როგორ გადაარჩინა Apple-ის MacBook–მა ახალგაზრდა რეჟისორის სიცოცხლე

როგორ გადაარჩინა Apple-ის MacBook–მა ახალგაზრდა რეჟისორის სიცოცხლე

person access_time2016-03-21 12:40:15

20 წლის რეჟისორის ჯეიმს რეტის განცხადებით, მხედველობის დაქვეითების გამო მას სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდა, რასაც ბავშვების მხრიდან დამცირება ემატებოდა. 11 წლის ასაკში ჯეიმს რეტმა თვითმკვლელობა სცადა, ამავე ასაკში კი მწვავე დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს. 14 წლის ასაკში რეტმა დაბადების დღეზე თავისი პირველი MacBook Pro მიიღო და მიხვდა, რომ ახლა უკვე ბევრად მეტი რაღაცის დანახვა შეეძლო - რეტს zoom-ის საშუალებით სკოლის წიგნების კითხვა და ვიდეოების მონტაჟი შეეძლო. „პირველი Mac-ის შემდეგ ცხოვრებაზე ჩემი შეხედულებები მთლიანად შეიცვალა, ჩემს თავში ეჭვი აღარ მეპარებოდა,“ – აღნიშნა ტეპმა CNNMoney–სთან საუბრისას. 


„Apple-მა ჩემი ცხოვრება შეცვალა, მე გარემოს უკეთესად დანახვა შევძელი.“ –რეტმა 12 მარტს მისი ცხოვრების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი YouTube-ზე ატვირთა: "How Apple saved my life" (როგორ გადამარჩინა Apple-მა). კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლები რეტს მადლობის გადასახდელად დაუკავშირდნენ. ისინი დაინტერესდნენ, მხედველობის პრობლემების მქონე პირებისათვის Mac-ებსა და iPhone-ბზე კიდევ რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი. სამი საათის შემდეგ Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა რეტის ვიდეო საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა: „შოკში ვიყავი, ნამდვილად არ ველოდი, რომ ვიდეო ტიმამდე მიაღწევდა.“ აღსანიშნავია, რომ რეტმა ვიდეოს YouTube-ზე ატვირთვა მეგობრის თხოვნით გადაწყვიტა, 4 დღის შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აღმასრულებელი დირექტორი მასზე ტვიტერში წერდა.

 


ოთხწუთიანი ემოციური ვიდეო რეტის მხედველობასთან დაკავშირებით შექმნილ სირთულეებს აღწერს. რეტს ორი დიაგნოზი აქვს დასმული: ოკულარული ალბინიზმი (ბუნდოვანი მხედველობა) და ნისტაგმუსი (თვალის კაკლების უკონტროლო მოძრაობა). რეტი ფილმების გადაღებით 8 წლიდან იყო დაინტერესებული. იგი განსაკუთრებით მიახლოების ფუნქციით იყო აღფრთოვანებული, რაც მას ობიექტების უფრო მკვეთრად დანახვის საშუალებას აძლევდა. დამწყები რეჟისორი YouTube-ის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი გახდა და საიტზე ვიდეოების ატვირთვა 2006 წლიდან დაიწყო. დეპრესიის დროს აღნიშნული საქმიანობა მან დროებით შეწყვიტა, თუმცა „MacPro-ს ყიდვის შემდეგ დეპრესიიდან ძალიან მალე გამოვედი.“ „Apple-მა ზუსტად ის შესაძლებლობები მომცა, რაც მჭირდებოდა. იმედი მაქვს ამას სხვებიც გაიგებენ.“


 



სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა
access_time2021-10-24 14:00:26
საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად...


მსგავსი სიახლეები

up