როგორ ებრძვის პანდემიას შვედეთი?

როგორ ებრძვის პანდემიას შვედეთი?

access_time2020-04-25 18:00:51

 

დღეს შვედეთს მთელი მსოფლიო აკვირდება, რადგან ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლაში განსხვავებული გზა აირჩია.

 

საბოლოოდ ვინ აღმოჩნდება მართალი არავინ იცის - შვედეთი, რომელმაც მკაცრ ზომებზე და საყოველთაო კატანტინზე უარი თქვა, თუ დანარჩენი მსოფლიო, რომელმაც ფაქტიურად  ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა ვირუსთან ბრძოლას შეწირა.

 

თუმცა, რეალობისგან შორსაა წარმოდგენა, თითქოს შვედეთი საერთოდ არავითარ პრევენციულ ზომებს არ იღებს, და  ჩვეულ ცხოვრებას ისე აგრძელებს, თითქოს არაფერი არ ხდება - სინამდვილეში იქაც  ძალიან ბევრი შეზღუდვა მოქმედებს, ოღონდ ეს ხდება არა ბრძანებით, არამედ ნებაყოფლობით.

 

არც ეკონომიკას ულხინს - შვედეთი, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, გლობალურ ეკონომიკასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, და შესაბამისად, კორონავირუსის ნეგატიურ გავლენას ვერსად გაექცევა.

 

არა კარანტინი, არამედ რეკომენდაციები

 

შვედეთში  ოფიციალური კარანტინი არ მოქმედებს, თუმცა, ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენას ურჩევს, თუ ამის შესაძლებლობა არის, და დისტანციის დაცვას.  ამავე დროს 50-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრებაც აკრძალულია.

 

თუმცა, განსხვავება მაინც არის - ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში სასწავლო დაწესებულები, სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, და ადამიანთა მასობრივი შეკრების სხვა ადგილები დახურულია.


 

ასეთი ზომები მიღებულია თითქმის ყველა ქვეყანა, სადაც  კორონავირუსით ინფიცირება დაფიქსირდა, თუმცა, ოფიციალური სტოკჰოლმი ასეთი მიდგომისგან თავს იკავებს.

 

ასევე მცდარია წარმოდგენა, თითქოს შვედეთში ეს რეალობა არის საყოველთაოდ მიღებული, და არავის არ აწუხებს.

 

ქვეყნის მას-მედიაში​​ ლიბერალური და მკაცრი მიდგომების მომხრეთა შორის ცხარე დისკუსიები მიდის. ყველა  მეზობელ ქვეყნებს უყურებს - ფინეთს, ნორვეგიას, დანიას, სადაც მიღებულია მკაცრი ზომები, და შესაბამისად, სიკვდილიანობაც ბევრად ნაკლებია.

 

„რატომ არ მიდის მთავრობა ზომების გამკაცრებაზე,  თუნდაც სკოლები და საბავშვო ბაღები რატომ რა დახურეს? ჩვენ ამ სიტუაციიდან გამარჯვებულები  გამოვალთ, თუ წავაგებთ?“ - შვედურ პრესაში ეს კითხვები მუდმივად ისმის.

 

მთავრობა ყოველკვირეულად გამოსცემს რეკომენდაციებს  - სახლიდან არ გახვიდეთ,  მოხუც ნათესავებს არ ესტუმროთ, მეტროთ არ იმგზავროთ. ერთადერთი შეზღუდვა  ავიამიმოსვლას შეეხო - დღე-ღამეში შვედეთში მხოლოდ 8 რეისი სრულდება, ისიც ყველა შიდა და მხოლოდ მათთვის, ვინც სახლში ბრუნდება.

 

ქვეყანაში დღესაც  ყველა ბარი, რესტორანი, და კინოთეატრი მუშაობს,  მთავრობა არავის არ აიძულებს დახუროს ყველაფერი და სახლში წავიდეს, თუმცა, კლიენტები მაინც ძალიან ცოტაა.

 

შვედები მიიჩნევენ, რომ წარმატების საიდუმლო არის ადგილობრივ მენტალიტეტში - ისინი ხელისუფლებას ენდობიან,  და  რეკომენდაციებს  იტალიელებზე ან ესპანელებზე მეტად ასრულებენ.

 

თუმცა, მაღალი დისციპლინის მიუხედავად, ქვეყანა პანიკას ვერ ასცდა - კორონავირუსით დაავადებულების გამოჩენის შემდეგ იქაც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში,  პირველადი აუცილებლობის საქონელზე და წამალზე აჟიოტაჟურმა მოთხოვნამ იფეთქა.

 

მთავრობა ბიზნესის დასახმარებლად  ძალიან ბევრს აკეთებს -  ყველა სოციალური გადასახადი შემცირდა, დაზარალებული კომპანიები ბიუჯეტიდან ფინანსურ შემწეობას იღებენ,  ასევე  მათი თანამშრომლების ხელფასების ნაწილს მთავრობა ანაზღაურებს.

 

ოფიციალურად ეკონომიკა არ გაჩერებულა, თუმცა, ბიზნესი ძალიან დაზარალდა - მომსახურეობის სფერო, რესტორნები, ტურიზმი - ეკონომიკის ეს სექტორები  ღრმა კრიზისს  განიცდიან.  ამ სიტუაციაში მთავრობა მათი ქირის გადასახადის ნაწილს იღებს თავის თავზე, იმის იმედით , რომ რამდენიმე თვეში კრიზისი დასრულდება, და ბიზნესი მოახერხებს გადარჩენას.

 

თუმცა, ეკონომიკისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ წინაა, და მეწარმეები  შემოდგომისთვის ემზადებიან - შვედეთი ღრმადაა ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, და ეკონომიკური ვარდნა პარტნიორ-ქვეყნებში  შვედურ ბიზნესს ანადგურებს არანაკლებად, ვიდრე სხვა ქვეყნებში კარანტინი.



თეგები:
შვედეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up