როგორ და როდის აშენდა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა

როგორ და როდის აშენდა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა

access_time2018-01-20 16:00:57

მსოფლიოს უნიკალურ ბიბლიოთეკებს შორის, ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებას თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა, რომლის ისტორია 1846 წლიდან იწყება. თავდაპირველად იგი თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბაზაზე დაარსდა და მას ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა ეწოდა. ბიბლიოთეკის შექმნის მთავარი მიზანი იყო, იგი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა ფენისათვის და ამ წამოწყებას თავიდანვე დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულმა საზოგადოებამ.


1842 წელს, დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით, თბილისში გახსნილი კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის ფონდი საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა. ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელე გავრილ ტოკარევს, რომელსაც ასევე ბიბლიოთეკა უნდა დაეკომპლექტებინა კავკასიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია იმჟამად საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ. 1859 წლისთვის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი უკვე შეადგენდა 13 260 ტომს.


ფონდის გაზრდასთან ერთად კანცელარის შენობა ვეღარ აკმაყოფილებდა ბიბლიოთეკის მოთხოვნებს და საჭირო გახდა ახალი შენობის აშენება. 1847 წელს მთავარმართებელმა მიხეილ ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ორბელიანს, თავისი სახსრებით აეგო საჯარო ბიბლიოთეკისთვის შენობა.


1850 წელს მიხეილ ვორონცოვმა ბიბლიოთეკარად მოიწვია მოსკოვის რუმიანცევის მუზეუმის წამყვანი სპეციალისტი ლუდვიგ დე სან-ტომა, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ეს საქმე მისმა შვილმა განაგრძო.


1852 წლის ივნისიდან ვორონცოვის განკარგულებით საცენზურო კომიტეტს დაევალა, რომ კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის ორი ეგზემპლარი, როგორც სავალდებულო ცალი, გადასცემოდა ბიბლიოთეკას. ვორონცოვისვე განკარგულებით, 1852 წლამდე ბიბლიოთეკა ღია იყო 10 საათიდან 4 საათამდე, 1852 წლიდან კი - დღის პირველი საათიდან შებინდებამდე.


1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის გამგეობაში არსებული საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მუზეუმი გაერთიანდა და ეწოდა კავკასიის მუზეუმი და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა.


დღევანდელ სტატიაში მკითხველს თავს არ შევაწყენთ იმის შეხსენებით, თუ რა გზა განვლო ბიბლიოთეკამ დღემდე, მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ცნობას შევთავაზებთ ბიბლიოთეკის უნიკალური შენობის ისტორიიდან და მისი პირველი ლეგენდარული დირექტორის მოღვაწეობის შესახებ.


1912 წელს შენობის ასაგებად გამართული კონკურსის პირობებში მითითებული იყო, რომ ნაგებობა ქართული სტილის უნდა ყოფილიყო. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, პირველი პრემია მიენიჭა არქიტექტორ ანატოლი კალიგინისა და მხატვარ ჰენრიხ პრინევსკის პროექტს.



როგორც არქიტექტორები ამბობენ, ორივე კონკურსანტი კარგად იცნობდა ქართულ შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრებას. ანატოლი კალიგინს უკვე შესრულებული ჰქონდა ბოლნისის სიონისა და ტაო-კლარჯეთის ძეგლების აზომვები, ასევე ბანას რეკონსტრუქციის პროექტი, ჰენრიხ პრინევსკი კი კარგად იცნობდა ქართული ტაძრების მორთულობას.


ბიბლიოთეკის საფასადე დეკორი ნასესხებია მე-10-13 საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების ფასადთა შემკულობისგან, ხოლო ჩუქურთმების არაჩვეულებრივი კვეთა ეკუთვნის ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეებს. ბიბლიოთეკის მოჩუქურთმებული კარის ავტორი იყო კოტე ბოტკოველი, ხის სამუშაოები შეასრულა ილია მამაცაშვილმა.


