როგორ დაკარგა Samsung–მა $22 მლრდ. ერთი სმარტფონის გამო

როგორ დაკარგა Samsung–მა $22 მლრდ. ერთი სმარტფონის გამო

access_time2016-09-19 19:00:00

აგვისტოში ბაზარზე გამოტანილი Samsung Galaxy Note 7, იწვის და ფეთქდება ყოველგვარი მიზეზის გარეშე - ამ ინფორმაციის გავრცელებამდე დაფიქსირდა უკვე 35 ასეთი შემთხვევა, რის გამოც კორეულ გიგანტს   სმარტფონების მთელი პარტიის გამოწვევა მოუხდა.


წინასწარი მონაცემებით, Samsung-მა უკვე გაყიდა 1-1,5 მლნ. სმარტფონი - ამჟამად კი კომპანიას მოუწევს მათი დაბრუნება და უფასოდ შეცვლა.


ეს არის პირველი პრეცედენტი ელექტოსაქონლის ბაზარზე - გაყიდული პროდუქციის გამოწვევა ძირითადად დამახასიათებელია საავტომობილო ბაზრისთვის, რადგან ამ დარგში ნებისმიერი ხარვეზი შეიძლება იყოს საშიში სიცოცხლისთვის.


თუმცა Samsung-ში ჩათვალეს რომ ტელეფონის თვითაალება წარმოადგენს ასეთივე საფრთხეს, და დაიწყეს აპარატების დაბრუნება მთელს მსოფლიოში.


როგორც კი ფართო საზოგადოებისთვის არსებული პრობლემის შესახებ გახდა ცნობილი, Samsung-ის აქციებმა 3, 9% დაკარგა, ანუ, ფულადი განზომილებით - 8 მლრდ. დოლარი.


ექსპერტების არზით კი, დაწუნებული სმარტფონების გამოწვევის და შეცვლის აქცია მოუტანს კომპანიას 1 მლრდ. დოლარზე მეტ პირდაპირ ზარალს.


დასაწყისში, სიტუაციას ყველა იუმორით შეხვდა, იმის მიუხედავად, რომ Samsung-ის მენეჯმენტი დაჟინებით მოუწოდებდა Galaxy Note 7-ს მფლობელებს არ გამოიყენებინათ სმარტფონები გადაცვლამდე.


 



თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა რაც ერთმა სმარტფონმა გამოიწვია სერიოზული ხანძარი საცხოვრებელ სახლში, ხოლო მეორე აფეთქდა ძვირადღირებულ ავტომობილში.


შედეგად, ავიაკომპანიებმა აკრძალეს Galaxy Note 7-ის შეტანა თვითმფრინავებში ჩართულ მდგომარეობაში.


ყველაფერი ამის შედეგად Samsung-ის მენეჯმენტი იძულებული გახდა დაეწყო სამრტფონების გამოწვევა.


ამ ფონზე კორეული გიგანტის კაპიტალიზაცია კიდევ უფრო დაეცა - კონცერნის მთლიანმა დანაკარგმა მიაღწია 22 მლრდ. დოლარს.


ადრე ასეთი ტიპის პრობლემები დამახასიათებელი იყო Samsung-ის მთავარ კონკურენტთან - ამერიკულ Apple - თან.


მაგალითად, iPhone 4-ში ცუდად მუშაობდა მიღების სიგნალი, iPhone 5-ს ჰქონდა პრობლემები საღებავთან, და სხვა.


კომპანიის უდიდესი ამბიციების გამო, ყველა წვრილმანი პრობლემა დეტალურად შუქდებოდა პრესაში. ამას აქტიურად იყენებდა Samsung-ის მენეჯმენტი , რომელიც აწყობდა დიდ ანტიპიარს კონკურენტის წინაამღდეგ.


ამჟამად თავის მართლება Samsung-ს უწევს.


 



საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
access_time2020-11-28 20:00:00
Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ. თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ. მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ: ...


მსგავსი სიახლეები

up