ამ პერიოდში ის აქტიურად მუშაობს, და ქმნის თავის საუკეთესო ნაშრომებს, ატარებს ექსპერიმენტებს, და ცდილობს დეტალების დახვეწას.

 

თუმცა, ამავე დროს, მან აღმოაჩინა, რომ იმყოფება სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში  - მთელი მისი შემოსავალი იხარჯება ქალაქ პორტ-ლიგატში მდებარე სახლის რემონტზე, ხოლო ნახატები ძალიან ცუდად იყიდება - „თანამდეროვე ხელოვნების მასონების მხრიდან წინაამღდეგობის გამო“.

 

სწორედ ამ დროს მხატვარში გაიღვიძა ბიზნესმენმა. ამავე დროს მოხდა გადამწყვეტი მოვლენა მის ცხოვრებაში - მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე გალა, რუსული წარმოშობის ელენა დიაკონოვა, რომელიც გახდა მისი არა მხოლოდ მეუღლე, არამედ მენეჯერი, თანაც ძალიან წარმატებული.

 

1929 წელს სალვადორ დალი ქმნის ჯგუფს სახელად „ზოდიაკი“, რომელმაც გააერთიანა მისი სპონსორები - სწორედ ისინი უხდიდნენ მხატვარს თვიურ ხელფასს, რის სანაცვლოდაც, იღებდნენ სალვადორ დალის თითო სურათს წელიწადში.

 

ნელა-ნელა საქმეების წავიდა უკეთესობისკენ. 1933 წელს ჩატარდა დალის პირველი გამოფენა შტატებში, რომელიც დასრულდა ყველა ნამუშევრის გაყიდვით. კრიტიკოსებიც საკმაოდ დადებითად უყურებდნენ ექსცენტრიულ ესპანელს, და საბოლოოდ დალი მიხვდა, რომ მას აქვს ამერიკაში დიდი წარმატების მიღწევის შანსი.

 

1934 წელს მან მოაგროვა საჭირო თანხა, და გაემგზავრა ამერიკის დასაპყრობად. მხატვრის ფინანსურმა კეთილდღეობამ დაიწყო ზრდა მისი დიდების პროპორციულად.


 

მის წარმატებაში დიდი როლი შეასრულა გალამ - ის ეძებდა კოლექციონერებს, აწარმოებდა ბუღალტერიას, და ამავე დროს სულ უფრო მეტს და მეტს ხარჯავდა თავის ახალგაზრდა საყვარლებზე.

 

ხელოვნების ისტორიკოსი ჯონ რიჩარდსონი იხსენებს, რომ „გალას მეთოდები იყო ძალიან რუსული  - ის უფრო ჩხუბობდა და იმუქრებოდა, ვიდრე ვაჭრობდა პარტნიორებთან“.

 

ამბიციური და ძლიერი ქალი მიიჩნევდა სალვადორ დალის თავის პირად პროექტად, საბოლოო ჯამში, მათი ერთობლივი საქმიანობა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული  - 1974 წლისთვის სალვადორ დალის ქონება შეფასდა 32 მლნ. დოლარად - დღევანდელი გათვლებით, ეს არის 165 მლნ.-ზე მეტი.

 

სალვადორ დალის უყვარდა ფული, და არ უყვარდა ფულის გადახდა - ის არ უხდიდა ხელფასს დაქირავებულ მდივნებს, და ამუშავებდა მათ გაყიდვების წილის სანაცვლოდ. თუმცა, წაგებული არავინ დარჩა  - გენიოსთან მუშაობის წყალობით ისინი გახდნენ მილიონრები.

ერთ-ერთმა მდივანმა ურჩია გალას როგორ შეიძლება ადვილად დიდი ფულის შოვნა მისი მეუღლის სახელის გამოყენებით - საკმარისია გაყიდო ცარიელი ფურცლები მისი ხელმოწერით.

 

საბოლოო ჯამში, გაიყიდა ათასობით ასეთი ფურცელი -  სულ რაღაც 10 დოლარად, ბაზარი კი აივსო ყალბი ნამუშევრებით.

 

დალიმ აითვისა ფულის გამომუშავების კიდევ ერთი ხერხი -  რეკლამა.  მხატვარი ჩნდებოდა 

Polaroid-ის პლაკატებზე, Alka-Seltzer-ის სატელევიზო რგოლებში, ის უკეთებდა რეკლამას შოკოლადს, და შექმნა Chupa Chups-ის ლოგოტიპი.

 

საინტერესო ისაა, რომ სალვადორ დალი გახდა ყველაზე პოპულარული მხატვარი-სიურეალისტი სიცოცხლეში, თუმცა, ვერ იქცა გაყიდვების გმირად გარდაცვალების შემდეგ, როგორც ეს ხშირად ხდება.

 

მისი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი - „პოლ ელუარის პორტრეტი“ გაიყიდა 2011 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე 13,5 მლნ. ფუნტად, მაშინ როდესაც სიურეალისტების მიროს და რენე მაგრიტის სურათები შეფასდა 25 და 27 მლნ. ფუნტად.

 

ასევე სალვადორ დალის ნამუშევრების გაყიდვების საგრძნობლად ჩამორჩება პაბლო პიკასოს გაყიდვებს.

 

თუმცა, Sotheby’s-ის წარმომადგენლის ტომას ბოიდ-ბოუმენის თქმით, მთლიანობაში დალის ძალიან პოპულარულია - 10 წლის მანძილზე მხოლოდ ამ აუქციონზე გაიყიდა მისი 400-ზე მეტი ნამუშევარი.

 

РБК

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up