როგორ გამდიდრდა „პანასონიკი“?

როგორ გამდიდრდა „პანასონიკი“?

access_time2020-10-17 11:00:00

კომპანია “პანასონიკი“ ტექნიკის მწარმოებელ იაპონურ კომპანიებს შორის შემოსავლების მიხედვით მესამე ადგილზეა. მას მხოლოდ “სონი“ და “ჰიტაჩი“ უსწრებს. 2019 წელს “პანასონიკმა“ 75 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ 3 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანიის აქტივები 60 მილიარდ დოლარამდეა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 20 მილიარდ დოლარამდეა. დასაქმებული ჰყავს 274 ათასამდე ადამიანი.



“პანასონიკი“ 1918 წელს, ქალაქ ოსაკაში 24 წლის იაპონელმა კონოსუკე მაცუშიტამ დაარსა, რომელსაც თავიდან “Matsushita Electric“ დაარქვა. საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე მაცუშიტა ტექნიკის მაღაზიაში მუშაობდა და გარკვეულ მარტივ დეტალებს თავისი ხელითაც ამზადებდა. “Matsushita Electric“-ში თავიდან სამნი მუშაობდნენ, თავად მაცუშიტა, მისი 22 წლის ცოლი და 15 წლის ცოლის ძმა. თავიდან ჩამრთველებს, ნათურებს და ნათურების ბუდეებს აწარმოებდნენ. წარმოებაში ყოველთვის სიახლის შემოტანას და მაღალი ხარისხის შენარჩუნებას ცდილობდნენ. წლის ბოლოს კომპანიაში უკვე 20 ადამიანი მუშაობდა.



პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა, შესაბამისად კომპანიების ზრდისთვისაც კარგი პერიოდი იყო. 2 წელი “Matsushita Electric“ შეკვეთებზე მუშაობდა, 1920 წლიდან კი რეგულარული წარმოება დაიწყო. 1922 წელს უკვე კომპანიამ 230 კვადრატულ მეტრზე პირვლი მცირე ქარხანა გახსნა, სადაც 50 ადამიანი მუშაობდა. 1923 წლიდან ელემენტებზე მომუშავე ველოსიპედების ფარნის წარმოება დაიწყო, რომელიც კარგად იყიდებოდა. 1927 წლიდან პროდუქციას ელექტრო უთო შეემატა, 1931 წლიდან კი რადიოების წარმოება დაიწყო. პროდუქიის ჩამონათვალის და ბრუნვის ზრდამ ტოკიოში სავაჭრო ფილიალის გახსნა განაპირობა.



მეორე მსოფლიო ომის დროს, კომპანიამ წარმოება შეაჩერა, რამოდენიმე საწარმო გაუნადგურდა კიდეც. ომის შემდეგ, როდესაც იაპონიაში ეკონომიკური ბუმი დაიწყო, წარმოება განაახლა. ძირითადად რადიოებს, ტელევიზორებს და ველოსიპედებს აწარმოებდა. 1947 წელს კომპანია დატოვა კონოსუკე მაცუშიტას ერთ-ერთმა პირველმა თანამშრომელმა, მისმა ცოლის ძმამ ტოშიო ლუმ და თავისი კომპანია “სანიო“ დაარსა, რომელიც “Matsushita Electric“-ის კონკურენტი გახდა. თუმცა, მოგვიანებით, 2009 წელს “პანასონიკმა“ “სანიო“ სრულად შემოიერთა.



1951 წელს, მაცუშიტამ აშშ-ში იმოგზაურა იქაური წარმოების სანახავად და გაოცდა, თუ რამდენად ჩამორჩებოდა იაპონია აშშ-ს. შემდეგ ევროპაში იმოგზაურა და უკან იდეებით დაბურნდა. ამ იდეებიდან ერთ-ერთი იყო სარეცხი მანქანების წარმოების დაწყება. 1952 წელს კი, “ფილიპსთან“ თანამშრომლობით 17 ინჩიანი ტელევიზორო გამოუშვა.



1953 წელს, კომპანიამ ტექნოლოგიური კვლევების ლაბორატორია შექმნა და ამავე წელს მაცივრების და ბლენდერების წარმოება დაიწყო.




ბრენდი “პანასონიკი“ 1956 წელს შეიქმნა და “Matsushita Electric“-ის უმეტესი პროდუქცია ამ ბრენდის სახელით გამოდიოდა. 1950-იან წლებში “პანასონიკის“ პროდუქცია უკვე აშშ-ში იყიდებოდა, ხოლო ევროპაში 1960-იანი წლებიდან შევიდა.



1961 წელს, კონოსუკე მაცუშიტამ კომპანიის მმართველობა მის შვილს გადააბარა, რომელმაც “პანასონიკი“ 16 წელი საკმაოდ წარმატებულად მართა, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიის კუთხით. 1960-იანი წლებიდან, კომპანიამ ქარხნების სხვა ქვეყნებში აშენებაც დაიწყო.



1980-იან წლებში, კომპანიის ბრუნვა უკვე მილიარდ დოლარამდე გახდა. ძირითადი გამორჩეული პროდუქტი, აუდიო ტექნიკა, ვიდეო მაგნიტოფონები და ფერადი ტელევიზორები იყო. 1990 წელს, ამერიკული კომპანია “Universal Pictures“ იყიდა 6 მილიარდ დოლარად. ეს იყო პასუხი იმაზე, რომ მისმა კონკურენტმა “სონიმ“ “Columbia Pictures“ შეისყიდა.



1990-იანი წლები ციფრული ტექნიკის სწრაფად განვითარებით გამოირჩოდა. “პანასონიკი“ აქტიურად ჩაერთო ახალ ერაში და მეტიც, ტრადიციულად, ინოვაციებიც მრავლად ჰქონდა.

ხარისხი და ინოვაცია - ეს იყო კომპანიის გამდიდრების მთავარი მიზეზი.



კომპანიას, მისი ძირითადი ბრენდის “პანასონიკის“ სახელი 2008 წლიდან ჰქვია. მისი სრული სახელწოდება “Panasonic Corporation“-ია.



2010-იან წლებში, სამხრეთ კორეული და ჩინური ბრენდებისგან კონკურენციის ზრდის მიუხედავად, “პანასონიკმა“ 75 მილიარდ დოლარამდე წლიური შემოსავალი შეინარჩუნა.



forbes.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up