ვოლგა-კამის ბანკის შენობაში, რომელიც 1915 წელს არქიტექტორმა კასიაკოვმა ააშენა, ბიბლიოთეკის დღევანდელი მეორე კორპუსი ყოფილა განთავსებული. 1916 წლის ერთ-ერთ ნომერში გაზეთი სახალხო ფურცელი წერდა:


ვოლგა-კამის ბანკის ტფილისის განყოფილება 12 ივნისს საკუთარ შენობაში გადავიდა. განყოფილებამ ტფილისში მოქმედება დაიწყო 1908 წელს და ერთი წლის შემდეგ სააგენტოები გახსნა ერევანსა და განჯაში.


ამ ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს ბარონესა და ლორის-მელიქოვის ქუჩების კუთხეში, 1914 წელს დაიწყო ხუროთმოძღვრების აკადემიკოს კასიაკოვის პროექტით. მიწა შეძენილი იქნა გრაფინია მელიქოვისაგან და ამ მიწის ნახევარი, დაახლოებით 300 ოთხკუთხა საჟენი, ბანკმა დაუთმო ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკს.


ვოლგა-კამის შენობა ფართო და ლამაზია. შეიცავს 30 ოთახს, მშვენიერ საწყობებსა და მოსამსახურეთა და მეარტელეთა ბინებს. შენობაში ცენტრალური გათბობაა.


საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი კი ყოფილა სახელმწიფო ბანკის კანტორა, რომელიც 1910 წელს მიხეილ ოჰანჯანოვისა და გოლნიშჩევის პროექტით აშენდა. როგორც არქიტექტორები ამბობენ, იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ შენობათა შორის.


საჯარო ბიბლიოთეკის პირველი დირექტორი იყო წარმოშობით გერმანელი მეცნიერი, გეოგრაფი და ეთნოგრაფი გუსტავ რადე, რომელმაც ბავშვობა პრუსიაში გაატარა და შემდეგ რუსეთში საიმეპარატორო მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწეობდა. მონაწილეობა მიიღო არაერთ ექსპედიციაში, მათ შორის - კავკასიაში. 1863 წლიდან ის თბილისში ცხოვრობდა.


1868 წლის იანვარში კავკასიის მუზეუმი და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა გაერთიანდა, ამ საქმის ინიციატორი იყო ცნობილი მეცნიერი ადოლფ ბერჟე, დირექტორად კი დაინიშნა გუსტავ რადე. სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდში ბიბლიოთეკამ მიიღო კავკასიის შესახებ მსოფლიოში ყველაზე სრული წიგნთსაცავის სახე.


გუსტავ რადემ, რომელიც მთელი ცხოვრება იკვლევდა კავკასიის ბუნებას, შეაგროვა დიდძალი ზოოლოგიური, ბოტანიკური, ეთნოგრაფიული ხასიათის კოლექციები. იგი ავტორია მონოგრაფიისა კავკასიის ფრინველებზე. ფასდაუდებელია მისი გეოგრაფიული ცნობები თოვლის ხაზისა და ფირნის სიმაღლის, მორენების გავრცელების შესახებ. მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის გუსტავ რადე ბრიტანეთის სამეფთო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დედოფალ ვიქტორიას მედლით დააჯილდოვა.


საქართველოზე უზომოდ შეყვარებული გერმანელი მეცნიერი, რომელიც ამბობდა - რუსეთში ჩამოვედი მხოლოდ ექვსი თვით, მაგრამ ბედმა გამიღიმა და უკვე დიდი ხანია, ვცხოვრობ საქართველოში, რომელიც ჩემს მეორე საყვარელ და ძვირფას სამშობლოდ იქცა - 1903 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, იგი დაკრძალეს ლიკანში, მეფისნაცვლის მამულში, პატარა გორაკზე, ფიჭვნარში, რომელიც სიცოცხლეში თავად შეურჩევია.


წარწერაც თავად შეუდგენია: აქ განისვენებს დაღლილი გუსტავ რადე. სიკვდილი არ მაშინებს მე, ის ხომ ღვიძლი დაა ძილისა.



რეზონანსი



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up