როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან ?

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან ?

access_time2019-06-11 10:17:41

საქართველოში ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად განვითარდა და გამრავალფეროვნდა კიბერდანაშაულიც. სოციალური ქსელის ზრდამ გამოიწვია ფიშინგის ზრდა. შედეგად, ინტერნეტთაღლითობა მსოფლიოში და უკვე რამდენიმე თვეა საქართველოშიც გავრცელებული დანაშაულია.  

 

ცხოვრების თანამედროვე ტემპმა, მომხმარებლების გადიჯიტალიზებამ, ანუ ციფრული არხებით სარგებლობაზე მზარდმა მოთხოვნამ ადამიანებში, გამოიწვია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების აქტუალიზებაც, რაც მეტ გასაქანს აძლევს მთელს მსოფლიოში ინტერნეტთაღლითობას, ე.წ. „ფიშინგს“. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ენდოთ ისეთ კომფორტულ საშუალებებს, როგორიც  მობილბანკი თუ ინტერნეტბანკია.

 

თქვენგან საჭიროა მეტი ყურადღება, სიფრთხილე და დაკვირვება, რადგან ინტერნეტთაღლითები ბანკის სახელს, ლოგოს, ყალბი ვებგვერდის მისამართებს არიან ამოფარებულები და ასე ცდილობენ მახეში გააბან მომხმარებლები. 

 

„ფიშინგი“ არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება. მაგალითად, კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები ან აგზავნიან ელექტრონულ ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა მონაცემების შეყვანამდე ვებგვერდის მისამართი გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ იგი ნამდვილად ბანკის გვერდზე იმყოფება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბარათის შესახებ ინფორმაცია თაღლითების ხელში ჩავარდება.


 

დღევანდელ დღეს ფიშინგი ცდება უბრალოდ ინტერნეტ-თაღლითობას. ყალბი ვებ-გვერდების არსებობა გახდა თაღლითობის მრავალი მიმართულებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საგანგაშო. წერილი რომელიც თითქოს ბანკიდან არის გამოგზავნილი შეიძლება მომხმარებელს მოუწოდებდეს მითითებულ ნომერზე სავალდებულოდ დაკავშირებისაკენ, რათა მოგვარებული იქნას მის საბანკო ანგარიშზე არსებული პრობლემა. ამ მეთოდს ეწოდება ვიშინგი "ViShing" (ხმოვანი ფიშინგი). აღნიშნულ ნომერზე დარეკვის შემდეგ მომხმარებელი ხვდება ავტო მოპასუხესთან, რომელიც სთხოვს ინფორმაციას სხვადასხვა პირად მონაცემებზე, მაგალითად პინ-კოდი, ანგარიშის ნომრები, პაროლები და ა.შ. ასევე "ვიშერები" თავადაც რეკავენ მსხვერპლთან და არწმუნებენ მათ, რომ ისინი ოფიცილური ორგანიზაციიდან არიან, რისთვისაც იყენებენ ყალბ სატელეფონო ნომრებს. საბოლოოდ კი მოიპოვებენ მომხმარებლის პირად ინფორმაციას.



აგრეთვე ძალიან პოპულარული ხდება სმს-ფიშინგი, ცნობილი როგორც "SMiShing". თაღლითები თავის მსხვერპლს უგზავნიან სმს შეტყობინებას, სადაც მოთავსებულია ფიშინგ საიტის ბმული. ბმულზე შესვლისთანავე მომხმარებელი ხდება ფიშერის მსხვერპლი და კარგავს პირად ინფორმაციას. სმს შეტყობინება აგრეთვე შეიძლება მოუწოდებდეს მომხმარებელს მითითებულ ნომერზე დაუყონებლივ დაკავშირებას, რათა მისი პრობლემა იქნას გადაჭრილი. 

 

იმისთვის, რომ ინტერნეტი უფრო დაცულად გამოიყენოთ, ვიდრე ახლა იყენებთ, ან ურჩიოთ თქვენს მეგობრებს, მშობლებს ან ნათესავებს, როგორ დაიცვან თავი არაკეთილსინდისიერი ადამიანებისგან, წარმოგიდგენთ რჩევებს/რეკომენდაციებს ინტერნეტით დაცულად სარგებლობისთვის:

 

 

  •  მიუხედავად იმისა, რომელ ვებგვერდზე იმყოფებით, თქვენი პირადი ინფორმაციის შეყვანამდე ან საბანკო ოპერაციის შესრულებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ეს ვებგვერდი ნამდვილად ის საიტია, სადაც თქვენ აპირებდით შესვლას. ვებ გვერდის მისამართში თუნდაც 1 სიმბოლოთი ნაკლებობა ან მეტობა, ან სხვა სახელით არსებობა, ნიშნავს იმას, რომ თქვენ თაღლითის შესაძლო სამიზნე ხართ.

 

  • არავის გადასცეთ ინტერნეტ და მობილბანკში შესასვლელი სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი, ისინი მხოლოდ თქვენია. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ არცერთი ნორმალური კომპანია ან საიტი არ მოგთხოვთ, რომ გაანდოთ თქვენი პაროლი ზეპირად, ტელეფონით ან ელფოსტით. არ დაუჯეროთ ელფოსტაზე მოსულ წერილებს ან ზარებს ტელეფონზე, თუ პაროლის თქმას გთხოვენ - ეს აუცილებლად თაღლითი იქნება.

 

  • არ გამოიყენოთ თქვენთვის უცნობი Wi-Fi ქსელი. არ შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში „Public Wifi“-ის ქსელიდან, შეეცადეთ არ გამოიყენოთ Bluetooth თქვენს ტელეფონში თუ ის არ გჭირდებათ.

 

  • შეეცადეთ, რომ თქვენი ინტერნეტ და მობილბანკის პაროლი იყოს უნიკალური, არ გქონდეთ ეს პაროლი გამოყენებული სხვა გვერდებზე; სასურველია, რომ პაროლი იყოს რთულ, რომელიც შეიცავს ციფრებს, დაბალი და მაღალი რეგისტრის სიმბოლოებს - ამითი თქვენ უფრო მეტად იცავთ თქვენს პირად საბანკო ინფორმაციას. ასეთი პაროლის გამოცნობა და აგტეხვა რთულია

 

  • არ შეინახოთ ავტომატურ რეჟიმში თქვენი პაროლი ინტერნეტსივრცეში.

 

  • არ შეინახოთ პაროლი დაუცველ ფაილებში მაგალითად თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში, გამოიყენეთ password manager პროგრამა, თუ გიჭირთ პაროლის დამახსოვრება; 

 

  • კომპიუტერსა და ტელეფონში, საიდანაც სარგებლობთ ინტერნეტ და მობილბანკით პერიოდულადგამოიყენეთ  ანტივირუსული პროგრამები.

 

  • არავის გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები, CVV კოდი, პინკოდი; 



და ბოლოს, რო­გორც წესი, კი­ბერ­დამ­ნა­შა­ვე მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი იმიჯით ცდი­ლობს მო­ტყუ­ე­ბას. ასე რომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­ა­მოწ­მოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ეჭ­ვოდ მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. გთხოვთ, იყოთ ყუ­რა­დღე­ბით და შე­იყ­ვა­ნოთ თქვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი მხო­ლოდ ავ­თენ­ტურ ვებ გვერ­დებ­ზე. მხო­ლოდ ასე შეძ­ლებთ რის­კე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბას.

 

NS


თეგები:
ფიშინგი



საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up