როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება

როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება

access_time2020-02-21 10:00:00

 ზაფხულის ცხელი სეზონის  დადგომამდე  3 თვე რჩება, თუმცა,  ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით შესასრულებელი ღონისძიებების რაოდენობითა და სირთულით თუ ვიმსჯელებთ, შესაბამის სტრუქტურებს გასული შემოდგომისა და ზამთრის სეზონი უნდა გამოეყენებინათ იმისთვის, რომ  ხანძარსაშიში პერიოდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ქართული ეკოსისტემის მასშტაბური ხანძრებისგან დაცვა,  გაეადვილებინათ.  ადამიანის დაუდევრობა, ნახანძრალი ადგილების მიუვლელობა, ძლიერი ქარი,  რთული რელიეფური პირობები, ხანძრის ლოკალიზებისთვის აუცილებელი ტექნიკის სიმცირე - ეს ის მიზეზებია, რის გამოც საქართველოში ტყის ხანძრების ლოკალიზება დღეების და კვირების მანძილზე გრძელდებოდა . შედეგად, განადგურდა ტყის მასივის დიდი ნაწილი, რასაც შესაბამისი უწყებები 2008 წლის აგვისტოში დარჩენილ ნახანძრალ ბუჩქებსა და ბალახებს უკავშირებენ.


გასულ წელს ტყის ხანძრების სეზონი ნოემბრამდეც კი გაგრძელდა. ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთდროულად, დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხანძრის 7კერა იყო დაფიქსირებული. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი.  მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბრალასთან გაჩენილი ტყის ქვედა საფარის ხანძარს 18 მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდეშლების მიმდებარედ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურის მთაზე.

 

„შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეიძინონ სპეცტექნიკა, დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები. ტყის ხანძართან გამკლავებას სხვანაირი ტექნოლოგია სჭირდება, ჩვენ ეს სამწუხაროდ არ გვაქვს. დღესაც კი უკვე უნდა იყვნენ მზადყოფნაში და რეალურ სამუშაობს უნდა ახორციელებდენ, იქნება ეს გადამოწმებები, თუ კადრების გადამზადება.- ასე აფასებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გასული წლების ტყის ხანძრებთან გამკლავების პრაქტიკას. აქტივისტი მიიჩნევს, რომ საჭირო და აუცილებელი ღონისძიებების აუცილებლობას საგანებო სიტუაციების სამსახურიც და სატყეო სააგენტოც ხედავს, თუმცა, აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობაც.


„ტყის ხანძრების თემა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.  კლიმატის ცვლილების ფონზე ავსტრალიაში, ამაზონისა და ციმბირის ტყეებში ხანძრების მაგალითები გვაჩვენებს, რომ ამ მხრივ ყველა მთავრობა და სტრუქტურა მზარყოფნას საჭიროებს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მოსახლეობის გაფრთხილება,  როგორ უნდა მოიქცნენ ტყეში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროპაგანდა, რომელიც უნდა განხორციელდეს მედიის  საშუალებით. უნდა დაიდგას საგუშაგოები, მოხდეს მეტყევების გადამზადება, თუ როგორ უნდა მოახდინონ ხანძრის ლიკვიდაცია საწყის ეტაპზე, უნდა მოხდეს გადამოწმებები,  ხომ არ არის ნარჩენების მასა დაგროვილი, რომელმაც შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს.“- ამბობს ნინო ჩხობაძე.


„კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს სავარაუდო ხანძრების სეზონისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური? როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო ამ მზარდ საფრთხეს? იქნება თუ არა წელს სამაშველო ვერტმფრენების საკმარისი რაოდენობა, რათა ხანძრის კერის გაჩენის შემთხვევაში დროულად და ეფექტურად მოხდეს მისი ლოკალიზება.


ამ კითხვებზე პასუხად საგანგებო სიტუაციების სამსახურში განგვიცხადეს, რომ მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის შეძენა, რომელთაც მეხანძრე-მაშველები გამოიყენებენ. ამასთან, მოხდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეხვედრები უსაფრთხოების ნორმებისა და ქცევის წესების ასახსნელად. „კომერსანტის“ კითხვაზე შეიძენს თუ არა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამაშველო ვერტმფრენებს პასუხი უარყოფითია, წლევანდელი ხანძარსაშიში სეზონისთვის მზადყოფნა კვლავაც სასაზღვრო ვერტმფრენებს ევალებათ.



