როგორ გადაიქცა თბილისის ქუჩები სატრანსპორტო მაგისტრალებად – რელიეფის გამო შექმნილი სიძნელეები

როგორ გადაიქცა თბილისის ქუჩები სატრანსპორტო მაგისტრალებად – რელიეფის გამო შექმნილი სიძნელეები

access_time2017-04-29 14:00:59


მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში, საბჭოთა მმართველობის პირობებში თბილისის განვითარებას უფრო სწრაფი და ფართო ხასიათი მიეცა. უკვე 1948 წელს, დაიწყო 1951-1966 წლებისთვის გათვალისწინებული ახალი გენერალური გეგმის შემუშავება. თუმცა, იგი წინა გეგმის დაგეგმარებით პრინციპებს ეყრდნობოდა, მაგრამ ამასთანავე, ახასიათებდა სქემატურობა, განაშენიანებას აკლდა კომპოზიციური მთლიანობა, ხოლო სახლების არქიტექტურაში გამეფებული იყო პომპეზური სტილი.

 

 

რელიეფი, რომელიც თბილისის დაგეგმარებასა და განაშენიანებას ყოველთვის ართულებდა, ამავე დროს მათი თავისებურებების ერთ-ერთი არსებითი გამომხატველი იყო. ქალაქს მუდამ უხდებოდა დანაწევრებული რელიეფის გამო შექმნილი სამშენებლო სიძნელეების გადალახვა, იქნებოდა ეს უბნებს შორის კავშირების დამყარება, ქუჩების სატრანსპორტო მაგისტრალებად გადაქცევა, თუ სამოსახლო და სამრეწველო ტერიტორიების ათვისება. ამიტომ დედაქალაქის ნორმალური ფუნქციონირებისა და განსაკუთრებით შიდა საქალაქო კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საინჟინრო-ტექნიკური მშენებლობის ფართო მასშტაბით წარმართვას.

 


50-იან წლებში განხორციელდა ვაკისა და საბურთალოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი ტრასების რთული სამშენებლო სამუშაოები. ამოავსეს ვარაზის ხევი, სადაც გაიყვანეს ამავე სახელწოდების ქუჩა. მდინარე ვერეს მარცხენა სანაპიროს კლდოვანი სერის გაჭრის შემდეგ, შეიქმნა ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალი - გურამიშვილის ქუჩა. ახალი ფართო გასასვლელი გაჩნდა რკინიგზის ხიდის ქვეშ დიდუბეში, რითაც ეს უბანი მაგნიტოგორსკის, ამჟამად ერისთავის ქუჩით ღრმაღელეს დაუკავშირდა. რკინიგზის ხიდქვეშა, გზაგამტარით ყოფილი საბჭოს ქუჩა დაუკავშირდა რკინიგზის გადაღმა მდებარე კვარტლებს. უფრო მოგვიანებით ვერისა და მთაწმინდის ფერდობზე გადის და ფუნიკულიორის ქვედა სადგურს უერთდება. გრძელდებოდა უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოები სანაპირო მაგისტრალების გასაყვანად მტკვრის ორივე მხარეს, მათ შორის აღსანიშნავია მეტეხის პლატოს გამავალი კილომეტრიანი ორმაგი გვირაბი, რომელიც ხიდი-ესტაკადით და ფერდობზე გაჭრილი გზით 300 არაგველის ხიდს უკავშირდება. აღსანიშნავია აგრეთვე ჩელუსკინელების ხიდისა და მარჯვენა სანაპიროს შემაერთებელი გზა-ესტაკადა; იგი მტკვრის ტერასის ციცაბო კალთებზეა გაყვანილი.

 

​თბილისის ტერიტორიული ზრდა მტკვრის გასწვრივ, მის ორივე მხარეს, მათ შორის ახალი კავშირების დამყარებას საჭიროებდა. XIX-XX საუკუნეებში მტკვარზე აგებულ რამდენიმე ხიდთან ერთად სხვადასხვა ადგილას ბორანიც მოქმედებდა. ამჟამად ქალაქში 9 ხიდია, რომელთაგან 5 დროთა განმავლობაში განახლდა ან თავიდან აიგო. მათ შორის: მეტეხის ხიდი აიგო 1951 წელს ავლაბრისა და მეტეხის საცალფეხო ხიდების ნაცვლად, ბარათაშვილის ხიდი 1965 წელს მუხრანის ხიდის ნაცვლად, სამასი არაგველის ხიდი, 1955 წელს მანამდე არსებული ხიდის ნაცვლად აიგო, როგორც ორთაჭალჰესის კაშხალის შემადგენელი ნაწილი. საბჭოთა ეპოქაში ჩელუსკინელების ხიდის გარდა აიგო დიდუბის ხიდი, რომელიც აერთებს დიღომსა და დიდუბეს, ორთაჭალის ხიდი - აკვედუკი აერთებს ორთაჭალასა და ნავთლუღს და ვახუშტის ბაგრატიონის ხიდი აერთებს საბურთალოს და დიდუბეს.

 

წყარო:საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, "თბილისი".


 

 

 

 

 

 

 

 

city.kvira.ge



საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია

საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია
access_time2021-05-13 13:27:21
„საბედნიეროდ, ჩვენი საქმიანობა ნებადართულია. უბრალოდ, ეს შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა და ძალიან რთულია მუშაობა“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, ამიტომ, მობილობის შესამცირებლად და ამასთან, ეკონომიკური სარგებლისთვის, საუკეთესო გამოსავალი კომენდანტის საათის გადაწევა იქნებოდა. მისი თქმით, მცირე სამუშაო დროის პირობებში, როგორც...

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა
access_time2021-05-13 12:46:00
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.რაც შეეხება 4...

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...


მსგავსი სიახლეები

up