როგორ გამდიდრდა კომპანია „Pfizer“?

როგორ გამდიდრდა კომპანია „Pfizer“?

access_time2020-11-16 10:00:00

რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია “Pfizer“ და გერმანულმა კომპანია “BioNTech“-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე განაცხადეს, რომელსაც 90%-იანი ეფექტიანობის მაჩვენებელი აქვს. აღნიშნულმა სიახლემ “Pfizer“-ის აქციების ფასი 14%-ით გაზარდა, ხოლო “BioNTech“-ის 22%-ით. კვლევით სამუშაოებს ძირითადად “BioNTech“ აწარმოებდა, “Pfizer“-ი კი მართვის, დაფინანსების და მარკეტინგის კუთხით იყო ჩართული. ახალი ვაქცინის 500 მლნ დოზა უკვე შეუკვეთა ევროკავშირმა, აშშ-მა და იაპონიამ. ეს წარმატება მნიშვნელოვნად გაზრდის აღნიშნული კომპანიების სიმდიდრეს.



“Pfizer“-ი ერთ-ერთი უძველესი მაღალშემოსავლიანი კომპანიაა. მისმა შემოსავალმა 2019 წელს 52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 3 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 167 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 214 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 88 ათასი ადამიანი.



კომპანია “Pfizer“ 1947 წელს გერმანული წარმომავლობის ამერიკელმა ბიზნესმენმა, ჩარლზ პფაიზერმა და მისმა ბიძაშვილმა, ჩარლზ ერჰარტმა დაარსეს ნიუ იორკში, აგურის პატარა შენობაში. კომპანიას თავიდან “ჩარლზ პფაიზერი და კომპანია“ ერქვა. ამ დროს ჩარლზ პფაიზერი 25 წლის იყო და ბიზნესი მამისგან მიღებული 2,500 დოლარით დაიწყო. მათი წარმოებული პირველი მედიკამენტი ანტიპარაზიტული საშუალება “სანტონინი“ გახდა, რომელიც წარმატებით გაიყიდა. შემდეგ ლიმონმჟავას წარმოება დაიწყეს, რაც ასევე კარგად იყიდებოდა. მიღებული შემოსავლებით კომპანია კვლევით საქმიანობას აფინანსებდა და თანდათან ფართოვდებოდა.



1868 წელს “Pfizer“-მა მანჰეტენზე შენობის ყიდვა შეძლო და სათაო ოფისი ბრუკლინიდან იქ გადაიტანა, სადაც დღემდე არის განთავსებული. 1880-იან წლებში ამერიკის რამდენიმე ქალაქში ჰქონდა უკვე ოფისები. 1906 წელს, როდესაც ჩარლზ პფაიზერი გარდაიცვალა, კომპანიის შემოსავალმა 3.4 მლნ დოლარს მიაღწია. კომპანიას სათავეში მისი შვილი, ემილი პფაიზერი ჩაუდგა, რომელმაც “Pfizer“ 1941 წლამდე მართა. ამის შემდეგ პფაიზერების ოჯახის წევრი კომპანიის მმართველი აღარ ყოფილა. 1924 წელს, როცა კომპანია უკვე 75 წლის დაარსებული იყო, მასში 75 ადამიანი მუშაობდა.



კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი 1936 წელი გახდა, როდესაც ექიმმა რიჩარდ პასტერნაკმა ვიტამინი ც-ს წარმოების მეთოდი შეიმუშავა. ვიტამინი ც-ს საწარმოებლად “Pfizer“-მა ახალი ქარხანა ააშენა, რომელიც კვირაში 7 დღე, დღეში 24 საათი მუშაობდა და კომპანია ვიტამინ ც-ს ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი გახდა მსოფლიოში.




1941 წელს “პფაიზერმა“ პენიცილინის წარმოება დაიწყო, რომელზეც დიდი მოთხოვნა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. კომპანიის წარმოებული პენიცილინით ამერიკელი ჯარისკაცები მარაგდებოდნენ. “Pfizer“-ი პენიცილინის წარმოებითაც მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.



1942 წელს, “Pfizer“-ი საჯარო კომპანია გახდა, 240 ათასი აქცია გაყიდა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე. 1950 წელს ახალი ანტიბიოტიკი ტერამიცინი გამოუშვა, რომელიც სრულად მის ბაზაზე იყო შექმნილი, საკუთარი კვლევებით. “Pfizer“-ი კვლევებზე დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია გახდა.



1950-იანი წლებიდან “Pfizer“-ი ქარხნებს ხსნის ბელგიაში, ბრაზილიაში, კანადაში, მექსიკაში, პანამაში და დიდ ბრიტანეთში. 1959 წლიდან კი ცხოველების სამკურნალო მედიკამენტების წარმოებასაც იწყებს.



1960-იანი წლებიდან “Pfizer“-ს წარმოება და გაყიდვები განუწყვეტლივ იზრდებოდა. კომპანიის ხარჯების 15% კვლევებზე მოდიოდა. მის პროდუქციას შეემატა ისეთი ცნობილი მედიკამენტები, როგორიცაა: ვიბრამიცინი, ფელდენი, ზოლოფტი, ლიპიტონი, ნორვასკი, არისეპტი, დიფლუკანი, ვიაგრა და სხვა. განსაუთრებით წარამტებული აღმოჩნდა 1998 წლიდან ვიაგრას გამოშვება. მისი გაყიდვები ისე გაიზარდა, რომ ელექტრონული ფოსტებიც კი გადაივსო ვიაგრას შემოთავაზების “სპამებით“.



2000-იანი წლები “Pfizer“-ისთვის შერწყმებით იყო გამორჩეული, შემოიერთა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Warner–Lambert (2000), Pharmacia (2003) and Wyeth (2009). მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა 111 მილიარდი დოლარი Warner–Lambert-ის შემოერთება დაუჯდა. კომპანიბის შეძენის პარალელურად, 2003 წელს 7.1 მილიარდი დოლარით ახალი მედიკამენტების კვლევები და განვითარება დააფინანსა.



2006 წელს “Pfizer“-ის წლიური შემოსავალი 48 მილიარდი დოლარი იყო, მაქსიმუმს - 65 მილიარდს 2011 წელს მიაღწია. მომდევნო წლებში, კონკურენციის ზრდის გამო შემოსავლები 48-52 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა. თუმცა, კორონავირუსის ახალი ვაქცინის გამო, 2021 წლიდან მისი შემოსავლები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.



forbes.ge





თეგები:
„Pfizer“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up