როგორ გამდიდრდა „აუდი“?

როგორ გამდიდრდა „აუდი“?

access_time2021-01-29 21:30:00

კომპანია “აუდი“-მ 2019 წელს, 2 მილიონამდე ავტომობილი გამოუშვა და 64 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 80 მილიარდ დოლარამდეა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 82 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 90 ათასზე მეტი ადამიანი.

“აუდის“ ისტორია 1909 წლიდან იწყება, თუმცა მისმა დამფუძნებელმა, გერმანელმა ინჟინერმა აუგუსტ ჰორხიმ, პირველი ავტომწარმოებელი კომპანია 1899 წელს დაარსა. აუგუსტ ჰორხი რამდენიმე წელი, კარლ ბენცთან მუშაობდა. მის პირველ კომპანიას “Horch & Cie Motorwage Werke“ ერქვა. 1909 წელს, ჰორხს პარტნიორებთან კონფლიქტი მოუვიდა, საწარმოდან წამოვიდა და ახალი კომპანია “აუდი“ დააარსა. ახალი ფირმის დასახელება მან საკუთარი გვარის “Horch” (უსმინე) ლათინური თარგმანიდან აიღო.“აუდის“ პირველი მანქანა 1910 წელს გამოუშვა “Type A“, რომლის სიჩქარე 16 კმ საათი იყო. მომდევნო წლებში ახალი მოდელებიც გამოუშვა. ავტომობილების პოპულარობისთვის “აუდი“ ავტორბოლებში იღებდა მონაწილეობას.

1932 წელს, როდესაც “დიდი დეპრესი“-ის პერიოდში გერმანია ღრმა ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა, გერმანული საავტომობილო კომპანიები გაკოტრების წინაშე აღმოჩნდნენ. სწორედ ამან აიძულა ოთხი გერმანული კომპანია: “აუდი“, “Horch“, “Wanderer“, და “DKW“ გაერთიანებულიყვნენ. გაერთიანებული კომპანია წარმოებული მანქანების რაოდენობით გერმანიაში მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო კომპანიის ლოგო ოთხი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლები გახდა (რაც ოთხი კომპანიის გაერთიანების სიმბოლოა), რომელიც დღემდე არის “აუდის“ ლოგო. გაერთინებულ კომპანიას “Auto Union AG“ დაარქვეს. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის გამო “აუდი“-მ მანქანების წარმოება შეწყვიტა.

მეორე სოფლიო ომის შემდეგ “აუდის“ ქარხნები საბჭოთა კავშირის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. კომპანიის ქარხნები ჯერ ომისგან დაზარალდა და რაც გადარჩა, დანადგარები ან გადაადნეს ან საბჭოთა კავშირში წაიღეს. კომპანია “აუდი“ ფაქტობრივად აღარ არსებობდა. კომპანიის მცირე საწარმო გადარჩა დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ ინგოლშტადტში, საიდანაც დაიწყო გაერთიანებული კომპანიის აღდგენა და დღემდე “აუდის“ ცენტრალური ოფისია განთავსებული. “აუდი“-მ მუშაობა 1949 წლიდან განაახლა, ფრიდრიხ ფლიქსის მმართველობით. მომავალი 10 წელი მანქანების გამოშვება ნელი ტემპით იზრდებოდა და კომპანიისთვის გარდამტეხი 1958 წელი გახდა, როდესაც მისი აქციების 88% “დაიმლერ ბენცმა“ იყიდა 41 მილიონ მარკად. 1964 წელს, კი “აუდი“ (იმ დროს “Auto union“ ერქვა“) “დაიმლერ ბენცისგან“ “ფოლკსვაგენმა“ იყიდა და დღემდე “ფოლკსვაგენ ჯგუფის“ საკუთრებაა.

1970 წლიდან, “აუდის“ მანქანების, აშშ-ში ექსპორტი დაიწყო, რაც კომპანიისთვის დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა. 1977 წლიდან, კომპანიამ დაიბრუნა თავისი სახელი და დღემდე მის გამოშვებულ ყველა მანქანას “აუდი“ ქვია.


“ფოლკსვაგენ ჯგუფში“ გაერთიანებამდე, “აუდი“ ხელმისაწვდომი გერმანული ავტომობილების სახელით იყო ცნობილი, თუმცა, 1980-იანი წლებიდან მაღალი კლასის ავტომობილების წარმოება დაიწყო და დღეს მისი ზოგიერთი მოდელი “Luxury“ კლასში გადის.

1998 წელს, გამოვიდა “Audi TT“, რომლის დიზაინი რევოლუციური იყო და სწრაფად იქცა უამრავი ადამიანის საოცნებო მანქანად.

21-ე საუკუნეში “აუდი“ ფაქტობრივად ყველა სეგმენტში შევიდა, სპორტული ავტომობილებიდან დაწყებული, მდიდრული, სედანით, კუპეთი და ჯიპით დამთავრებული. 2000 წელს, კომპანიამ 653 ათასი მანქანა გაყიდა, 2008 წელს კი მილიონი, 2013 წელს 1.3 მილიონი. გაყიდვების ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთი გახდა (წარმოებული ავტომობილების დაახლოებით 20%).

“აუდი“ მანქანებს აწყობს გერმანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, ესპანეთში, ბრაზიალიაში, მექსიკაში, ჩინეთში, ინდოეთში და რუსეთში. მისი გაყიდვებისთვის სტრატეგიული ბაზრები აღმოსავლეთ ევროპა და აზიაა. რომ არა პანდემია, 2021 წელს მხოლოდ ჩინეთში გეგმავდა 1 მლნ ავტომობილის გაყიდვას.

forbes.ge

თეგები:
„აუდი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up