„როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელსაც პირობითად 100 მლნ აქვს,უნდა დარჩეს საპენსიო ფონდში ?

„როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელსაც პირობითად 100 მლნ აქვს,უნდა დარჩეს საპენსიო ფონდში ?

access_time2019-07-18 18:50:08

„როგორ ფიქრობთ, ადამიანს, რომელსაც პირობითად 100 მლნ აქვს, საპენსიო ფონდში უნდა დარჩეს?“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი და სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების საკითხს.

 

როგორც ოქრიაშვილი განმარტავს, საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ მის მსგავსად მაღალშემოსავლიანმა პირებმა სისტემა უნდა დატოვონ.

 

„მე მაღალშემოსავლიანი ადამიანი ვარ და ამავდროულად, დაგროვებითი პენსია არსებობს, რომელიც შენია და არადაგროვებითი პენსიის ნაწილში არსებობს 600 ლარამდე პარლამენტარის პენსია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პენსია უნდა ავიღო, როდესაც მე მილიონობით შემოსავალი მაქვს?


მიმაჩნია, რომ მდიდარმა ადამიანებმა უარი უნდა თქვან ამ საპენსიო ანაზღაურებაზე და პენსია საპენსიო ფონდს დარჩეს. 600 ლარი შესაძლოა არაფერია, მაგრამ ეს სიმბოლური ჟესტია.



ვფიქრობ, რომ საპენსიო რეფორმა აუცილებელი იყო და მხარს ყველა უჭერდა.

 

ასე, რომ ჩემს პოლიტიკურ და პირად გადაწყვეტილებას ნუ ავურევთ ერთმანეთში. მე დიდი შემოსავლები მაქვს და ზოგადად პენსიაზე უარს ვამბობ. სირცხვილია უბრალოდ, რომ ეს ავიღო, - განმარტა ოქრიაშვილმა.

 

ცნობისთვის: ქართული ოცნების რიგებიდან საპენსიო სააგენტო მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა დატოვა. ის დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო და კენჭისყრის დროს კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.


bm.ge





„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-29 21:30:43
„კომერსანტის“ 29 იანვრის TOP 10 თემა 1.2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ 2.„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის...

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს
access_time2020-01-29 19:30:04
შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე მარიხუანას დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს. ლევან მეტრეველს მარიხუანას  კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა...

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
access_time2020-01-29 16:25:47
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების...

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე
access_time2020-01-29 20:30:47
სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. ვირუსი მოახდენს ნეგატიურ გავლენას კორპორაციებზე, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმთან - ნათქვამია Fitch-ის დასკვნაში. თუ ინფექციის გავრცელება გაიზრდება, ყველა საგრძნობლად დაზარალდება.მათ შორის, ტაილანდი, ვიეტნამი, და სინგაპური, რომლებიც ტურიზმისგან სოლიდურ შემოსავალს იღებენ.ასევე დაზარალდებიან ჰონკონგი და მაკაო. აზიურ ქვეყნებს, რომლებსაც...

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“
access_time2020-01-29 17:30:26
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია.როგორც კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასა და გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიან ოპერირებასთან დაკავშირებით განაცხადა, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი...


მსგავსი სიახლეები

up