სულ მალე, 1 ოქტომრიდან, საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება Facebook-ის desktop ვერსიის მხოლოდ განახლებული ინტერფეისი. შესაძლოა ბევრი თქვენგანი უკვე ავტომატურად გადაგიყვანათ ახალ დიზაინზე, თუმცა 48 საათით ძველი ვერსიის დაბრუნების შესაძლებლობაც მოგეცათ. დაბრუნების ეს ფუნქცია სულ მალე გაუქმდება და ძველ ინტერფეისს მიჩვეულებსაც მოუწევთ ახალზე გადასვლა.
თუმცა, არსებობს გამოსავალიც.
თუ Google Chrome-ს იყენებთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი ფუნქციით( extention-ით), რომელიც დაგეხმარებათ ძველ ინტერფეისზე გადასასვლელად. Chrome web store-ში გაქვთ არჩევანი რამდენიმე მათგანს შორის, თუმცა ყველაზე პოპულარული და მათ შორის მრავალჯერ გამოცდილიც არის matthew.a.kruse-ის მიერ შექმნილი ვერსია. Extention-იით სარგებლობისათვის დააჭირეთ აქ, დააყენეთ, გაააქტიურეთ და მიჰყევით ინსტრუქციას