როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

access_time2020-07-12 14:00:21

ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.

 

როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების განსაკუთრებულ რისკს სწორედ დახურული სივრცის ერთობლივი გამოყენება წარმოადგენს.

 

მრავალი შემთხვევა იმასაც ადასტურებს, რომ შეზღუდულ სივრცეში ვირუსის გავრცელებას დამატებით ხელს ჰაერის ნაკადები, ანუ ჩართული კონდიციონერები უწყობს.

 

კორონავირუსი გადადის მხოლოდ შედარებით დიდი წვეთებით, რომლებიც ჰაერში მცირე ნაწილაკებთან შედარებით უფრო სწრაფად გადაადგილდება.

 

დღეს დისკუსიის თემაა კორონავირუსის გავრცელება ჰაერით - 239 მეცნიერმა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, რომ მან ჰაერით ვირუსის გადადების შესაძლებლობა აღიაროს - დღესაც ორგანიზაცია ამისგან თავს იკავებს, რადგანაც ამ საკითხზე დღეისთვის არსებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს არასაკმარისად მიიჩნევს.

 

ევროპის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, კონდიციონერებით დაავადების გავრცელების რისკი შედარებით მცირეა, თუმცა, ის მაინც არსებობს - განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში, სადაც სავენტილაციო სისტემების მიერ წარმოქმნილი ჰაერის ნაკადები ინფიცირებულ ნაწილაკებს შედარებით დიდ მანძილებზე ავრცელებენ.

 


თუმცა, ოთახების პერიოდული განიავება ამ საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

შესაბამისად, სავენტილაციო სისტემების გამოყენების წესებიც დამუშავდა -  დახურულ სივრცეში, სადაც კონდიციონერი მუშაობს, მინიმუმ დღეში 2-ჯერ, 15-20 წუთით აუცილებელია ჰაერის განიავება. ეს ასევე იმ დროსაც უნდა გაკეთდეს, როდესაც ოთახებში არავინაა.

 

„კონდიცირების ინდივიდუალურ სისტემებს, როგორც წესი, ძალიან მარტივი და უხეში ფილტრები აქვთ, რომლებიც ვირუსებს და ბაქტერიებს ვერ უმკლავდებიან. ამიტომაც ასეთი სისტემების გამოყენებისას განიავება არ  უნდა დაგავიწყდეთ“- ამბობს გაგრილების და გათბობის მრეწველობის ასოციაციის თავჯდომარე კრისტელ მოლე.

 

ჰაერის კოლექტიური კონდიცირების სისტემებში რამდენიმე ვარიანტია.

 

„30 მეტრზე მაღალ შენობებში ფილტრები ჭერზეა განთავსებული, და ისინი ჰაერს ასუფთავებენ. რეკომენდაცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს ამ მოწყობილობის გაფილტრვის საშუალებები მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს. მართალია, ეს მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა თანამშრომლების და მათი ოჯახების წევრების ჯანმრთელობა ამად  ღირს“ - თვლის მოლე.

 

თვითმფრინავებს უპირატესობა აქვთ- რადგანაც იქ ფრენის დროს გასაგები მიზეზების გამო განიავების შესაძლებლობა არ არსებობს, შესაბამისად, უფრო ძვირადღირებული ფილტრები გამოიყენება - ზუსტად ისეთივე, როგორც საავადმყოფოებში, ეს სისტემები საკმაოდ ეფექტურია ვირუსების წინაამღდეგ.

მთლიანობაში ჰაერის ცირკულირება და ფილტრაცია ავიალაინერებში ოპტიმალურ დონეზეა“ - ამბობს ის.

 

მატარებლებში ყველფერი კონკრეტულ მოდელზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩქაროსნულ შემადგენლობებს სუფთა ჰაერის მიწოდების სისტემები გააჩნია. მეტროში ფილტრაციის სისტემები ვაგონის ჭერზეა განთავსებული, და ამიტომ სუფთა ჰაერის მიღების თვალსაზრისით უკეთესია შუაში დგომა.

 

და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის ორგანოები ყველას აფრთხილებენ   - დახურულ სივრცეში პირბადის ტარება დაინფიცირებული წვეთების გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up