როგორ ემზადება ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

როგორ ემზადება ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

access_time2022-11-24 21:30:03

 

ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს საქართველოში ჩატარდება. მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" ამბობს, რომ როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საოპერაციო კუთხით აქტიური სამუშაოები ხორციელდება.

 

მისი თქმით, სრულ მზადყოფნაშია გათოვლიანების ახალი სისტემაც.


 

„2023 წლის ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს როგორც საოპერაციო, ისევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. მინდა, ხაზი გავუსვა ინფრასტრუქტურულ მხარეს. ჩვენ, უკვე დავამთავრეთ ორი ხელოვნური ტბის რეზერვუარი მშენებლობა, რომელიც გათოვლიანების სისტემისთვისაა საჭირო. ეს არის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტი, რის გარეშეც, შეუძლებელი იქნებოდა ამ მასშტაბის ტურნირის მასპინძლობა. თითქმის დასრულებულია გათოვლიანების 29 კილომეტრიანი ხაზის მშენებლობა. მზად არის ექვსი საშეჯიბრო ტრასა და სხვა ტრასები ვიზიტორებისთვის. აქამდე გარკვეული პრობლემები იყო წყლის ნაწილში. როდესაც გათოვლიანების სისტემას ვამუშავებდით, შესაძლებელი იყო ამ დაბაში წყლის დებეტის პრობლემა შექმნილიყო. ეს პრობლემა ტბებით გათოვლიანების ხაზით სრულად გადაიჭრა. აბსოლუტურად განსხვავებული მასშტაბი გვაქვს, მაშინ როცა აქამდე იყო 5 კილომეტრიანი ხაზი, ახლა უკვე ჯამურად 33-34 კილომეტრიანი ხაზი გვექნება. სწორედ ამისთვის შეიქმნა ამ კუბატურის ტბები," - განაცხადა ბურჭულაძემ გადაცემა ,,საქმეში".


bpn.ge




მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის შემდეგ პირველად, $1 მლრდ-ზე მეტია

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2013 წლის შემდეგ პირველად, $1 მლრდ-ზე მეტია
access_time2022-12-05 12:30:51
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების თურქეთის, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ TOP-10-ეულში მეოთხე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე მეტი იყო. რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18.1%-ით არის გაზრდილი. ისე კი უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ აზერბაიჯანთან საქართველოს ბოლოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარს 2013 წელს აღემატებოდა.   აზერბაიჯანთან სავაჭრო სალდო დადებითია და ექსპორტის მაჩვენებელი...


მსგავსი სიახლეები

up