როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

access_time2020-11-30 20:00:36

ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან.


ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში ბრუნდებიან.




ყოველდღიურად სტეფანაკერტის ცენტრალურ მოედანზე ერევნიდან ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მოდიან, ლტოლვილები უკან ჩამოდიან.


სტეფანაკერტში მდებარე რუსი სამშვიდობოების შტაბის მონაცემებით, დღეისთვის უკვე 13 000 ადამიანი დაბრუნდა. სტეფანაკერტი,  რომელიც ომის დროს თითქმის სრულად დაცარიელდა, დღეს როგორც ჩვეულებრივი ქალაქი ისე გამოიყურება, თუ არ ჩავთვლით ომის შემდეგ დარჩენილი ნანგრევებს.


საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, კაფეები და რესტორნები იხსნება, ბაზარიც ამოქმედდა.


რადენიმე დღის წინ გაზმომარაგებაც ნაწილობრივ აღდგა - ადგილობრივი ხელისუფლება ამის გაკეთებას არ ჩქარობდა, რადგანაც მილსადენის დაზიანების ეშინოდა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში გაზის მიწოდება სრულად ჯერ არ აღმდგარა.





პრობლემები ენერგომომარაგებაშიც არის, რამდენიმე ჰესიდან რომელიც აჯანყებულ რეგიონს ელექტროენერგიას აწვდიდა, მთელი აღჭურვილობაა გამქრალი,  მათი დიდი ნაწილი კი აზერბაიჯენელების მიერ კონტროლ​ირებად ტერიტორიებზე დარჩა. ასევე რამდენიმე ქვესადგურია დაკავებული ან განადგურებული.


ომის გამო საცხოვრებლის გარეშე ყარაბაღში თითქმის 40 000 ადამიანი, ანუ, მოსახლეობის 28% დარჩა, განცხადა არაღიარებული რესპუბლიკის ომბუდსმენმა არტაკ ბეგლარიანიმა. მათ შორის არიან არა მხოლოდ ყარაბაღის, არამედ აზერბაიჯანის 7 შიდა რაიონებში ჩასახლებული სომხები, რომლებმაც სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე თავიანთი სახლები უკვე დატოვეს.


გადარჩენილი სახლები, მათ შორის ისინი, რომელშიც მოსახლეობა ბრუნდება, ფანჯრების გარეშეა დარჩენილი, ყარაბაღში კი უკვე აცივდა, ღამე ყინავს.




მთიანი ყარაბაღის გზებზე აქტიური ორმხრივი მოძრაობაა  - ვიღაცა ბრუნდება, ვიღაცა კი პირიქით, სომხეთში გარბის. პირველ რიგში ეს იმ სოფლების მოსახლეობას ეხება, რომლებიც სომხებს დარჩათ, თუმცა, გვერდით, რამდენიმე ასეული მეტრში, რუსი სამშვიდობოების ბლოკ-საგუშაგობის მერე, უკვე აზერბაიჯანული ჯარი დგას.


აქაურ სომხებს მტრებთან ასე  ახლოს ცხოვრება არ სურთ, სტეფანაკერტისგან განსხვავებით, რომელსაც აზერბაიჯანული ჯარის პოზიციებისგან დაახლოებით 10 კილომეტრი აშორებს.

 

სომხეთის მთავრობა ომით დაზარალებულებს ერთჯერადად 600 დოლარით დაეხმარება, უსახლკაროდ დარჩენილებს კი თვეში 30- დან 60 დოლარამდე საცხოვრებლის ქირის გადასახდელ ქირას გამოუყოფს. ამ დროისთვის კომპენსაციის მიღებაზე 60 000 განაცხადია მიღებული.


თუმცა, ბევრი უკან დაბრუნებას არ ჩქარობს - არავინ იცის, ყარაბაღს მომავალში რა სტატუსი ექნება და ლაჩინის დერეფანი, ყარაბაღის ერთად-ერთი კავშირი სომხეთთან  როგორ იმუშავებს. გზა გახსნილია, თუმცა, სომხებს მხოლოდ 5-კილომეტრის სიგრძის დერეფანი დარჩათ, ირგვლივ კი ყველგან აზერბაიჯანელები არიან.


ფაქტიურად, ყარაბაღის სომხური ნაწილი სრულ ალყაშია, რაც უკან დაბრუნების სურვილს მნიშვნელოვნად ამცირებს. თანაც ასეთ ვითარებაში ეკონომიკის განვითარებაზე ფიქრიც კი ზედმეტია - არც ერთი ინვესტორი არ მოისურვებს მინიმალური თანხების ჩადებასაც კი ტერიტორიაში, საიდანაც მოსისხლე მტრის ტანკები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.


წყარო: rbc.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ყარაბაღი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up