როგორ და სად აიღებთ 300 ლარიან აგროვაუჩერს

როგორ და სად აიღებთ 300 ლარიან აგროვაუჩერს

access_time2022-04-23 16:00:01

თუ თქვენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრე ხართ, მაშინ მთავრობა 300-ლარიან აგროვაუჩერს გჩუქნით. სად შეგიძლიათ მისი აღება? რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ და როდემდე მოქმედებს ეს პროგრამა? – ამ კითხვებით,  სოფლის განვითარების სააგენტოს მივმართეთ.

სააგენტოში გვითხრეს, რომ 300 ლარის ღირებულების აგროვაუჩერს ფულადი სახით ვერ გაანაღდებთ, თუმცა აგრომაღაზიებში ნებისმიერი აგროსაჭიროების პრიოდუქტს შეიძენთ.

ბარათებს “ლიბერთი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში აიღებთ, თუმცა ამისთვის აუცილებელია დარეგისტრირებული იყოთ ფერმერთა რეესტრში. ფერმერთა რეესტრი რეგისტრაცია მარტივია: უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე 1501, სადაც ოპერატორს ეტყვით, რომ გსურთ ფერმერთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის შემდეგ დაგისვამენ მარტივ კითხვებს. აუცილებელია, რომ იყოთ რეგისტრირებული მიწის მესაკუთრე. თუ საკუთრება რეგისტირებული არ გაქვთ, ვაუჩერს ვერ აიღებთ.

მიღებული ვაუჩერის მოქმედების ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.

ამ აგროვაუჩერით თქვენ ვერ შეიძენთ აგროდიზელს, თუმცა ამ საჭიროების დაკმაყოფილება ფერმერს შეეძლება შეღავათიანი აგროკრედიტით. საქმე ისაა, რომ რამდენიმე კვირის წინ, ფერმერების მხარდასაჭერად, კიდევ ერთი პროგრამა ამოქმედდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, მსხვილ ფერმერებს საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი უფინანსდებათ და მთავრობა ამ სესხების პროცენტის სუბსიდირებას ახდენს – 9%-ის ოდენობით.


პროგრამის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე გაცემულია ოც  მილიონ ლარზე მეტი სესხი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. ბენეფიციარს შეეძლება, რომ მიიღოს ეს სუბსიდია და დაერიცხებათ ქულების სახით აგრობარათზე და შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად მხოლოდ.

ამ დახმარების მიღებას დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი შეძლებს.

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 35 მილიონ ლარს.

წყარო: “აგრო სიახლეები”




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up