როგორ გამდიდრდა „მერსედეს-ბენცი“ (დაიმლერი)?

როგორ გამდიდრდა „მერსედეს-ბენცი“ (დაიმლერი)?

access_time2020-10-22 09:00:00

„მერსედეს-ბენცის“ ბრენდის მფლობელი კომპანია „დაიმლერია“, რომლის შემოსავალმა 2019 წელს 193 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს „დაიმლერმა“ 3.3 მლნ ავტომობილი გაყიდა. კომპანიის აქტივები 335 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 62 მილიარდი. დასაქმებული ჰყავს 300 ათასამდე ადამიანი.

„მერსედესი“ ერთ-ერთი პირველი ავტომობილია. 1880-იან წლებში ორმა გერმანელმა ავტოინჟინერმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაიწყეს ავტომობილების წარმოება. კარლ ბეცნმა 1879 წელს შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ეტლი შექმნა. 1883 წელს კომპანია „Benz and Cie“ დაარსა, რომლის 1886 წელს გამოშვებულ „Benz Patent-Motorwagen“-ს პირველი ავტომობილი უწოდეს. 1890 წელს, გოთლიბ დაიმლერმა და ვილჰელმ მაიბახმა დაარსეს კომპანია „Daimler Motoren Gesellschaft“ და ავტომობილების წარმოება დაიწყეს, სწორედ ამ კომპანიამ გამოიყენა პირველად ბრენდის სახელად “მერსედესი“. მერსედესი ერქვა ავსტრიელი ბიზნესმენის ემილ იელინეკის ქალიშვილს. 1902 წელს იელინეკი, დაიმლერის ერთ-ერთი ინვესტორი გახდა. მან თავისი კონტაქტებით ავტომობილი “მერსედესი“ მაღალი კლასის საზოგადოებას გააცნო, მაგალითად, როტშილდებს. მანქანების გაყიდვა აშშ-შიც დაიწყო, მისი კლიენტები იყვნენ როკფელერები, მორგანები, ტეილორები და სხვა ამერიკელი მილიონერები. 1900 წელს კომპანიამ 29 ავტომობილი დაამზადა.

კარლ ბენცის ავტომობილმა 1888 წლიდან მოიპოვა პოპულარობა და 1893 წელს 25 ცალი დაამზადა.

ავტოკომპანიებს რთული წლები ჰქონდათ პირველი მსოფლიო ომის დროს და 1920-იანი წლების დასაწყისში. 1924 წელს კარლ ბენცის დაარსებული „Benz and Cie“ და გოთლიბ დაიმლერის „Daimler Motoren Gesellschaft„ გაერთიანდა და შეიქმნა ახალი კომპანია „დაიმლერ-ბენცი“, რომელ სახელსაც 1998 წლამდე ატარებდა. გაერთიანებამ კომპანია გააძლიერა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მანქანებთან ერთად, “დაიმლერ ბენცი“ თვითმფრინავებს, ტანკებს და წყალქვეშა ნავებს აწარმოებდა. გერმანიის, იტალიის და იაპონიის ფაშისტურ მთავრობებში მერსედეს-ბენცის ავტომობილები დიდი მოწონებით სარგებლობდა, იყენებდნენ: ჰიტლერი, მუსოლინი, ჰიროჰიტო, გერინგი და სხვები. კონკრეტულად მოდელს „მერსედეს-ბენც -770“-ს. ომის დროს კომპანია 60 ათასამდე ტყვეს ასაქმებდა. ომის დასრულების შემდეგ კომპანიამ ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობა აღიარა და გარკვეული კომპენსაციების გადახდა დაევალა. გერმანიაზე დაწესებული საქნციების გამო კომპანიამ საზღვრებს გარეთ არსებული ყველა აქტივი დაკარგა.

აშშ-მა „დაიმლერ-ბენცს“ წარმოების გაგრძელების უფლება, 1946 წელს მისცა. 1949 წელს კომპანია მოგებაზე გავიდა, თუმცა სრული რეკონსტრუქციისთვის 5 წელი დასჭირდა.


1950-იანი წლებში, გერმანიის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა, რაც გერმანულ კომპანიებზეც აისახა. 1954 წელს, „მერსედესის“ ბრუნვამ მილიარდ ფრანკს გადააჭარბა. გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. “მერსედესის“ ბრენდი გერმანული ეკონომიკური სასწაულის სიმბოლო გახდა. 1958 წელს „დაიმლერ-ბენცს“ „ბმვ“-ს ყიდვა სურდა, თუმცა გარიგება არ შედგა.

1960-70-იანი წლები „დაიმლერ-ბენცი“-სთვის საერთაშორისო გაფართოების პერიოდი იყო. ასევე, ლიდერი გახდა სატვირთო ავტომობილების და ავტობუსების წარმოებით. თუმცა, 1970-იან წლებში „სანავთობო შოკების“ დროს, კომპანიის შემოსავლები შემცირდა. 1980-იან წლებში, კომპანიამ საერთაშორისო მომსახურების ცენტრების გახსნა დაიწყო. თუმცა, ამავე პერიოდში აზიური ქვეყნებიდან კონკურენცია გაიზარდა, განსაკუთრებით იაპონიიდან. “მერსედესმა“ ძირითად სამიზნე სეგმენტად მაღალი კლასის ავტომობილების წარმოება დაისახა, რითაც კომპანია მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა.

1998 წელს, „დაუმლერ ბენცი“ და ამერიკული კომპანია „კრაისლერი“ გაერთიანდნენ და 2007 წლამდე კომპანიას „დაიმლერ-კრაისლერი“ ერქვა. გაერთიანებით კომპანიის ღირებულებამ 40 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც იმ დროისთვის ყველაზე დიდი საერთაშორისო მაჩვენებელი იყო. 1998 წელს, კომპანიის შემოსავალმა 10 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2007 წელს „კრაისლერი“ „დაიმლერმა“ 6 მილიარდ დოლარად „Cerberus Capital Management“-ს მიჰყიდა.

2007 წლიდან, „მერსედეს-ბენცის“ ბრენდის მფლობელი კომპანიის ოფიციალური სახელი “Daimler AG“-ია.


forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up