„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2020 წლის ტყის და ველების ხანძრის სეზონისთვის მზადება 2019 წლის სეზონის დასრულებისთანავე დაიწყო, როგორც პრევენციის, ასევე, მზადყოფნის მიმართულებით.


მიმდინარეობს ახალი სპეც. ტექნიკის და აღჭურვილობის შეძენა, ასევე, არსებულის განახლება და მოდერნიზება. საუბარია, სპეციალურ პომპებზე და საზურგე საქრობელებზე, რომლებიც მეხანძრე-მაშველების პირად შემადგენლობას ტექნიკისთვის მიუვალ ადგილებში ეხმარება ცეცხლის ქრობაში. ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს იაპონიის საელჩოს დახმარებით გადაეცა ორი უნიმოგის ტიპის სახანძრო-სამაშველო სპეც მანქანა, რომელიც  სპეციალურად ტყის ხანძრებისთვისაა შექმნილი.


გარდა ამისა ამოქმედდამოხალისისსაპილოტე პროგრამა, ისეთ მოწყვლად რეგიონში, როგორიც სამცხე-ჯავახეთია. უკვე დასრულებულია მოხალისეების პირველი ნაკადის შერჩევა და გაზაფხულზე მათი გადამზადება დაიწყება.


პარალელურად, ჩატარდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში თემატური, პრევენციული შეხვედრები, უსაფრთხოების ნორმების და ქცევის წესების ასახსნელად. მსგავსი შეხვედრების ფარგლებში იგეგმება, როგორც მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობა, ასევე, ფერმერებთან კომუნიკაცია, რათა საგაზაფხულო სამუშაოების დროს თავიდან ავიცილოთ მინდვრებზე თვითნებურად ცეცხლის წაკიდების ფაქტები. მოსახლეობამდე ინფორმაციის მისატანად, ასევე, დაგეგმილია ცალკეული შეხვედრები რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში.“ - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


რაც შეეხება ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს, ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ საინფორმაციო კამპანიები და ხანძარსაშიშ უბნებში ბილიკებისა და გზების მოწესრიგება მარტიდან აქტიურად დაიწყება.


„ვაპირებთ ინფორმაციის გავრცელებას ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მიზანინმიმართული კამპანიებიც ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ. ასევე მოხდება ძირითად ხანძარსაშიშ უბნებში შესაბამისი გზების და ბილიკების მოწესრიგება. ჩვენი რელიეფის პირობებში ტექნიკურად შეუძლებელია გზების და ბილიკების გაყვანა ყველგან, რადგან ამან შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ჩვენს გარემოს, ვიდრე ხანძარმა. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 40 კილომეტრზე მოხდა ასეთი ბილიკების რეაბილიტაცია და ახლის გაყვანა.სეზონზე ჩვენ დავიქირავებთ დროებით მეხანძრე დარაჯებს - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პერმანენტულად დადიან შერჩეულ ტერიტორიებზე და ცდილობენ  გააკონტროლონ რეკრეაციული დატვირთვის მქონე უბნები, სადაც ხშირია გადაადგილება. აქვე გვაქვს საინფორმაციო გამაფრთხილებელი ნიშნები რომ კოცონი სწორად დაანთო მოქალაქეებმა და შესაბამისად ჩააქრონ.  მეორე გარემოებაა, რომ ნარჩენი, რომელსაც ტყეში ვტოვებთ დიდი ზიანის მომტანია, ესენია ადვილად აალებადი ბოთლები თუ ხელსახოცები, რაც მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანძრის წარმოშობას იწვევს. მარტიდან გააქტიურდება ღონისძიებები და გაცილებით მომზადებულები შევხვდებით ზაფხულის სეზონს.“ - ამბობს ევროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.


სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს ტყის ხანძრის 241 შემთხვევა მოხდა, 2015 წელი - 291 შემთხვევა, 2016 წელი - 132 შემთხვევა, 2017 წელი - 494 შემთხვევა, 2018 წელი - 113 შემთხვევა დაფიქსირდა.


სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში ტყის ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2017 წელს მოხდა. ამ წელს ხანძარი იყო ბორჯომის ტყეში, აბასთუმნის ტყეში, ასევე ხანძარი რამდენჯერმე გაჩნდა მაღალმთიან აჭარაშიც.


ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარია. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით პროცესი დაწყებულია  და 144 ჰექტარზე ნერგები უკვე დაირგო.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up