როგორ დაეხმარება ხელისუფლება ინოვაციურ პროექტებს?

როგორ დაეხმარება ხელისუფლება ინოვაციურ პროექტებს?

person access_time2016-06-18 10:04:44

 

სახელმწიფო კომპანიებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინოვაციური პროექტების შექმნასა და კომერციალიზაციაში დაეხმარება. „ინოვაციების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულ პირებს თავიანთი იდეის განხორციელებისთვის ჯერ შესაბამის დაფინანსებასა და სამუშაო პირობებს შეუქმნის, შემდეგ კი ინოვაციური პროდუქტის რეალიზაციაში დაეხმარება.


ინოვაციური პროექტების დაფინანსება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ბოლო პერიოდში პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ ინოვაციური ტექნოლოგიები და სტარტაპები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულების გასავითარებლად მთავრობამ სტარტაპების დაფინანსების პროგრამაც დაანონსა, რომელიც დამწყებ ბიზნესს როგორც ინოვაციური, ისე სხვა მიმართულებებით დააფინანსებს.


ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, გამომდინარე იქედან, რომ იგი იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმენმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე. მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ინოვაციური პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვიცით ბევრი ქვეყანა, სადაც ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ეს არის ჩვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი, რაც მისასალმებელია,“ – განაცხადა პრემიერმა.


სანამ ინოვაციური პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში გარდატეხას მოახდენს, მანამდე მთავრობამ ინოვაციების შესახებ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებასა და  სხვა მიმართულებით ხელშეწყობას ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო.


საინტერესოა, რომ აქამდე ინოვაციების მიმართულებას საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, კანონპროექტი პირველი საფეხურია ინოვაციური საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად.


კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საქართველოს ინოვაციური შესაძლებლობების განვითარებამ ხელი უნდა შეწყოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და გლობალურ ეკონომიკაში თავისი ადგილის დაკავებას.


 „დღეს ნაკლებად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსებზე წვდომის საკითხი ინოვაციების მიმართულებით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც თავის მხრივ, ინოვაციის მამოძრავებლები არიან“,- ნათქვამია კანონპროექტში.


ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების კომერციალიზაციას და ინოვაციების გამოყენების სტიმულირებას მოახდენს.



ინოვაციური საქმიანობის ხელშესაწყობად სახელმწიფო ან  სხვა პირის მიერ იქმნება შემდეგი ინფრასტრუქტურა:


·         სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკები - უზრუნველყოფს განსაზღვრულ სივრცეში ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ინოვაციური საქმიანობის სხვა სუბიექტებისათვის.


·         ბიზნეს ინკუბატორები - მათი ძირითადი ფუნქციაა კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტებისთვის სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული და სხვა სახის ტექნიკური დახმარების გაწევა არაუმეტეს 2 წლის ვადით.


·         ბიზნესამაჩქარებლები - ბიზნესამაჩქარებლის ძირითადი ფუნქციაა კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტებისთვის უზრუნველყოს სამუშაო სივრცე, მათი ბიზნეს იდეის და მოდელის განვითარება და დახვეწა და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი კონკურსის პირობებით განსაზღვრული ინვესტირება.

 

·          სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (FabLab) და ინოვაციების ლაბორატორიები (ILab)განსაზღვრულ სივრცეში ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს, რომელიც გულისხმობს იდეების ტესტირებასა და ნიმუშის დამზადებას.

 

·         ინოვაციების ცენტრები - ინოვაციების ცენტრი უზრუნველყოფს მოსახლეობის კომპიუტერული უნარ- ჩვევების ამაღლებას, ინოვაციების სფეროში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას, დისტანციური სწავლებების და დასაქმების პლატფორმების დანერგვას.

 

·         ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრები - უზრუნველყოფს ინოვაციების გადაცემას, რაც მოიცავს ინოვაციის კომერციული პოტენციალის შეფასებას, პარტნიორთა მოძიებას ინოვაციის გადაცემისათვის და კომერციალიზაციის მიზნით ასეთი გადაცემის შეფასებას.


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში სწორედ ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრებს აქვს, რადგან მისი მიზანია, ინოვაციური პროექტების კონკრეტულ პროდუქტებად ქცევა და ამ პროდუქტებიდან მიღებული შემოსავლის გამომგონებლისთვის და უნივერსიტეტსთვის/ორგანიზაციებისთვის დაბრუნება შემდგომი კვლევის დასაფინანსებლად.


ამასთან, ცენტრი აფასებს გამოგონების კომერციალიზაციის პოტენციალს და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში ლიცენზიას გასცემს კერძო კომპანიაზე. შეფასების ეტაპზე ცენტრი აკეთებს ბაზრის და ტექნიკური რისკების ანალიზს და კომერციალიზაციაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევავში გამომგონებლებთან ერთად ეძებს ყველა პოტენციურ კომპანიას, რომელიც შესაძლოა, დაინტერესებული იყოს კონკრეტული გამოგონების კომერციალიზაციით.


კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად  მიღებულ პროდუქტზე ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის დამსაქმებელს ან შემკვეთს. თუმცა, წილი აქვს, რა თქმა უნდა გამომგონებელსაც. პროდუქტის კომერციალიზაციიდან მიღებული შემოსავლიდან გამომგონებლის წილის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


ამასთან, ინოვაციური პროექტების დაფინანსებიდან მიღებული შემოსავალიდან მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო უწყება ან უფლებამოსილი იურიდიული პირი, უფლებამოსილია მოითხოვოს, დაფინანსებიდან შემდგომი 7 წლის განმავლობაში, დაფინანსებული ინოვაციური პროექტის შემოსავლიდან წილი, წლიურად არაუმეტეს 5%-ის ოდენობით.


გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა სტარტაპების დაფინანსებისთვის 35 -მილიონიან ფონდს ქმნის, ფონდის საწყისი კაპიტალი 11 მილიონი იქნება, თუმცა, რამდენი მოხმარდება უშუალოდ ინოვაციური სტარტაპების დაფინანსებას, ჯერჯერობით უცნობია.

 

 




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up