როგორ დაძლია ქართულმა სამშენებლო სექტორმა Covid-19

როგორ დაძლია ქართულმა სამშენებლო სექტორმა Covid-19

access_time2020-05-28 20:36:15

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში გატარებული მკაცრი საკარანტინო ზომები სამშენებლო სექტორზეც აისახა. სავალდებულო სოციალური დისტანცირების გამო, ბევრი ობიექტი შეჩერდა, თუმცა სახელმწიფომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ეს შეზღუდვები არ შეეხო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამ მიდგომამ არაერთი სამშენებლო კომპანია და სამშენებლო მასალების მწარმოებელი გადაარჩინა კრიზისს.


თუმცა, დროებით შეჩერებული კომპანიებიც საკმაოდ შორს არიან ისეთი პრობლემებისგან, როგორსაც ისინი 2008 წლის იპოთეკური კრიზისის დროს წააწყდნენ. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მშენებლობები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.


ასეთ გამოწვევას როგორც მსხვილმა, ისე ახალბედა კომპანიებმაც წარმატებით გაართვეს თავი და მუშაობას აგრძელებენ.


სამშენებლო კომპანია „რუმსის“ დამფუძნებელი არჩილ კობაიძე აცხადებს, რომ გლობალური პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იყო გარკვეული შეფერხება, მაგრამ სამუშაოებს კარანტინის მოხსნის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს.



„ჩვენი, კომპანიის „რუმსის“, მთავარი მიზანია აღებული ვალდებულების პირნათლად შესრულება – ეს იქნება კერძო სექტორის თუ სახელმწიფოს დაკვეთა. ეს ნიშნავს ყველა იმ პირობის შესრულებას, რომელიც ორმხრივი შეთანხმების საგანია. ეს განაპირობებს ჩვენს სტაბილურობას სამშენებლო ბაზარზე და, ასევე, სანდო პარტნიორის სტატუსს. მე და ჩემი გუნდი ორიენტირებული ვართ არა მყისიერ, ერთჯერად მოგებაზე, არამედ მდგრად და სტაბილურ განვითარებაზე“, – აცხადებს არჩილ კობაიძე.


სამშენებლო-სარემონტო კომპანია „რუმსი“ 2015 წელს დაარსდა. პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა. დღეს კომპანია საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებსაც ასრულებს.



„კომპანიის მიზანია, უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი და კომფორტული ისეთი ძვირად ღირებული და რთულად მისაღები მომსახურება, როგორიცაა: პროექტირება, არქიტექტურა, მშენებლობა, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, რემონტი, ავეჯისა და ლანდშაფტის დიზაინი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ენერგიული, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით. გუნდის მთავარი პრიორიტეტია სამუშაოს დროული, ხარისხიანი შესრულება და კმაყოფილი მომხმარებელი“, – მოგვითხრობს არჩილ კობაიძე.


კომპანია „რუმსს“ დღემდე არაერთი კერძო და სახელმწიფო დაკვეთა აქვს შესრულებული. ასევე, მრავალ პროექტს ახორციელებს დღესაც.


დასრულებულ პროექტებს შორისაა ხელვაჩაურში გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული კულტურის სახლი; რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარემონტო სამუშაოები; სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის #2 სასწავლო კორპუსის VII სართულის კაპიტალური რემონტი/რეაბილიტაცია; სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები ბათუმსა და ოზურგეთში; სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები თელავში; ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში საჯარო სკოლა.


კომპანიამ წარმატებით დაასრულე მეგაპროექტი – ზუგდიდში ქ. ბარამიას ქუჩაზე ექვსი 12-სართულიანი კორპუსი, რომლებიც კაპიტალურად გაკეთდა, შიდა რემონტებით – 360 ბინა უკვე მზადაა დევნილთა ოჯახებისთვის გადასაცემად. ამ უკანასკნელი პროექტის დამკვეთია სამშენებლო კომპანია „დაგი“, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით.


მიმდინარე მეგაპროექტებს შორისაა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა; ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფელში სპორტული დარბაზის მშენებლობა; რუსთავში პროფესიული სასწავლებლის დაპროექტება-მშენებლობა.








(NS)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up