როგორ დააგროვა ილონ მასკის ძმამ 700 მლნ. დოლარი

როგორ დააგროვა ილონ მასკის ძმამ 700 მლნ. დოლარი

access_time2021-11-20 20:00:08

ილონი  არაა ერთად-ერთი მასკი, რომელიც Tesla-ში ჩადებული ინვესტიციების წყალობით გამდიდრდა. მისმა უმცროსმა ძმამ კიმბალმა 2008 წლის კრიზისის დროს მთელი თავისი ქონება კომპანიის გადარჩენას მოახმარა, რამაც მას, საბოლოოდ, ასობით მილიონი დოლარი მოუტანა.

კიმბალი Tesla-სთან დაკავშირებულია კომპანიის პირველივე დღეებიდან - 2004 წლიდან ის დირექტორთა საბჭოშიც შედის, და როგორც ჩანს, ეს ძალიან მომგებიანი - მისი ქონება, საკმაოდ კონსერვატიული შეფასებით, 700 მლნ. დოლარს შეადგენს.

ილონ მასკის ძმობის გარდა, მისი ძირითადი აქტივია Tesla-ს აქციათა 0,04% და ასევე შემოსავლის საკუთარი, ძმისგან დამოუკიდებელი, წყარო, წილი რესტორნების ქსელ Chipotle-ში, სადაც ის ასევე დირექტორთა საბჭოს წევრია.

კიმბალი ასევე ფლობს ს მცირე წილს ილონ მასკის კოსმოსურ კომპანია SpaceX-ში, სადაც ის ასევე დირექტორთა საბჭოს წევრია.

გაურკვეველია, კიმბალმა Tesla-ში რამდენი ჩადო - კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი შემოიფარგლა განცხადებით, რომ ის კომპანიის „ადრინდელი ინვესტორია“, მაგრამ ზუსტი თანხა არ დაუსახელებია.

ასეა თუ ისე, ცხადია, რომ კიმბალი ძირითადად თავისი ძმის კომპანიაში ინვესტირების წყალობით გამდიდრდა.

2010 წელს მან ავტოკონცერნის აქციების ნაწილი 230 მლნ. დოლარადა გაყიდა, თუმცა, ბოლომდე არა. როგორც უკვე ითქვა ის დღესაც ფლობს ძალიან მცირე წილს, მაგრამ ეს მცირე წილიც კი ასობით მილიონი დოლარი ღირს.

ილონს და კიმბალ მასკებს ნეპოტიზმში ხშირად ადანაშაულებდნენ.


2018 წელს რამდენიმე მსხვილმა ინვესტორმა კიმბალის Tesla-ს დირექტორთა საბჭოდან გარიცხვა სცადა, თუმცა, უშედეგოდ. მათი აზრით, კიმბალის ნათესაობრივი კავშირი ხელის შემშლელი ფაქტორია, რომლის გამო მასკის უმცროსი ძმა დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ვერ ჩაითვლებოდა.

ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ კიმბალს ავტომრეწველობაში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია, მის წინააღმდეგ პრეტენზიათაგან იყო ასევე ის, რომ  მან „თავისი არაეფექტურობა Chipotle-ში დირექტორთა საბჭოში მუშაობს დროს დაადასტურა“.

2021 წლის ოქტომბერში დირექტორთა საბჭოდან კიმბალის გაძევების კიდევ ერთი მცდელობა საკონსულტაციო კომპანია Institutional Shareholder Services-მა წამოიწყო. მათ დააყენეს საკითხი დირექტორთა საბჭოდან კიმბალ მასკის და მილიარდერ რუპერტ მერდოკის შვილის, ჯეიმს მერდოკის გარიცხვის თაობაზე მათ მიერ ჭარბი დივიდენდების მიღების გამო.

„არ არსებობს იმის ნათელი და გამჭვირვალე ახსნა, მათი ანაზღაურება დირექტორთა საბჭოს სხვა წევრების ანაზღაურებას ასე რატომ აჭარბებს“ - მიიჩნევდნენ ინვესტორები.

თუმცა, ამ შეტევამაც უშედეგოდ ჩაიარა და ილონ მასკის ძმამ თავისი პრივილეგირებული სტატუსი Tesla-ში შეინარჩუნა. ძმის ბიზნესის მიღმა კიმბალ მასკი რესტორატორი და ასევე კვების მრეწველობაში საინტერესო სტარტაპების დამფინანსებელია. ის ფლობს კომპანია The Kitchen Restaurant Group-ს, რომელიც შტატები 3 სარესტორნო ქსელს მართვას.

2016 წელს კიმბალმა დააფინანსა სტარტაპი Square Roots, რომლის სპეციალიზაციაა ქალაქური მიწათმოქმედება და ვერტიკალური ფერმების მშენებლობა.

გარდა ამისა, მან ინვესტიციები ჩადო მიტანის სერვის Everytable-სი და კომპანია Upside Foods, რომელიც ხელოვნურ ხორცს აწარმოებს.


წყარო: Forbes

ავტორი: თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up