როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ოქროში

როგორ ჩავდოთ ინვესტიცია ოქროში

access_time2022-05-15 20:00:06

ეკონომიკური რყევების ან საერთაშორისო კონფლიქტების დროს, რაც ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის ხდება, საფონდო ბაზრებზე არასტაბილური ვითარება იქმნება. ასეთ სიტუაციაში ინვესტორები ფულის უსაფრთხოდ დასაბანდებლად ხშირად ყიდულობენ ოქროს. რატომ მოსწონთ ინვესტორებს ოქრო? ის ინფლაციისგან თავის დაცვის კარგი საშუალებაც არის და ხშირად აქციებსა და ობლიგაციებზე მეტი შემოსავალი მოაქვს. მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევა გარკვეული სახის ოქროზე დაფუძნებული

აქტივები, ანუ მარტივად შეიძლება მისი ნაღდ ფულად ქცევა. ინვესტორს, ოქროს შეძენით, საკუთარი პორტფელის დივერსიფიცირება შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნაკლებად
არასტაბილური გახდება.

პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ყოველთვის არ არის ნათელი, როდის უნდა შეიძინოთ ოქრო. აქციების შემთხვევაში ყიდვის გადაწყვეტილებას ინვესტორი კომპანიის შემოსავლების მიხედვით მიიღებს. ოქროს შემთხვევაში ამის განსაზღვრა უფრო რთულია.

ოქროში ინვესტირების რამდენიმე გზა არსებობს:

1. ოქროს ზოდებს ან მონეტებს ძვირფას ლითონში ინვესტირების ერთ-ერთ
ყველაზე სწორი ფორმად მიიჩნევენ. ყიდვა შესაძლებელია ონლაინდილერის ან კოლექციონერის მეშვეობით. ამ შემთხვევაში ინვესტორის მოგება მთლიანად საქონლის ფასის ზრდაზეა დამოკიდებული. ყველაზე დიდ რისკს ამ დროს ოქროს ფიზიკური დაცვა ქმნის. რისკი ჩნდება მისი გაყიდვისას. თუ სასწრაფოდ გჭირდებათ ფული, შეიძლება, მისი გაყიდვა საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად მოგიწიოთ (განსაკუთრებით
მონეტების).


2. ოქროს ფიუჩერსები მომგებიანი გზაა ოქროს ფასის მატებაზე (ან კლებაზე)
ვაჭრობისთვის. თუ ოქროს ფიუჩერსები სასურველი მიმართულებით მოძრაობს, ძალიან სწრაფად შეძლებთ კარგად გამომუშავებას.

3. ETF – თუ ოქროს ფიზიკურად ფლობა ან ფიუჩერსების შეძენა არ გხიბლავთ,
მაშინ კარგი ალტერნატივაა საბირჟო ვაჭრობის ფონდები (ETF). მათ შორის სამი უმსხვილესია – SPDR Gold Shares (GLD), iShares Gold Trust (IAU) და
Aberdeen Standard Physical Gold Shares ETF (SGOL), სადაც აქციების ყიდვა ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად, მობილბანკის მეშვეობით შეუძლია. ETF-ის უპირატესობა ისაა, რომ ოქრო ფიზიკურად დაცულია, ხოლო გაყიდვა მარტივია.

4. ოქროს მომპოვებელი კომპანიის აქციებით ინვესტორს შეუძლია მოგების მიღება ორი გზით: პირველი – თუ ოქროს ფასი იზრდება, მაინერის მოგებაც შესაბამისად მატულობს. მეორე – მაინერი ამ დროს წარმოებასაც ზრდის, რაც ორმაგ სარგებელს იძლევა.
რისკები: ამ ინდუსტრიაში უამრავი სარისკო კომპანია მუშაობს. უმჯობესია,
მოერიდოთ მცირე მაინერებს.

5. ETF-ები, რომლებიც ფლობენ ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციებს.
Gold Miner ETF-ები უმსხვილესი მაინერების აქციების ფლობის საშუალებას იძლევა, თანხები დივერსიფიცირებულია და, შესაბამისად, რომელიმე
კომპანიის აქციების გაუფასურების შემთხვევაში დიდად არ დაზარალდებით.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up