როგორ დავზოგოთ ფული მოგზაურობისას

როგორ დავზოგოთ ფული მოგზაურობისას

access_time2016-08-10 17:11:21

 

უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ხშირად დახარჯული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს თავდაპირველად გქონდათ გათვლილი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ინფორმაციის ნაკლებობაა.  


თუ თქვენ არ სარგებლობთ საგზურით და მთლიანი მოგზაურობა თქვენი დასაგეგმია, გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან ასაცილებლად და პერსონალური ხარჯების დასაგეგმად შემდეგი უნდა გავითვალისწინოთ:


დავიწყოთ სასტუმროთი:

1.      აირჩიეთ რომელიმე ვებ გვერდი სასტუმროს დაჯავშნისთვის და შესაბამისი მონაცემების შევსების შემდეგ, მიიღებთ ხელმისაწვდომი სასტუმროების სიას. მათ შორის არჩევანი გააკეთეთ: მდებარეობით - ახლოს არის იმ ადგილებთან, რომლის მონახულებასაც აპირებთ, ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ დანახარჯს ტრანსპორტზე და დაზოგავთ დროსაც; სასტუმროში რეგისტრაციის (CHECK-IN) და ნომრის განთავისუფლების (CHECK-OUT) დროს. ცხადია უმჯობესია რაც უფრო ადრე შეძლებთ ნომრის დაკავებას და რაც უფრო გვიან დატოვებთ მას. ამას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს თქვენი ფრენის დროიდან გამომდინარე. გაითვალისწინეთ, რომ ნომრის დროზე ადრე დაკავება ან გვიან დაცლა შეიძლება მისი დღიური ღირებულების ნახევარი დაგიჯდეთ და დასავლეთის ქვეყნების უმეტესობაში ქართული „კარგი, რა მოხდა 2 საათით ადრე შემიშვით ნომერში (ან დავცლი)“ როგორც წესი არ ჭრის. გაარკვიეთ სასტუმროს ფასში შედის თუ არა დილის საუზმე. არის კიდევ ერთი მოხერხებული ვარიანტი: სასტუმროს ტიპის ბინების დღიური გაქირავება. ეს ვარიანტი საშუალებას მოგცემთ სურვილის შემთხვევაში თანხა დაზოგოთ კვებაზე. რადგან უცხო ქალაქში არ იცით სად შეიძლება იკვებოთ გემრიელად და შედარებით იაფად, აქ საშუალება გექნებათ იყიდოთ პროდუქტი სუპერმარკეტში და ძირითადად სახლშიმიირთვად, ხოლო რესტორნებს ეწვიოთ მხოლოდ რაიმე ადგილობრივი ეროვნული კერძების დასაგემოვნებლად.


2.      სამოგზაურო ავიაბილეთები: შეგიძლიათ მიხვიდეთ სააგენტოში, ან დაჯავშნოთ ბილეთები ონლაინ რეჟიმში. ორივე შემთხვევაში ცდილობთ  ყველაზე იაფი მარშრუტი იპოვოთ. თუ ირჩევთ სიიაფის გამო არაპირდაპირ რეისს ერთი ან ორი გადაჯდომით, ყურადღება მიაქციეთ რა დრო გიწევთ მოცდა სატრანზიტო აეროპორტ(ებ)ში ორივე მხარეს ფრენისას. თუ ეს დრო 3-4 საათზე მეტია, დიდია იმის ალბათობა, რომ ამ დროის განმავლობაში თქვენ ვერ გაუძლებთ ცდუნებას დრო მოკლათ აეროპორტის კაფეში ან ბარში, და თუ თქვენს მიერ ბილეთებზე „დაზოგილი“ თანხა 20-30 დოლარს არ აღემატება, შეიძლება ეს დანაზოგი არც გეყოთ, რადგან აეროპორტებში მსგავსი სერვისი უფრო ძვირია ვიდრე ქალაქში.

სასტუმროსა და ბილეთების დაჯავშნის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ მოგზაურობისთვის მზადება (იმედია თუ ვიზა გჭირდებათ, ეს პრობლემა უკვე მოგვარებული გაქვთ).

3.      ადგილზე ჩაფრენისას ნუ იჩქარებთ ტაქსის რიგის დაკავებას. მსოფლიოს დიდი ქალაქების უმეტესობაში აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე დიდი სიხშირით მოძრაობს მატარებლები და ავტობუსები. ეს ვარიანტი ბევრად იაფია, ვიდრე ტაქსი.

 

4.      კვება: ცხადია, იმის მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში მოგზაურობთ, რჩევებიც ძალიან განსხვავებული იქნება, ამიტომ მხოლოდ ზოგად რჩევას მოგცემთ: სანამ რაიმეს შეუკვეთავთ, კარგად დაუკვირდით მენიუში თუ რა ღირს თქვენს მიერ არჩეული კერძი. ზოგ შემთხვევაში მენიუში შეიძლება მითითებული იყოს 100 გრამის ღირებულება (მაგ:თევზი) და მთლიანი კერძი რამოდენიმეჯერ უფრო ძვირი აღმოჩნდეს, ვიდრე მენიუში მითითებული თანხა.

 

 

Vivus.ge  სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

 

 




„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული, როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული...

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში
access_time2021-08-03 11:06:09
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი...

საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო

საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო
access_time2021-08-03 13:00:59
საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ შვედეთის მაჩვენებელს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველომ ერთხელ ძალიან მკაცრი და მეორე მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა, შვედეთმა მინიმალური შეზღუდვების გზა არჩია. 1.5 წლიანი დაკვირვების შემდეგ სტოკჰოლმის გადაწყვეტილების მიმართ დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა, ის აბსოლუტურად მიუღებლიდან მისაღები გახდა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კოვიდის პირველი...


მსგავსი სიახლეები

up