როგორ დააგროვა ქონება 26 წლის ირლანდიელმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა Self-made მილიარდერია

როგორ დააგროვა ქონება 26 წლის ირლანდიელმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა Self-made მილიარდერია

access_time2017-01-28 14:00:22

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, რომელმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვა, 26 წლის ირლანდიელი ჯონ კოლისონია. „ფორბსის" რეიტინგის თანახმად, ონლაინ-სერვის Stripe-ის თანადამფუძნებლის ქონება 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამდენივეს ფლობს მისი ძმა, 28 წლის პატრიკი.

 

ძმებმა 2007 წელს, მაშინ როცა ჯონი 17 წლისაც არ იყო, სამშობლოში - ირლანდიაში დააფუძნეს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Shuppa. მათი კომპანია მოგვიანებით შეერწყა Auctomatic-ს, რომელიც eBay-ის პლატფორმისთვის მუშაობდა. 2008 წელს Auctomatic 5 მილიონად იქნა შეძენილი. ჯონ კოლისონი მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო.

 

მობილური სერვისი Stripe ხუთ წელიწადში გადახდის სისტემების ბაზრის ფავორიტი გახდა და უკვე უწევს კონკურენციას ისეთ გიგანტებს, როგორიც PayPal-ია. როგორ მოახერხეს სერვისის ახალგაზრდა დამფუძნებლებმა ინვესტორების მოზიდვა?

 

ხუთი წლის წინ ირლანდიელმა ძმებმა, პატრიკ და ჯონ კოლისონებმა მობილური გადახდის სერვისი Stripe გამოიგონეს. სერვისმა უცნობი პროექტიდან ფინანსურ ინდუსტრიაში ციფრული ეპოქის ლიდერის სტატუსზე მთავარ პრეტენდენტამდე გრძელი გზა გაიარა. თუმცა, 2015 წელს კომპანიამ თანამშრომელთა რიცხვი გააორმაგა (380 ადამიანამდე), ინვესტორებმა კი მისი ფასი 1,5 მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს. Stripe უკვე გასცდა აშშ-ს საზღვრებს. სერვისი 23 ქვეყნის ბაზრებზე მუშაობს და თანამშრომლობს Visa-სთან, Apple Pay-სთან, Alibaba-სთან და სხვა გიგანტებთან. ძმები კოლისონების სერვისის საშუალებით Facebook-ი, Twitter-ი და Pinteres-ი ელექტრონულ კომერციას, ხოლო რითეილერები Best Buy და Saks Fifth Avenue - მობილურ გადახდებს ავითარებენ.

 


Stripe კერძო კომპანიად რჩება და საკუთარ მოგებას არ ასაჯაროებს. Forbes-ის მონაცემებით, Stripe-ის გამოყენებით შესრულებული გადახდების მოცულობა წელიწადში 20 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

 

კომპანიის ინფორმაციით, 2015 წელს ამერიკელთა 27%-მა მინიმუმ ერთხელ გამოიყენა მათი სერვისი, ხოლო ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი 3,8%-ს არ სცდებოდა. მაგრამ კოლისონები ტრიუმფით ტკბობას არ ჩქარობენ. "ჩვენ არ გვიხარია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ შორს ვართ დასახული მიზნისგან", - ამბობს პატრიკ კოლისონი, - თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ ამოცანა შესრულებულია, ჩვენ დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით".

 

ციფრული გადახდების მექანიზმის გამარტივების საქმეში Stripe-ის წარმატება მხოლოდ ნაბიჯია ამბიციურ მისიამდე - კომპანიას სურს გახდეს ფუნდამენტი ელექტრონული ვაჭრობის ახალი ფორმების შექმნისთვის.

 

ძმებ კოლისონებს ძლიერი კონკურენტები ჰყავთ. Braintree - ბაზრის გიგანტის PayPal-ის პროექტი - ირწმუნება, რომ 2015 წელს ორჯერ მეტი -$50 მილიარდი - გადახდა განახორციელა, ხოლო მის კლიენტებს შორის არიან Uber და Airbnb. ევროპული სტარტაპი Adyen-იც უსწრებს Stripe-ს მოცულობით და აგრესიულად იპყრობს ახალ ბაზრებს. მაგრამ სანამ ონლაინში მსოფლიო ვაჭრობის მხოლოდ 2%-ია გადასული, ძმებ კოლისონებს და მათ ინვესტორებს სჯერათ, რომ ციფრულ მომავალში ადგილი ყველასთვის მოიძებნება. Stripe-ის მთავარი მტერი მისივე შეცდომებია. "ჩვენ უნდა შევესაბამებოდეთ სერვისის ხარისხის ყველაზე მაღალ სტანდარტებს", - ამბობს პატრიკ კოლისონი.

 

 

"ბიზნესპრესნიუსი"

 



ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...

მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

2021 წელს ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტი საქართველოს $1.178 მლრდ დაუჯდა

2021 წელს ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტი საქართველოს $1.178 მლრდ დაუჯდა
access_time2022-01-20 16:00:43
2021 წელს იმპორტი 2020 წელთან შედარებით 25.1%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 5.8%-ით გაიზარდა და $10.073 მლრდ-ს მიაღწია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. იმპორტის მოცულობის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ნედლეულზე ფასების მატებამ იქონია. ნავთობის იმპორტი $324 მლნ-ით $823 მლნ-მდე გაიზარდა, რაც 65%-იან მატებას ნიშნავს. 12.6%-ით $354 მლნ-მდე გაიზარდა ბუნებრივი გაზის იმპორტიც.   2021 წელს საიმპორტო პროდუქციაში პირველი ადგილი...

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს
access_time2022-01-20 15:00:05
ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად,  ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე, რაც მედიკამენტების ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. დღეისათვის საქართველოში წლიურად 300 ტონა ლოკოკინა იწარმოება. ,,ლოკოკინა...


მსგავსი სიახლეები

up